შარდის ანალიზი

შარდის ანალიზები (შარდის საერთო ანალიზი, შარდის მიკროსკოპია ან ორივე ერთად) გამოიყენება შარდის ვიზუალური, ქიმიური და მიკროსკოპული ასპექტების შესასწავლად. შარდის ანალიზი ხშირად კეთდება საშარდე გზების ინფექციების, თირკმლების პრობლემების დიაგნოსტიკის ან დიაბეტის მონიტორინგისთვის. შარდის ანალიზი შეიძლება ჩატარდეს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასების მიზნით, ჰოსპიტალიზაციისას, ოპერაციამდე ან ორსულობის დროს. ტესტები გამოიყენება თირკმლების მრავალი სახის დაავადების სკრინინგისა და შეფასების მიზნით, ღვიძლის დაავადებების დიაგნოსტირებისათვის, დაავადების პროგრესირების დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის (მაგ. შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია).

Showing all 3 results