ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ლიპაზა | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:ლიპაზა
SKU: 1143

Original price was: ₾20.00.Current price is: ₾18.00.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

ლიპაზა

ლიპაზის განსაზღვრა სისხლში გამოიყენება კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად და მისი დაავადებების, განსაკუთრებით მწვავე პანკრეატიტის, დიაგნოსტიკისთვის.

ლიპაზა საჭმლის მომნელებელი ფერმენტია, რომელიც ძირითადად კუჭქვეშა ჯირკვალში (პანკრეასში) წარმოიქმნება და მონაწილეობს საკვებთან ერთად მიღებული ცხიმების დაშლასა და მონელებაში. სისხლში ლიპაზის კონცენტრაციის მომატება შესაძლოა კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედების დაზიანებაზე მიუთითებდეს.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • მწვავე ან ქრონიკულ პანკრეატიტზე ეჭვის დროს

  • მუცლის ზედა ნაწილის ტკივილის, გულისრევისა და ღებინების მიზეზის დასადგენად

  • კუჭქვეშა ჯირკვლის სხვა დაავადებების შესაფასებლად

  • პანკრეატიტის მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგისთვის

  • კუჭქვეშა ჯირკვლის სადინრის შესაძლო დახშობის ან დაზიანების ეჭვისას

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

მომატებული მაჩვენებელი – ხშირად უკავშირდება მწვავე პანკრეატიტს, თუმცა შესაძლოა აღინიშნებოდეს კუჭქვეშა ჯირკვლის სხვა დაავადებების, სანაღვლე გზების პათოლოგიების, თირკმლის ფუნქციის დარღვევისა და ნაწლავური დაავადებების დროსაც.

დაქვეითებული მაჩვენებელი – შესაძლოა მიუთითებდეს კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების გამომმუშავებელი უჯრედების ფუნქციის დაქვეითებაზე, მაგალითად, ქრონიკული პანკრეატიტის დროს.

საცნობარო მნიშვნელობები

კლინიკური თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია პანკრეასული ლიპაზა, რომელიც დიდ როლს ასრულებს ცხიმების მონელებაში. ვინაიდან ლიპაზას ძირითადი წყარო პანკრეასია, მისი დაავადებებისას, სისხლში ფერმენტი მნიშვნელოვანად დიდი რაოდენობით გამოყოფა.

მწვავე პანკრეატიტის დროს შრატის ლიპაზას აქტივობა იზრდება დაავადების დაწყებიდან 4-8 საათის შემდეგ, პიკს აღწევს 24 საათის შემდეგ და მცირდება 8-14 დღის შემდეგ. დაავადების პროგნოზი არასახარბიელოა ლიპაზას კონცენტრაციის 10-ჯერ და მეტად მომატებისას.

პანკრეატიტის დროს ლიპაზას განსაზღვრას აქვს უფრო მაღალი კლინიკური მგრძნობელობა (86%) და სპეციფიურობა (99%), ვიდრე ამილაზას კვლევას. ამილაზასა და სისხლის ლიპაზას ერთდროული განსაზღვრა შესაძლებელს ხდის პანკრეასის დაავადებათა დიაგნოსტირებას შემთხვევების 98%-მდე სიზუსტით.

შრატის ლიპაზას აქტივობა ძალზე მგრძნობიარე ტესტია მწვავე ალკოჰოლური პანკრეატიტის შემთხვევაში, მაშინ, როცა პაციენტებს სანაღვლე გზების, თორმეტგოჯა ნაწლავის დვრილისა და პანკრეასის სადინარების ობსტრუქციით, ახასიათებთ ამილაზას მაღალი დონე. ყბაყურას დროს (თუ პანკრეასი არ არის ჩართული პროცესში), საშვილოსნოსგარე ორსულობისას, ფილტვის კიბოს და აპენდიციტის დროს ლიპაზის დონე ნორმალური რჩება. ჩირქოვანი პანკრეატიტის დროს, სისხლში ლიპაზას აქტივობის მომატება ჩვეულებრივ არ არის გამოვლენილი.

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

კვლევა ტარდება უზმოდ, ბოლო კვებიდან მინიმუმ  8–12-საათში. კვლევის წინ  წყლის დალევა, ნებადართულია.

ყველა იმ მედიკამენტისა და საკვები დანამატის შესახებ, რომელსაც ირებს პაციენტი, აუცილებელია ექიმის ინფორმირება. ექიმთან შეთანხმების გარეშემედიკამენტების შეწყვეტა არ შეიძლება.

შეუკვეთეთ ყველა  ანალიზი ონლაინ

გაიგე მეტი

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 290 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button