კარდიალური მარკერები

გულის სპეციფიური ბიოლოგიური მარკერების (კარდიალური მარკერების) ტესტები გამოიყენება გულის დაზიანებისა და სხვა პრობლემების სკრინინგისთვის, გულის დაავადებების დიაგნოსტიკისთვის, რომლებიც იწვევენ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ტკივილი გულმკერდის არეში, სტენოკარდია და ქოშინი და მკურნალობისა და პოსტოპერაციული მდგომარეობის მონიტორინგისათვის. გულის ბიომარკერების გამოკვლევა გვეხმარება გავიგოთ, არის თუ არა სიმპტომები გამოწვეული გულის შეტევით (მიოკარდიუმის ინფარქტი), სტენოკარდიით, გულის უკმარისობით თუ სხვა პრობლემებით. გულის ფერმენტების მატებამ შეიძლება ასევე მიუთითოს მწვავე კორონარულ სინდრომზე ან მიოკარდიუმის იშემიაზე.

Showing all 4 results