სისხლის შარდოვანას აზოტი (BUN)

დამატებითი ინფორმაცია

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

1

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

Georgia

14.00

სისხლის შარდოვანას აზოტი არის აზოტი, რომელიც შედის ცილის მეტაბოლიზმის საბოლოო პროდუქტების, კერძოდ, შარდოვანას შემადგენლობაში. ის შეადგენს შრატის ნარჩენი აზოტის დაახლოებით ნახევარს.

უჯრედების მიერ გამოყენებული ცილების დაშლის შემდეგ, ღვიძლი გამოიმუშავებს ამიაკს – რომელიც შეიცავს აზოტს. ამიაკში შემავალი აზოტი უკავშირდება სხვა ელემენტებს, როგორიცაა ნახშირბადი, წყალბადი და ჟანგბადი, რათა წარმოქმნას შარდოვანა, რომელიც წარმოადგენს ქიმიურ ნარჩენ პროდუქტს. შარდოვანა ღვიძლიდან თირკმლებში გადადის სისხლის ნაკადით. ჯანმრთელი თირკმლები კი ფილტრავენ მას და ახდენენ მის ელიმინაციას სისხლიდან შარდის მეშვეობით, სხვა ნარჩენ პროდუქტებთან ერთად.

სისხლის შარდოვანას აზოტის (BUN) ტესტი გვაძლევს მნიშვნელოვან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად ფუნქციონირებს თირკმლები.

ეს მაჩვენებელი პირდაპირ დამოკიდებულია სისხლში შარდოვანას კონცენტრაციაზე, მისი კონცენტრაცია არ სცილდება ნორმალურ დიაპაზონს, სანამ გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის მაჩვენებელი არ დაეცემა 40 მლ/წთ-ზე ქვემოთ (ნორმალური მნიშვნელობის 50%-ზე ნაკლები).

როდის ჩავიტაროთ ტესტი სისხლის შარდოვანას აზოტზე (BUN)?

  • თირკმლის უკმარისობის დიაგნოზი;
  • შარდოვანა/კრეატინინის თანაფარდობის მიხედვით პრერენალური და პოსტრენალური აზოტემიის დიფერენცირება.
  • თირკმლის უკმარისობის ბოლო სტადიის მონიტორინგი;
  • ჰემოდიალიზის მონიტორინგი;
  • დაბალცილოვანი დიეტის ეფექტურობის მონიტორინგი თირკმლის ქრონიკული დაავადებებისას.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

BUN კონცენტრაცია იზრდება:

  1. პრერენალური მიზეზები:
  • დეჰიდრატაცია (შოკი, ძლიერი სისხლდენა, მძიმე დიარეა, უხვი ღებინება);
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია.
  1. თირკმლისმიერი მიზეზები:
  • მწვავე და ქრონიკული გლომერულონეფრიტი;
  • ქრონიკული პიელონეფრიტი;
  • ვერცხლისწყლის მარილებით, გლიკოლებით, დიქლორეთანით და სხვა ტოქსიური ნივთიერებებით მოწამვლის შედეგად გამოწვეული ნეფროსკლეროზი;
  • CRUSH სინდრომი (ცილების დაშლის გაზრდა);
  • დიაბეტური ნეფროპათია;
  • პოდაგრა;
  • ჰიდრონეფროზი, მძიმე პოლიკისტოზი, თირკმლის ტუბერკულოზი;
  • ამილოიდური ან ამილოიდ-ლიპოიდური ნეფროზი (დაავადების გვიან სტადიაზე).
  1. პოსტრენალური მიზეზები:
  • საშარდე გზების ობსტრუქცია

BUN კონცენტრაცია მცირდება:

  • დაბალნახშირწყლოვანი დიეტა;
  • ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ღვიძლისმიერი კომა, ღვიძლის ციროზი, ჰეპატიტი და ა.შ.);
  • მოწამვლა ფოსფორით, დარიშხანით;
  • მალაბსორბციის სინდრომი, არასწორი კვება;
  • ჰიპერჰიდრატაცია;
  • აკრომეგალია (პროტეინის გაზრდილი გამოყენება სინთეზისთვის);
  • ანაბოლური ჰორმონების მიღება;
  • ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დარღვევის სინდრომი;
  • მემკვიდრეობითი ჰიპერამონემია;
  • ბავშვთა ასაკი;
  • ორსულობა (მე-3-4 ტრიმესტრი ფიზიოლოგიური ჰიპერვოლემიის განვითარებით)

რესურსები

https://spravochnik.synevo.ua/ru/klinicheskaia-himia/azot-mochevini.html

https://www.mayoclinic.org/tests-procedures/blood-urea-nitrogen/about/pac-20384821

0/5 (0 Reviews)
English EN Georgian KA Russian RU
Call Now Button