Leptin /ლეპტინი

დამატებითი ინფორმაცია

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

14

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

EU

245.00

ზოგადი ინფორმაცია:

ლეპტინი – ძირითადი მედიატორია ცხიმოვან ქსოვილსა და ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ სისტემას შორის,

წარმოადგენს ცილას , რომელიც კოდირებულია ცხიმოვანი უჯრედების გენომის მიერ , რაც განაპირობებს სიმსუქნისკენ მიდრეკილებას.

ლეპტინის გენეტიკური დეფიციტი (რომლის სინთეზი დაკავშირებულია Ob გენთან – სიმსუქნის გენომთან) იწვევს პათოლოგიურ სიმსუქნეს, რომლის მკურნალობა შესაძლებელია ეგზოგენური ჰორმონით.

ლეპტინი მონაწილეობს სხეულის წონის რეგულირების პროცესებში და იზრდება მასის მომატების დროს. სხეულის წონის 10%-ით შემცირება იწვევს ლეპტინის კონცენტრაციის 53%-ით შემცირებას. ამის საპირისპიროდ, 10%-ით წონის მომატება, სისხლის შრატში ლეპტინის დონეს 300% -ით ზრდის. ასეთ პაციენტებში ლეპტინის გაზრდილი დონე აიხსნება „ლეპტინის მიმართ რეზისტენტობით“, რაც ასოცირდება ჰორმონის სატრანსპორტო ცილების მიერ გადატანის ან ხსნადი ლეპტინის რეცეპტორების ფუნქციის დარღვევასთან.

შედეგად ლეპტინის ჭარბ რაოდენობას მივყავართ ინსულინის სეკრეციის ინჰიბირებამდე, ჩონჩხის კუნთების და ცხიმოვანი ქსოვილის ინსულინის მიმართ რეზისტენტობის განვითარებამდე , ღვიძლის უჯრედებზე ინსულინის მოქმედების შემცირებამდე, რაც იწვევს გლიკემიის კიდევ უფრო მეტ ზრდას.

ლეპტინის დონე უკავშირდება ენდოკრინულ სტატუსს. მისი კონცენტრაცია უფრო მაღალია ქალებში. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ცხიმოვანი ქსოვილის განსხვავებული განაწილებით ქალებსა და მამაკაცებში, რომლებსაც აქვთ კანქვეშა ცხიმის უფრო განვითარებული ფენა, და მასზე დამოკიდებულია ლეპტინის სინთეზის განსხვავებული მაჩვენებელი.

ლეპტინის მაღალი დონით აიხსნება, თუ რატომ ვითარდება სისხლძარღვების თრომბოზი -ინსულტის, ან გულის შეტევის დროს , ჭარბ წონიან ადამიანებში უფრო ხშირად, ვიდრე ნორმალური წონის მქონე ადამიანებში. ნაჩვენებია, რომ თრომბი ვითარდება ლეპტინსა და თრომბოციტების რეცეპტორებს შორის სპეციალური ურთიერთქმედების შედეგად. ზოგადად, ლეპტინის დონე სისხლში ასოცირდება ინსულინსა და პროინსულინის დონის მაჩვენებლებთან.

ლეპტინის დონე ასახავს არა მხოლოდ დაგროვილი ცხიმის რაოდენობას, არამედ ენერგეტიკული მეტაბოლიზმის ცვლილებებს: შიმშილის დროს იგი მცირდება, საკვების ჭარბი რაოდენობით მიღებისას, კი იზრდება. პრატიკულად , ეს არის არსებობის ცვალებად პირობებთან ორგანიზმის ადაპტაციის სიგნალი, , რომლის მთავარი ასპექტია მარხვის (შიმშილის) დროს ნახშირწყლებიდან ცხიმოვან მეტაბოლიზმზე გადასვლის შესაძლებლობა.

ჰიპერლეპტინემიასა და ინსულინის რეზისტენტობას შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. სიმსუქნის განვითარებაზე ლეპტინის მაინჰიბირებელი ეფექტის გათვალისწინებით, ითვლება, რომ ნორმაში ლეპტინის წარმოება იზრდება ინსულინის კონცენტრაციის ზრდის საპასუხოდ, რაც ხელს უშლის ინსულინის შემდგომ წარმოებასა და განთავისუფლებას უარყოფითი უკუკავშირის პრინციპით. ლეპტინის დონე მჭიდროდ არის დაკავშირებული არა მხოლოდ (სხეულის მასისი ინდექსთან)BMI- სთან, არამედ არტერიული წნევის დონესთან, ათეროგენური ლიპოპროტეინების კონცენტრაციასთან და ინსულინრეზისტენტობის ინდექსთან.

შრატში ლეპტინის დონის დაქვეითება შეიძლება გამოწვეული იყოს სტრესით, ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშებით, ხანგრძლივი მჯდომარე ცხოვრების წესით. მეტაბოლიზმი იშლება, კილოგრამები სწრაფად გროვდება და ამ დროს ქალებში ხშირად აღინიშნება მენსტრუალური დარღვევები-აქედან შეიძლება განვითარდეს უშვილობა და ოსტეოპოროზი.

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლეპტინის დონე განსხვავდება რასის მიხედვით, ის უფრო დაბალია აფრიკელ-ამერიკელ ქალებში, რაც მათ განაპირობებს მათ წინასწარგანწყობას ჭარბი წონის მიმართ.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ?

ცხიმოვანი ქსოვილის სეკრეტორული აქტივობის მარკერი, ინსულინრეზისტენტობის დამატებითი მარკერი (HOMA ინდექსისთან ერთად):

  • ეჭვი ლეპტინის გენეტიკური დეფიციტზე (ადრეულ ასკაში განვითარებული სიმსუქნე);
  • წონის ზრდის ან შემცირების პრობლემების კვლევის კომპლექსში;
  • რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა შემცირებული კვების და ზედმეტი ფიზიკური დატვირთვის ფონზე;
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკ-ფაქტორების დადგენასთან დაკავშირებული კვლევების კომპლექსში;
  • ტიპი 2 დიაბეტის და სიმსუქნის დიფერენციალური დიაგნოზი;
  • მორეციდივე თრომბოზი

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

ანალიზისთვის საჭიროა ვენური სისხლი. ტესტის ჩატარება საჭიროა უზმოდ.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია:

პლაზმის ლეპტინის კონცენტრაცია მოდულირდება სხვადასხვა ფიზიოლოგიური (საკვების მიღების შეზღუდვა, სიცივის ზემოქმედება) და ჰორმონალური ფაქტორებით (ინსულინი, კატექოლამინები, გლუკოკორტიკოიდები, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები და ა.შ.).

შრატში ლეპტინის დონე სწრაფად მცირდება შიმშილის საპასუხოდ და ასახავს ენერგეტიკული ბალანსის ღრმა ცვლილებებს. ასევე, ლეპტინის დაბალი დონე იწვევს გადაჭარბებულ კვებას, აქვეითებს ფარისებრი ჯირკვლის და რეპროდუქციული ჰორმონების სეკრეციასა და იმუნიტეტს.

ლეპტინის დონე მომატებულია:

  • სიმსუქნე;
  • ტიპი 2 დიაბეტი;
  • გაძლიერებული კვება

ლეპტინის დონის დაქვეითებულია :

  • შიმშილი;
  • წონის დაკლება (სხეულის წონა);
  • ლეპტინის გენეტიკურ დეფიციტთან დაკავშირებული სიმსუქნე.

0/5 (0 Reviews)
English EN Georgian KA Russian RU
Scroll Up