Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

თავისუფალი ტრიიოდთირონინი (FT3)

ცნობილი როგორც:თავისუფალი ტრიიოდთირონინი
SKU: 1007

28.80

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

დამატებითი ინფორმაცია

ტრიიოდთირონინი (T3) არის თიროიდული ჰორმონი, რომლის უმეტესი ნაწილი ცირკულირებს ცილებთან – თიროქსინის შემბოჭველ გლობულინთან და ალბუმინთან – შეკავშირებულ მდგომარეობაში.

მოცირკულირე ტრიიოდოთირონინის (T3) დაახლოებით 80% წარმოიქმნება თიროქსინის (T4) პერიფერიული ტრანსფორმაციის შედეგად, დანარჩენი 20% კი წარმოიქმნება თავად ფარისებრი ჯირკვლის მიერ.

სისხლში ტრიიოდთირონინის ტოტალური ოდენობის მხოლოდ 0,3%-ს წარმოადგენს თავისუფალი ტრიიოდთირონინი (FT3), რომელიც უზრუნველყოფს მეტაბოლური აქტივობის მთელ სპექტრს. FT3 თითქმის 5-ჯერ უფრო აქტიურია ვიდრე FT4. იგი ზრდის სითბოს გამომუშავებას და ჟანგბადის მოხმარებას სხეულის ყველა ქსოვილში, ტვინის ქსოვილის, ელენთისა და სათესლე ჯირკვლების გარდა; ასტიმულირებს A ვიტამინის სინთეზს ღვიძლში; ამცირებს ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციას სისხლში; აჩქარებს ცილების ცვლას; ზრდის შარდში კალციუმის გამოყოფას; ააქტიურებს ძვლის მეტაბოლიზმს, მაგრამ უფრო მეტად – ძვლის რეზორბციას; მას აქვს დადებითი ქრონო- და ინოტროპული მოქმედება გულზე; ასტიმულირებს რეტიკულურ ფორმაციას და ქერქულ პროცესებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. T3 კონცენტრაცია დამოკიდებულია TSH-ის (თირეოტროპული ჰორმონი) კონცენტრაციაზე, ამიტომ მისი განსაზღვრა ინფორმატიულია ფარისებრი ჯირკვლის სტატუსის შესაფასებლად, როდესაც TSH-ის დონე იცვლება.

თირეოტოქსიკოზის დროს, როგორც წესი, იზრდება T4-ისა და T3-ის (საერთო და თავისუფალი) კონცენტრაცია სისხლში, მაგრამ T3-ტოქსიკოზის მქონე პაციენტთა მცირე რაოდენობაში იზრდება მხოლოდ T3-ის დონე. ეს, როგორც წესი, დაკავშირებულია იოდის დეფიციტთან, როდესაც შესაძლებელია TSH-ის დონის დათრგუნვა T3-ის იზოლირებული ჰიპერპროდუქციით, T4-ის უცვლელი კონცენტრაციისას.

შრატში T3-ისა და FT3-ის კონცენტრაციები არსებითად დამოკიდებულია T4 → T3 პერიფერიული კონვერტაციის სიჩქარეზე. კონვერტაციის სიჩქარე შეიძლება შემცირდეს:

  • არა-ფარისებრი ჯირკვლის მიზეზებით გამოწვეული სერიოზული სისტემური დაავადებების შემთხვევაში (პროგრესული ნეოპლაზია, ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზი, თირკმლების ბოლო სტადიის უკმარისობა, სეფსისი, ნერვული ანორექსია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს “T3 დეპრესიის სინდრომი”, რომელიც ხასიათდება T3 / FT3 დაქვეითებით.
  • გარკვეული პრეპარატების დანიშვნის შემდეგ: კორტიკოსტეროიდები, პროპრანოლოლი და ამიოდარონი;
  • ხანდაზმულობაში: T3 / FT3 კონცენტრაცია 10-50% -ით დაბალია, ვიდრე ახალგაზრდებში (ამ მიზეზით, ჰიპერთირეოზის მსუბუქი ფორმის იგნორირება შესაძლებელია ამ ასაკობრივ ჯგუფში).

როდის ჩავიტაროთ ტესტი თავისუფალ ტრიიოდთირონინზე?

  • ტრიიოდთირონინის იზოლირებული სეკრეციის გამოვლენა (T3 ჰიპერთირეოზი), რაც შეიძლება აღინიშნოს ჰიპერთირეოზის შემთხვევათა დაახლოებით 10%-ში;
  • სუბკლინიკური ჰიპერთირეოზის მქონე პაციენტების იდენტიფიცირება, რომლებსაც აღენიშნებათ TSH-ის დათრგუნვა და FT4-ისა და FT3-ის ნორმალური კონცენტრაციები; ამ პირებში აღინიშნება აშკარა კლინიკური ჰიპერთირეოზის განვითარების მაღალი რისკი;
  • გრეივსის დაავადების პროგნოზი;
  • ჰიპერთირეოზის მქონე პაციენტებში რეციდივის გამოვლენა (FT3-ის დონის გაზრდა შეიძლება ადრეული ნიშანი იყოს ამ შემთხვევაში);
  • პირველადი ჰიპოთირეოზის სიმძიმის შეფასება;
  • ლევოთიროქსინით მკურნალობის მონიტორინგი (დოზის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად).

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

FT3-ის კონცენტრაცია იზრდება:

  • თირეოტროპინომა;
  • დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი;
  • იზოლირებული T3-ტოქსიკოზი;
  • თირეოიდიტი;
  • თირეოტოქსიური ადენომა;
  • T4-რეზისტენტული ჰიპოთირეოზი;
  • ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების რეზისტენტობის სინდრომი;
  • TSH დამოუკიდებელი თირეოტოქსიკოზი;
  • ფარისებრი ჯირკვლის მშობიარობის შემდგომი დისფუნქცია;
  • ქორიონული კარცინომა;
  • თიროქსინის შემბოჭველი გლობულინის დონის დაქვეითება;
  • მიელომა IgG-ის მაღალი დონით;
  • ნეფროზული სინდრომი;
  • ჰემოდიალიზი;
  • ღვიძლის ქრონიკული დაავადება.

FT3-ის კონცენტრაცია მცირდება:

  • თირკმელზედა ჯირკვლის არაკომპენსირებული, პირველადი უკმარისობა;
  • არა-ფარისებრი ჯირკვლის მძიმე პათოლოგია, მათ შორის სომატური და ფსიქიკური დაავადებები; აღდგენის პერიოდი სერიოზული ავადმყოფობის შემდეგ;
  • პირველადი, მეორეული, მესამეული ჰიპოთირეოზი;
  • დაბალცილოვანი და დაბალკალორიული დიეტა;
  • მძიმე ფიზიკური დატვირთვა ქალებში;
  • წონის კლება.

რესურსები

https://spravochnik.synevo.ua/ru/thyrioidnaia/triiodthyronine-svobodniy.html
https://www.synevo.ro/shop/ft3-triiodotironina-libera/

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button