Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ყბაყურა | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ყბაყურა პარამიქსოვირუსით გამოწვეული ვირუსული დაავადებაა. ვირუსის გავრცელება ხდება დაავადებულის ნერწყვის წვეთებით – ხველების და ცემინების დროს, ასევე დაინფიცირებულ ზედაპირებთან კონტაქტით. ვირუსი გადაეცემა დაინფიცირებულთან პირდაპირი კონტაქტით – კოცნით ან პირადი ნივთების გამოყენებით.

ვირუსი აზიანებს ყბაყურა (პაროტიდულ) სანერწყვე ჯირკვლებს. არავაქცინირებული ადამიანების დასნებოვნების რისკი მაღალია. ვაქცინირებულ პირებში დაავადება შედარებით ზომიერი მიმდინარეობით და ნაკლები გართულებებით ხასიათდება.

სიმპტომები

დაავადების ინკუბაციური პერიოდი დაახლოებით 2-3 კვირას, მოიცავს, რის შემდეგაც ვითარდება კლინიკური სურათი, რომლის დასაწყისი სიმპტომებიც ხშირად ვირუსული ინფექციის მსგავსია:

  • ცხელება
  • თავის ტკივილი
  • კუნთების ტკივილი
  • უმადობა
  • საერთო სისუსტე

სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება როგორც წესი რამდენიმე დღის შემდეგ ვლინდება:

  • ცალმხრივად ან ორივე მხარეს
  • ჯირკვლის მიდამო შეხებით მტკივნეულია
  • ანთებითი პროცესი იშვიათად ენისქვეშა ჯირკვალსაც აზიანებს

როდის მივმართოთ ექიმს?

დაავადების გამომწვევი ძალიან ადვილად ვრცელდება, ამიტომ პირველივე სიმპტომების განვითარებისას მიმართეთ ექიმს.

  • ტემპერატურის მატება 39°C და მეტი
  • საკვების მირების აღკვეთა
  • დეზორიენტაცია ან გაბრუება
  • მუცლის ტკივილი
  • სათესლე ჯირკვლების ტკივილი და შეშუპება

გართულებები

ყბაყურის გართულებების ალბათობა მეტია არავაქცინირებულ პირებში. ამ დროს აღინიშნება:

  • ორქიტი – სათესლე ჯირკვლების შეშუპება და ანთება, რომელსაც ახლავს ძლიერი ტკივილი. მოგვიანებით შესაძლოა სათესლე ჯირკვლები ზომაში შემცირდეს და უნაყოფობის მიზეზიც კი გახდეს.
  • ოოფორიტი – საკვერცხეების ანთება, იწვევს მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილს და დისკომფორტს. როგორც წესი საკვერცხეების სერიოზულ დაზიანებასთან და უშვილობასთან არ არის ასოცირებული.
  • ენცეფალიტი – თავის ტვინის ანთება, რაც იწვვევს ტვინის შეშუპებას, ცნობიერების დათრგუნვას, გულყრებს და სხვა სერიოზულ დაზიანებებს.
  • მენინგიტი – ტვინის გარსების ანტება – იწვევს ტვინის რბილი გარსის ანთებას, შეშუპებას, თავ-ზურგ-ტვინის სითხის მოძრაობის შეფერხებას, რაც კლინიკურად ვლინდება კისრის რიგიდობით, ღებინებით, ცხელებით. საჭიროებს დაუყოვნებელ მკურნალობას.
  • სმენის დაკარგვა – ძირითადად დაავადების პროცესში, ან ზოგჯერ მოგვიანებით ვიტარდება სმენის ცვლილებები.
  • პანკრეატიტი – კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება – ვითარდება დისკომფორტი და ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, გულისრევა-ღებინება, ცხელება.
  • ორსულობის შეწყვეტა – განსაკუთრებით მაღალია რისკი, ორსულობის პირველი 12 კვირის ვადაზე დაინფიცირებისას.

პრევენცია

პრევენცია შესაძლებელია მხოლოდ ვაქცინაციით.

დიაგნოსტიკა

ყბაყურის სეროლოგიური კვლევა საჭიროა იმუნური სტატუსის შესაფასებლად, როგორც ინფექციის გადატანის, ისე ვაქცინაციის შემდგომ პერიოდში. იმუნური სტატუსის შესაფასებლად მნიშვნელოვანია IgG ანტისხეულების რაოდენობრივი და თვისობრივი შესწავლა.

მწვავე პერიოდის ანტისხეულების განსაზღვრისთვის საკვლევი მასალის აღება ხდება დაავადების კლინიკური გამოვლინებიდან 7 დღის ფარგლებში.

გამოჯანმრთელების შემდეგ იმუნური სტატუსის სესაფასებლად საკვლევი მასალის აღება რეკომენდებულია მწვავე პერიოდის დასრულებიდან 7-10 დღეში.

შედეგების ინტერპრეტაცია

ყბაყურას მწვავე პერიოდის დაწყებიდან 3-7 დღის ფარგლებში, ვიტარდება როგორც IgM (მწვავე პერიოდის), ისე IgG (ქრონიკული, გამოჯანმრთელების შემდგომი) ანტისხეულები.

IgM და IgG ანტისხეულების ერთდროული კვლევა ტარდება დაავადების აქტიურ ფაზაში, ვაქცინაციის შემდეგ ან გამოჯანმრთელების სტადიაზე.

ანტისხეულების რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით განასხვავებენ დაავადების არარეაქტიულ, ზომიერ და ჰიპერრეაქტიულ ფორმებს.

როგორც IgM, ისე IgG ანტისხეულების არარეაქტიული და ზომიერი მაჩვენებლები ახასიათებს დაავადების საწყის, მწვავე სტადიას, რომელიც მომდევნო კვირებში რეაქტიულად იმატებს.

დაავადების გადატანიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ IgG-ს დაბალი ტიტრი, დაავადების არამწვავე მიმდინარეობით შეიძლება აიხსნას, ხოლო წლების შემდეგ IgM დაბალი მაჩვენებელი, განპირობებულია მისი რაოდენობის თანდათანობით შემცირებით.

IgG ანტისხეულების განსაზღვრა მნისვნელოვანია დაავადების გადატანის, ან ვაქცინაციის შემდგომი იმუნური სტატუსის შესაფასებლად. G კლასის ანტისხეულების დადებითი ტიტრი, დაავადებისადმი მყარ იმუნიზაციაზე მიუთითებს. G კლასის ანტისხეულების არარსებობისას სავარაუდოა რომ ან არ გადაუტანია დაავადება პაციენტს, ან ვაქცინაციის შემდეგ არასათანადო იმუნიზაციას აქვს ადგილი. ორაზროვანი მაჩვენებლებისას (IgG დაბალი და გაურკვეველი ტიტრი) საჭირო ხდება განმეორებითი კვლევა.

ყბაყურას ანტისხეულებს კვლევა რაოდენობითი ტესტია. IgG-ს გამოვლენილი რაოდენობის მიხედვით თვისობრივი მაჩვენებელიც განისაზღვრება (არარეაქტიული, ზომიერი ან ჰიპერრეაქტიული), იმუნური სტატუსის ზოგადი მდგომარეობის ინტერპრეტაციასთან ერთად.

 

რესურსები:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/mumps/symptoms-causes/syc-20375361

https://www.publichealthontario.ca/en/laboratory-services/test-information-index/mumps-serology#TestMethods

https://microbiology.testcatalog.org/show/MPPG

 

ყბაყურის ლაბორატორიული დიაგნოსტირების და იმუნური სტატუსის შესაფასებლად, ლაბორატორია „სინევო“ გთავაზობთ შემდეგ კვლევებს:

 

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

 

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button