Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

თირკმელი ადამიანის ძირითადი გამომყოფი (ექსკრეტორული) ორგანოა, რომელიც  სისხლს ფილტრავს მეტაბოლიზმის შედეგად წარმოქმნილი პროდუქტებისგან და ათავისუფლებს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან. სისხლის ფილტრატია შარდი, რომელიც შარდსაწვეთით შარდის ბუშტში გროვდება დ შარდსადენით გარეთ გამოიყოფა.

თირკმლების უმნიშვნელოვანესი ფიზიოლოგიური როლი ჰომეოსტაზის რეგულაციაა: თირკმლები უზრუნველყოფენ უჯრედშორისი სითხეების, ლიმფის, სისხლის ოსმოსური წნევის შეფარდებით მუდმივობას, ელექტროლიტური და მჟავა-ტოტუვანი ბალანსის მუდმივობის შენარჩუნებას, ახდენენ აზოტოვანი ცვლის პროდუქტების ექსკრეციას, მონაწილეობენ ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდების მეტაბოლიზმის პროცესებში, ორგანიზმიდან ტოქსიური ნივთიერებების გამოყოფასა და სისტემური ჰემოდინამიკის რეგულაციაში.

შესაბამისად, სისხლში იმ ნივთირებების კონცეტრაციის შეფასება, რომელსაც გამოყოფს თირკმელი შარდთან ერთად იძლევა თირკმლის ფუნქციური მდგომარეობის შეფასების საშუალებას.

თირკმლის ფუნქციური პროფილი შედგება 7 ძირითადი პარამეტრისგან (თითოეულ პარამეტრზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ კონკრეტულ პროდუქტს):

კრეატინინი – ცილის ცვლის საბოლოო პროდუქტი, რომელიც ძირითადად წარმოიქმნება ღვიძლში, ცირკულირებს სისხლში და გამოიყოფა თირკმლების საშუალებით. მისი სიჭარბე თირკმლის მწვავე უკმარისობასა და თირკმლის ქრონიკულ დაავადებებს ახლავს თან.

შარდოვანა ცილების დაშლის საბოლოო პროდუქტია, რომელიც ღვიძლში ამიაკისგან წარმოიქმნება და შარდის კონცენტრირებაში მონაწილეობს. იმატებს გლომერულონეფრიტის, პიელონეფრიტის, ტუბერკულოზის, თირკმლის ქრონიკული დაავადებების დროს.

შარდმჟავა –   პურინული ფუძეების (შედიან ნუკლეოპროტეიდების შემადგენლობაში) ცვლის პროდუქტი, რომელიც გამოიყოფა თირკმლებით. უჯრედგარე სითხეში გვხვდება ნატრიუმის მარილების სახით.

კალციუმინატრიუმიფოსფორიკალიუმი – ორგანიზმის ელექტროლიტური ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში მონაძილე ძირითადი მიკროელემენტებია, რომელთა ცვლაშიც თირკმლები უნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.  სისხლში მათი კონცერტაციის კომპლექსური განსაზღვრა და შეფასება გვაძლევს ინფორმაციას თირკმლების ფუნქციურ მდგომაროებაზე.

როდის ჩავიტაროთ თირკმლის ფუნქციური სინჯები?

პროფილი ინიშნება  თირკმლების  ფუნქციონირების შესაფასებლად. ეს ანალიზი კეთდება მაშინ, როდესაც საეჭვოა  თირკმლის ფუნქციის მოშლა ან როდესაც პაციენტს უკვე აქვს დადგენილი თირკმლის დაავადება.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ. 

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტესტის შედეგებზე, ამიტომ ანალიზამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და ტესტისთვის მოსამზადებლად შესაბამისი ინსტრუქციების მიღება.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებით სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც, სიმპტომების გათვალისწინებით, სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

თირკმლის ფუნციების პროფილი – 55 ლარი, ნაცვლად 130 ლარისა

Call Now Button