
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾71.00 Original price was: ₾71.00.₾63.90Current price is: ₾63.90.
ვალპროის მჟავის (Depakine® და სხვა ვალპროატის პრეპარატები) კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში გამოიყენება იმის შესაფასებლად, არის თუ არა პრეპარატის დონე თერაპიულ დიაპაზონში. კვლევა ხელს უწყობს მკურნალობის ეფექტურობის შეფასებას, დოზის ინდივიდუალურად შერჩევას და ტოქსიკური ეფექტების თავიდან აცილებას.
მკურნალობის პერიოდში შესაძლოა თავი იჩინოს ისეთმა გვერდითმა ეფექტებმა, როგორიცაა: ღვიძლის ფუნქციური დარღვევები, რეიეს სინდრომი (ტვინისა და ღვიძლის ქსოვილის დაზიანებით მიმდინარე იშვიათი დაავადება) და სხვა.
ძირითადი გვერდითი ეფექტები ვლინდება შრატში მედიკამენტის მაღალი კონცენტრაციის მიღწევისას, რომლის დროსაც ვითარდება: ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციების დათრგუნვა, ღვიძლის უკმარისობა და თრომბოციტოპენია
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
შედეგების ინტერპრეტაცია ყოველთვის უნდა მოხდეს პაციენტის კლინიკურ მდგომარეობასთან, მიღებულ დოზასთან და სხვა ლაბორატორიულ მაჩვენებლებთან ერთად, რადგან თერაპიული და ტოქსიკური კონცენტრაციების გადაფარვა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია.
სასურველია ნიმუშის აღება პრეპარატის შემდეგი დოზის მიღებამდე თუ მკურნალი ექიმი სხვაგვარად არ მიუთითებს
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
