ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

პროლაქტინი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:prolactin
SKU: 1011

Original price was: ₾40.00.Current price is: ₾36.00.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

პროლაქტინი (PRL) ჰორმონია, რომელსაც ადამიანის ჰიპოფიზის, წინა ნაწილის – ადენოჰიპოფიზის  ლაქტოტროპული უჯრედები გამოიმუშავებს. მისი გამოყოფა ჰიპოთალამუსის მიერ რეგულირდება. დოფამინი ითვლება პროლაქტინის ძირითად მაინჰიბირებელ ფაქტორად და ამ გზით არეგულირებს პროლაქტინის სეკრეციას.

პროლაქტინის სეკრეცია ხდება ჰიპოფიზის წინა წილის მიერ და გამოიყოფა ეპიზოდურად. პროლაქტინი შრატში გვხვდება სამი განსხვავებული ფორმით; მათ შორის ჭარბობს მონომერული ფორმა (80%), რომელიც ბიოლოგიურად და იმუნოლოგიურად აქტიურია, 5-20%-ს შეადგენს დიმერული ფორმა (“დიდი” პროლაქტინი), რომელიც ბიოლოგიურად არააქტიურია, ხოლო 0,5-5%-ს – ტეტრამერული ფორმა (“დიდი-დიდი” პროლაქტინი), რომელსაც აქვს დაბალი ბიოლოგიური აქტივობა.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

ქალებში: აუხსნელი თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევები, ძუძუდან რძის გამოყოფა მშობიარობისა და ძუძუთი კვების პერიოდის გარეშე, ტკივილი ან დისკომფორტი სექსუალური აქტის დროს, თმის ზრდა სხეულის უჩვეულო ადგილებსა და სახეზე, აკნე, უშვილობა, არარეგულარული მენსტრუალური ციკლი.

მამაკაცებში: აუხსნელი თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევები, ლიბიდოს დაქვეითება, უშვილობა, ერექციული დისფუნქცია, სხეულის და სახის თმის არანორმალური ნაკლებობა, ძუძუდან რძის გამოჟონვა.

გოგონებში: მენსტრუალური ციკლის პრობლემები, ძუძუდან რძის დენა.

ვაჟებში: დაგვიანებული სქესობრივი მომწიფება, სასქესო ორგანოების განუვითარებლობა.

ორივე სქესის შემთხვევაში, ტესტი კეთდება ჰიპოფიზთან და ჰიპოთალამუსთან დაკავშირებული პრობლემების გამორიცხვის მიზნით.

პაციენტებში, რომლეთაც უკვე დაუდგინდათ ჰიპოფიზის ადენომა, პროლაქტინის ტესტირება ხდება მკურნალობაზე სიმსივნის პასუხის მონიტორინგისთვის.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

პროლაქტინის დონის მომატების მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ორსულობა;
  • გარკვეული პრეპარატების მიღება;
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება;
  • ჰიპოფიზის ადენომა – ზოგადად, პროლაქტინის კონცენტრაცია ასახავს სიმსივნის ზომას. უმეტეს პაციენტებში მკურნალობის დაწყების შემდეგ, პროლაქტინის დონე მნიშვნელოვნად მცირდება და აღწევს ნორმალურ მნიშვნელობებს შემთხვევების 60-80% -ში.

პროლაქტინის შემცირებული დონე:

ეს ძალზე იშვიათი მდგომარეობაა და გვხვდება ჰიპოფიზის დაქვეითებული ფუნქციის მქონე ადამიანებში. შეიძლება გამოიწვიოს რძის არასაკმარისი წარმოქმნა მშობიარობის შემდეგ. პროლაქტინის დაბალი კონცენტრაცია უმეტესად უსიმპტომოდ ვლინდება, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტები, პროლაქტინის დაბალი კონცენტრაციით,  შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ ინფექციების მიმართ.

პროდუქტის აღწერა

პროლაქტინის სამიზნე ორგანო არის სარძევე ჯირკვალი, სადაც იგი ავლენს ლაქტოგენურ და გალაქტოპოეზურ ეფექტებს. ორსულობის დროს, პროლაქტინის დონე იზრდება ესტროგენებისა და პროგესტერონის მაღალი დონის ზემოქმედების შედეგად. სარძევე ჯირკვლის მასტიმულირებელი მოქმედება უზრუნველყოფს მშობიარობის შემდგომ ლაქტაციას.

პროლაქტინის მაღალი კონცენტრაცია ხელს უშლის საკვერცხის სტეროიდოგენეზს, აგრეთვე ჰიპოფიზის გონადოტროპების სეკრეციას, შესაბამისად ჰიპერპროლაქტინემია უშვილობის (უნაყოფობის) ერთერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია (ქალებსა და მამაკაცებში).

TRH და მეტოკლოპრამიდის სტიმულაციის ტესტები გამოიყენება ლატენტური ჰიპერპროლაქტინემიის დასადგენად.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

იმის გამო, რომ პროლაქტინის კონცენტრაცია იცვლება დღის სხვადასხვა დროს, რეკომენდებულია ტესტის ჩატარება დილით გაღვიძებიდან 2 საათის განმავლობაში.

სისხლი არ უნდა იქნას აღებული გინეკოლოგიური გამოკვლევის, ფიზიკური დატვირთვის, სტრესული სიტუაციების ან ძუძუს სტიმულაციის შემდეგ. რეკომენდებულია ტესტის ჩაბარებამდე ერთი დღით ადრე, სქესობრივი კავშირისა და ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.

ჩასახვის საწინააღმდეგო აბებმა, ანტიჰიპერტენზიულმა მედიკამენტებმა და ანტიდეპრესანტებმა შეიძლება გავლენა იქონიოს შედეგებზე და მათი მიღება უნდა შეწყდეს ექიმის დანიშნულებით.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button