თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი

ტესტები თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგისთვის – მათი მეშვეობით განისაზღვრება თქვენს სისხლში (ან შარდში) გარკვეული მედიკამენტების რაოდენობა. კვლევის მიზანია – დარწმუნდეთ, რომ წამლის რაოდენობა, რომელსაც იღებთ, არის უსაფრთხო და ეფექტური. მედიკამენტების უმეტესობის დოზირება შესაძლებელია სპეციალური გამოკვლევის გარეშე, თუმცა გარკვეული ტიპის მედიკამენტებისთვის შეიძლება რთული იყოს იმ დოზის განსაზღვრა, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი მდგომარეობის სამკურნალოდ მედიკამენტის საკმარის დონეს თქვენს ორანიზმში, საშიში გვერდითი ეფექტების გამოწვევის გარეშე.

Showing 1–16 of 41 results