
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾15.00 Original price was: ₾15.00.₾13.50Current price is: ₾13.50.
ბილირუბინი – ნაღვლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, წარმოიქმნება ძირითადად ერითროციტების ჰემოგლობინიდან. ბილირუბინის სხვა წყაროს წარმოადგენს – მიოგლობინი, ციტოქრომები და ჰემის შემცველი პიგმენტები. როდესაც ჰემოგლობინი იშლება, თავდაპირველად წარმოიქმნება თავისუფალი (არაპირდაპირი) ბილირუბინი. თავისუფალი ბილირუბინი ელენთიდან ღვიძლში ალბუმინთან ერთად გადადის. ღვიძლში ის უკავშირდება გლუკურონის მჟავას – ხდება მისი კონიუგაცია. შედეგად წარმოიქმნება კონიუგირებული (პირდაპირი) ბილირუბინი, რომელიც აქტიურად გამოიყოფა ნაღვლის სადინრებში. იმისდა მიხედვით, თუ რომელი ტიპის ბილირუბინის კონცენტრაცია იზრდება პლაზმაში, ჰიპერბილირუბინემია კლასიფიცირდება როგორც არაკონიუგირებული და კონიუგირებული.
პირდაპირი ბილირუბინის გაზრდილი კონცენტრაცია:
პირდაპირი (კონიუგირებული) ბილირუბინი – თავისუფალი ბილირუბინის გლუკურონის მჟავასთან კომბინაცია, შეადგენს მთლიანი ბილირუბინის 25%-ს. ეს არის ნაკლებად ტოქსიური, წყალში ხსნადი ფრაქცია, რომელიც წარმოიქმნება ღვიძლში. სისხლის შრატში პირდაპირი ბილირუბინის დონის მატება დაკავშირებულია ღვიძლისა და სანაღვლე გზებიდან კონიუგირებული პიგმენტის გამოყოფის დაქვეითებასთან და ვლინდება ქოლესტაზური ან ჰეპატოცელულური სიყვითლის სახით. პირდაპირი ბილირუბინის დონის პათოლოგიური ზრდა იწვევს ამ პიგმენტის გამოჩენას შარდში. ვინაიდან არაპირდაპირი ბილირუბინი არ გამოიყოფა შარდით, შარდში ბილირუბინის არსებობა ხაზს უსვამს შრატში კონიუგირებული ბილირუბინის დონის ზრდას.
ტესტისთვის სასურველია უზმოდ ყოფნა.
რეკომენდებულია ტესტამდე მინიმუმ 12 საათის განმავლობაში შეიზღუდოს ალკოჰოლის მიღება, მოწევა და მძიმე ფიზიკური აქტივობა.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |