ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლიპიდური ცვლის პროფილი გვიჩვენებს სხვადასხვა ტიპის ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს სისხლში.

საშუალებას გვაძლევს განისაზღვროს სისხლძარღვების ათეროსკლეროზული ცვლილებების რისკი

ლიპიდური ცვლის მაჩვენებლების განსაზღვრა ასევე მნიშვნელვანია წონის კორექციისა და ბავშვთა ასაკში ჰორმონალური ცვლის დარღვევებისას.

ლიპიდური ცვლის პროფილში შედის (თითოეულ პარამეტრზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ კონკრეტულ პროდუქტს):

გახსოვდეთ, რომ მხოლოდ საერთო ქოლესტერინის დონის განსაზღვრა არ არის საკმარისი, საჭიროა სრული პროფილური კვლევა!

როდის ჩავიტაროთ ლიპიდური ცვლის პროფილი?

ყველა ასაკის ადამიანმა აუცილებელია ჩაიტაროს ლიპიდური ცვლის ანალიზი. მაღალი ქოლესტერინი არ გამოიხატება სიმპტომებით, თუმცა დაავადების განვითარების რისკი გამოჩნდება ანალიზში. რეგულარული კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც აქვს:

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება
  • შაქრიანი დიაბეტი
  • სიმსუქნე ან მეტაბოლური სინდრომი
  • მაღალ ქოლესტერინის ოჯახური ანამნეზი
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ოჯახური ისტორია
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ინდივიდუალური რისკ ფაქტორები: თამბაქოს მოხმარება, მაღალი არტერიული წნევა და სხვა.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

კვლევისთვის საჭიროა ვენური სისხლი.

ტესტისთვის აუცილებელია უზმოდ ყოფნა (ბოლო კვებიდან შუალედი უნდა იყოს 10-12 სთ).

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

ლიპიდური ცვლის პროფილი – 54 ლარი, ნაცვლად 109 ლარისა

Call Now Button