ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾145.00
11-დეოქსიკორტიზოლი კორტიზოლის წინამორბედია. მისი დონე მნიშვნელოვნად მატულობს ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი მატებისას, (მაგ კუშინგის სინდრომის, კორტიკოტროპინ მასინთეზებელი სიმსივნეების დროს და სხვა) ან 11-ბეტა-ჰიდროქსილაზის დეფიციტის დროს.
11-ბეტა-ჰიდროქსილაზას ფარმაკოლოგიური ბლოკადა მეტირაპონით და ამ ფონზე 11-დეოქსიკორტიზოლის განსაზღვრა შრატში ან 17-კეტოსტეროიდების განსაზღვრა შარდში – გამოიყენება ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-თირკმელზედა კავშირების დასადგენად, კუშინგის სინდრომის დიფერენცირებული დიაგნოსტირებისათვის და სხვა.
რეფერალური ნორმები
0-18 წლამდე: <344 ნგ/დლ
>18 ზემოთ : 10-79 ნგ/დლ
თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილ ჰიპერპლაზიაზე ეჭვის დროს შრატის 11-დეოქსიკორტიზოლის მატება მიუთითებს 11-ბეტა-ჰიდროქსილაზას (ფერმენტის) შესაძლო დეფიციტზე. თუმცა, ზოგ პაციენტებში შრატის 11-დეოქსიკორტიზოლის მატება შესაძლოა არც გამოვლინდეს. მთელ რიგ შემთხვევებში შრატის 11-დეოქსიკორტიზოლის კონცენტრაციის მომატება აღინიშნება მხოლოდ ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონით სტიმულაციის საპასუხოდ.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
გაფრთხილება: ეთილის სპირტი, ესტროგენები, ბარბიტურატები, ვალპროის მჟავა, ფენიტოინ, ეგზოგენური გლუკოკორტიკოიდები იწვევს მეტირაპინის სინჯზე პასუხის ცვლილებას.
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები