
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾18.00 Original price was: ₾18.00.₾16.20Current price is: ₾16.20.
კრეატინინი არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება კუნთებში ენერგიის წარმოქმნის პროცესში (კრეატინის დაშლის შედეგად). ის მუდმივად ხვდება სისხლში და გამოიყოფა თირკმლების მიერ.
კრეატინინი ორგანიზმიდან თირკმლის მეშვეობით გამოიყოფა. თირკმლის ფუნქციის დარღვევა ამცირებს კრეატინინის გამოყოფას, რაც იწვევს შრატის კრეატინინის დონის მატებას. ამრიგად, კრეატინინის კონცენტრაცია კორელაციაშია გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის მაჩვენებელთან და შესაბამისად, მისი კონცენტრაციის განსაზღვრის მთავარი სარგებელი სწორედ თირკმლის უკმარისობის დიაგნოსტიკაა.
კრეატინინი იზრდება
კრეატინინი მცირდება
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
კრეატინინის უფრო მაღალი დონე გვხვდება მამაკაცებში და დიდი კუნთოვანი მასის მქონე ადამიანებში.
კრეატინინის ერთი და იგივე კონცენტრაცია ახალგაზრდებში და ხანდაზმულებში არ ნიშნავს გლომერულური ფილტრაციის ერთსა და იმავე სიჩქარეს (ხანდაზმულებში კრეატინინის კლირენსი (გამოყოფა) მცირდება, მაგრამ ასევე მცირდება კრეატინინის გამომუშავება)
შრატის კრეატინინი თირკმლების ფუნქციის უფრო სპეციფიკური და მგრძნობიარე მაჩვენებელია, ვიდრე შარდოვანა. თუმცა, თირკმლების ქრონიკული დაავადების დროს სასარგებლოა როგორც კრეატინინის, ასევე შრატის შარდოვანას განსაზღვრა (BUN (Blood Urea Nitrogen) – სისხლის შარდოვანას აზოტის პარამეტრთან ერთად), რადგან BUN/კრეატინინის თანაფარდობა (ნორმა – 10-20) უფრო მეტ ინფორმაციას გვაწვდის თირკმლის ფუნქციის შესახებ.
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |