ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾18.00 Original price was: ₾18.00.₾16.20Current price is: ₾16.20.
ლიპაზა არის ფერმენტი, რომელიც ახდენს ტრიგლიცერიდების ჰიდროლიზს. ლიპაზა გამომუშავდება რიგი ორგანოებისა და ქსოვილების მიერ, და შესაბამისად განასხვავებენ – კუჭის, პანკრეასის, ფილტვების, ნაწლავის წვენის, ლეიკოციტური წარმოშობის ლიპაზას და ა.შ.
კლინიკური თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია პანკრეასული ლიპაზა, რომელიც დიდ როლს ასრულებს ცხიმების მონელებაში. ვინაიდან ლიპაზას ძირითადი წყარო პანკრეასია, მისი დაავადებებისას, სისხლში ფერმენტი მნიშვნელოვანად დიდი რაოდენობით გამოყოფა.
მწვავე პანკრეატიტის დროს შრატის ლიპაზას აქტივობა იზრდება დაავადების დაწყებიდან 4-8 საათის შემდეგ, პიკს აღწევს 24 საათის შემდეგ და მცირდება 8-14 დღის შემდეგ. დაავადების პროგნოზი არასახარბიელოა ლიპაზას კონცენტრაციის 10-ჯერ და მეტად მომატებისას.
პანკრეატიტის დროს ლიპაზას განსაზღვრას აქვს უფრო მაღალი კლინიკური მგრძნობელობა (86%) და სპეციფიურობა (99%), ვიდრე ამილაზას კვლევას. ამილაზასა და სისხლის ლიპაზას ერთდროული განსაზღვრა შესაძლებელს ხდის პანკრეასის დაავადებათა დიაგნოსტირებას შემთხვევების 98%-მდე სიზუსტით.
შრატის ლიპაზას აქტივობა ძალზე მგრძნობიარე ტესტია მწვავე ალკოჰოლური პანკრეატიტის შემთხვევაში, მაშინ, როცა პაციენტებს სანაღვლე გზების, თორმეტგოჯა ნაწლავის დვრილისა და პანკრეასის სადინარების ობსტრუქციით, ახასიათებთ ამილაზას მაღალი დონე. ყბაყურას დროს (თუ პანკრეასი არ არის ჩართული პროცესში), საშვილოსნოსგარე ორსულობისას, ფილტვის კიბოს და აპენდიციტის დროს ლიპაზის დონე ნორმალური რჩება. ჩირქოვანი პანკრეატიტის დროს, სისხლში ლიპაზას აქტივობის მომატება ჩვეულებრივ არ არის გამოვლენილი.
შემდეგი სიმპტომებისას:
ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.
ვენური სისხლი
ლიპაზას კონცენტრაცია იზრდება:
ლიპაზას კონცენტრაცია მცირდება:
https://spravochnik.synevo.ua/ru/klinicheskaia-himia/lipase.html
https://www.synevo.bg/lipaza/
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |