ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

პროთრომბინის დრო, ინდექსი, საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება

ცნობილი როგორც:prothrombin
SKU: 1100

Original price was: ₾20.00.Current price is: ₾18.00.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

პროთრომბინი არის ღვიძლის მიერ სინთეზირებული ცილა და არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს სისხლის შედედებას. ნორმალური კოაგულაციისთვის საჭიროა რამდენიმე ტიპის ცილა, რომელთაც კოაგულაციის ფაქტორები ეწოდებათ. კოაგულაციის პროცესში მათ უნდა იმოქმედონ სწორად და საკმარისი რაოდენობით.

 

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • ვიტამინ K-დამოკიდებული კოაგულაციის ფაქტორების აქტივობის შეფასება.
  • ეჭვი კოაგულაციის ფაქტორების თანდაყოლილ ნაკლებობაზე (ჰემოფილია და II, V, VII, X და ფიბრინოგენის ფაქტორების მემკვიდრეობითი ნაკლებობა).
  • ანტიკოაგულანტებით მკურნალობის მონიტორინგი (სინტრომი და სხვა).
  • ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი (მისი ცილის წარმომქმნელი ფუნქციის შეფასება) და მისი დარღვევების გამოვლენა.
  • ოპერაციის ან ინვაზიური პროცედურების დაწყებამდე სისხლის შედედების დარღვევების გამორიცხვა.
  • ეჭვი DIC სინდრომზე (დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაციის სინდრომი).
  • ეჭვი დისფიბრინოგენემიაზე.
  • ეჭვი K ვიტამინის დეფიციტზე.
  • სისხლდენისკენ მიდრეკილების დროს (გახანგრძლივებული სისხლდენა, ხშირი სისხლდენა, სისხლდენა ცხვირიდან და ღრძილებიდან, სპონტანური ექკიმოზები)
  • ვენური თრომბოზი.
  • რეკომენდებულია Sars-cov2-ით ინფიცირებისას, თრომბოზის პრევენციის მონიტორინგის მიზნით.

აღნიშნული ტესტები მიზანშეწონილია ჩავიტაროთ:

  • ყოველწლიური პროფილაქტიკური გამოკვლევების მიზნით. პროფილაქტიკის მიზნით კოაგულოგრამის ანალიზის ჩატარების სიხშირე პაციენტის ასაკზეა დამოკიდებული: ახალგაზრდებისთვის ის რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ, ხანდაზმულებისთვის – 6 თვეში ერთხელ.
  • აგრეთვე, SARS-CoV-2-ით ინფიცირებისას, თრომბოზის პრევენციის მიზნით.

კვლევა ინიშნება ექიმის მიერ.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

პროთრომბინის დრო ძირითადად იზომება წამებში, მაგრამ შეიძლება გამოიხატოს სხვა გზებითაც:

  • გაზომილი წამებში: ნორმა ჯანმრთელ პაციენტებში – 10-14 წამი
  • გაზომილი პროცენტებში: ნორმალური პროთრომბინის აქტივობა – > 70%.
  • გაზომილი INR-ით: ნორმა ჯანმრთელ პაციენტებში – INR 0.8 – 1.2.
  • თერაპიული ინტერვალი პაციენტებში, რომლებიც იღებენ ორალურ ანტიკოაგულანტულ თერაპიას: INR 2,0 – 3,0 შორის.

PT

პროთრომბინის დროის გახანგრძლივება ნიშნავს სისხლის შედედების შეფერხებას და ვლინდება შემდეგ შემთხვევებში:

  • ანტიკოაგულანტური თერაპია.
  • ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
  • სისხლის შედედების ცილების არასაკმარისი რაოდენობა.
  • K ვიტამინის დეფიციტი.
  • სხვა კოაგულაციური ფაქტორების დეფიციტი (ფ. II, V, VII ან X).
  • DIC სინდრომი.
  • სისხლის შედედების ინჰიბიტორების არსებობა.

შემცირებული პროთრომბინის დრო ნიშნავს დაჩქარებულ სისხლის შედედებას და არ აქვს მნიშვნელოვანი კლინიკური მნიშვნელობა. ვლინდება შემდეგ შემთხვევებში:

  • K ვიტამინის შემცველი დანამატების მიღება.
  • K ვიტამინის შემცველი პროდუქტის (მწვანე ჩაი, ღვიძლი, ბროკოლი, სოიო) მიღება დიდი რაოდენობით.
  • ესტროგენის შემცველი პრეპარატები ან ჰორმონის შემცვლელი თერაპია.

INR

INR-ს ვაფასებთ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ორალური ანტიკოაგულანტებით და მისი განსაზღვრა ემსახურება დოზისა და დოზების ინტერვალის მონიტორინგს.

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button