
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾19.00 Original price was: ₾19.00.₾17.10Current price is: ₾17.10.
პროთრომბინი არის ღვიძლის მიერ სინთეზირებული ცილა და არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს სისხლის შედედებას. ნორმალური კოაგულაციისთვის საჭიროა რამდენიმე ტიპის ცილა, რომელთაც კოაგულაციის ფაქტორები ეწოდებათ. კოაგულაციის პროცესში მათ უნდა იმოქმედონ სწორად და საკმარისი რაოდენობით.
აღნიშნული ტესტები მიზანშეწონილია ჩავიტაროთ:
კვლევა ინიშნება ექიმის მიერ.
პროთრომბინის დრო ძირითადად იზომება წამებში, მაგრამ შეიძლება გამოიხატოს სხვა გზებითაც:
პროთრომბინის დროის გახანგრძლივება ნიშნავს სისხლის შედედების შეფერხებას და ვლინდება შემდეგ შემთხვევებში:
შემცირებული პროთრომბინის დრო ნიშნავს დაჩქარებულ სისხლის შედედებას და არ აქვს მნიშვნელოვანი კლინიკური მნიშვნელობა. ვლინდება შემდეგ შემთხვევებში:
INR-ს ვაფასებთ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ორალური ანტიკოაგულანტებით და მისი განსაზღვრა ემსახურება დოზისა და დოზების ინტერვალის მონიტორინგს.
კოაგულაციის სისტემის მდგომარეობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ის წარმოდგენას გვიქმნის კოაგულაციის გარეთა გზაში (external coagulation pathway) ჩართული ფაქტორების ( VII, X, V, I, II ) აქტივობაზე. VII, X, V, I, II ფაქტორები ღვიძლში სინთეზირდება და პროცესი საჭიროებს K ვიტამინის არსებობას.
ანალიზისას ისაზღვრება დრო (წამებში), რომლის განმავლობაშიც ანალიზისთვის აღებულ სისხლის პლაზმაში არააქტიური პროთრომბინისგან წარმოიქმნება თრომბის წარმომქმნელი ცილა – თრომბინი.
მას შეუძლია გამოავლინოს როგორც ჰიპერკოაგულაცია, ასევე ჰიპოკოაგულაცია.
პროთრომბინის დრო იზომება წამებში, მაგრამ შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა გზით: წამი (წმ.), პროთრომბინის ინდექსი პროცენტებში (%) და INR (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა).
ანალიზისას ისაზღვრება პროთრომბინის აქტივობა %-ში.
გამოკვლევისას ისაზღვრება პროთრომბინული ინდექსისა (PI) და პროთრომბინის დროის (PT) ურთიერთშეფარდება.
შედარებითია სხვადასხვა ლაბორატორიებს შორის და მისი მნიშვნელობის მიხედვით ექიმს შეუძლია განსაზღვროს გამოწერილი ანტიკოაგულანტების დოზა და მათი მიღების ინტერვალი.
INR სასარგებლოა მხოლოდ ანტიკოაგულანტური თერაპიისსას და არ გამოიყენება სხვა მიზეზების გამო გახანგრძლივებული პროთრომბინის დროის მქონე პაციენტების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.
ანალიზისთვის სისხლის აღება აუცილებელია უზმოდ, ბოლო 12 საათის განმავლობაში მედიკამენტების მიღების გარეშე. პაციენტმა უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია, ღებულობს თუ არა მედიკამენტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის შედედებაზე.
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |