Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

სიყვითლე | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

სიყვითლე მდგომარეობაა, როდესაც კანი, სკლერები და  ლორწოვანი გარსები  ყვითელ შეფერილობას იღებს, სისხლში ნაღვლის პიგმენტის – ბილირუბინის მაღალი კონცენტრაციის გამო. ბილირუბინი ჰემოგლობინის დაშლის პროდუქტია. ღვიძლის უჯრედებში არაპირდაპირი ბილირუბინი, რომელიც ალბუმინთანაა ბმაში, გარდაიქმნება პირდაპირ ბილირუბინად, ფერმენტ გლუკურონილ ტრანსფერაზას მოქმედებით. პირდაპირი (კონიუგირებული) ბილირუბინი წყალში ხსნადი სუბსტანციაა და გამოიყოფა ნაწლავში, ნაღველთან ერთად.

ბავშვებში და მოზრდილებში სიყვითლეს ხშირად სხვადასხვა მიზეზი აქვს.

 

სიყვითლის ტიპები

იმის მიხედვით, ბილირუბინის მეტაბოლიზმის რომელ სტადიაზე ვითარდება, სიყვითლის 3 ტიპს განარჩევენ:

  1. პრეჰეპატური სიყვითლე ვითარდება მაშინ, როდესაც ბილირუბინის წარმოქმნა აღემატება ღვიძლის მიერ მისი კონიუგირების უნარს. ამ დროს ადგილი აქვს არაკონიუგირებული (არაპირდაპირი) ბილირუბინის კონცენტრაციის მატებას სისხლში.
  2. ინტრაჰეპატური (ღვიძლშიდა) სიყვითლე – ასევე ჰეპატოცელულური სიყვითლის სახელითაა ცნობილი და მიზეზია ღვიძლის უჯრედების არასრულფასოვანი ფუნქციონირება. ამ დროს იმატებს სისხლში როგორც პირდაპირი (კონიუგირებული), ისე არაპირდაპირი (არაკონიუგირებული) ბილირუბინის კონცენტრაცია სისხლში.
  3. პოსტჰეპატური სიყვითლე ვითარდება ნაღვლის გამოყოფის მექანიკური დაბრკოლების დროს. მექანიკურ სიყვითლეს ადგილი აქვს ნაღვლკენჭოვანი დაავადების, ნაღვლის სადინარის ან დვრილის სხვადასხვა მიზეზით (კენჭი, სიმსივნე) ობსტრუქციის დროს. მექანიკური სიყვითლის დროს კონიუგირებული (პირდაპირი) ბილირუბინის კონცენტრაცია სისხლში განსაკუთრებით მაღალია.

 

სიყვითლის მიზეზები

სიყვითლის განვითარების მიზეზები, სხვადასხვა ტიპის დროს სხვადასხვაა:

პრეჰეპატური სიყვითლის მიზეზებია:

  • ჰემოლიზური ანემია
  • ერითროპოეზის (ერითროციტების წარმოქმნის) დარღვევა
  • ქსოვილებში სისხლძარღვების განვლადობის მომატების გამო განვითარებული სისხლის „ჟონვა“
  • ესტროგენები
  • ჟილბერის სინდრომი
  • 1 და 2 ტიპის კრიგლერ-ნაჯარის სინდრომი
  • ჰიპერთირეოზი
  • მალარია
  • ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია
  • თალასემია

 

ინტრაჰეპატური (ღვიძლშიდა) ანუ ჰეპატოცელულური სიყვითლის მიზეზებია:

  • თანდაყოლილი ენზიმოპათია
  • ღვიძლის ვირუსული ინფექციები
  • ღვიძლის კიბო
  • ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანება და ციროზი
  • ღვიძლის აუტოიმუნური დაავადება
  • მედიკამენტები
  • ნაღვლკენჭოვანი დაავადება
  • ღვიძლშიდა ქოლესტაზი

 

პოსტჰეპატური სიყვითლის მიზეზებია:

  • სანაღვლე გზების დახშობა კენჭებით
  • პანკრეასის სიმსივნე
  • ნაღვლის ბუშტის სიმსივნე
  • პანკრეატიტი
  • სანაღვლე გზების ატრეზია

 

სიმპტომები

სიყვითლე შესაძლოა ერთადერთი სიმპტომი იყოს, რომელიც მიგვანიშნებს ამა თუ იმ პათოლოგიის არსებობაზე. სიყვითლის ხარისხის მატება მდგომარეობის დამძიმების  პირდაპირპროპორციულია.

გარდა სიყვითლისა, ხშირად ვლინდება სიმპტომები, რომლებიც კავშირშია სიყვითლის გამომწვევ მიზეზებთან:

  • მუცლის ტკივილი
  • შემცივნება
  • მუქი შარდი
  • კანის ქავილი
  • წონის კლება
  • პათოლოგიური ძილიანობა
  • სისხლდენისა და სისხლჩაქცევებისადმი მიდრეკილება
  • სისხლიანი ღებინება

 

 

ბავშვები

ახალშობილებში სიყვითლე იწყება დაბადებიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში. ყვითელი შეფერილობა ვლინდება ჯერ სახეზე, შემდეგ გადაინაცვლებს გულმკერდზე, მკლავებზე და ფეხებზე.

თუ ახალშობილს  სიყვითლესთან ერთად სხვა სიმპტომებიც  აუცილებელია დროულად მიმართოთ ექიმს:

  • კანის ყვითელი შეფერილობის გამუქება
  • ძლიერი ჭირვეულობა
  • ძილიანობა
  • უძილობა
  • კვების აღკვეთა
  • შარდის გამოყოფის შემცირება
  • თვალების უნებლიე მოძრაობები

ბავშვებში სიყვითლის განვითარების მიზეზებია:

ფიზიოლოგიური:

ჰემოგლობინის დაშლის პროცესში ხდება ბილირუბინის დაგროვება. ახალშობისლის ღვიძლის ფერმენტული სისტემა ზოგჯერ უზრუნველყოფს ბილირუბინის კონიუგირებას და ვითარდება ჰიპერბილირუბინემია და სიყვითლე. თუ ბილირუბინის კონცენტრაცია სისხლში კრიტიკულ ზღვარს არ სცილდება და ახალშობილის კლინიკურ-ობიექტური მონაცემები ნორმაშია, სიყვითლეს მკურნალობა არ სჭირდება.

 

რეზუს კონფლიქტი

როდესაც დედის და ნაყოფის სისხლის ჯგუფი განსხვავდება, დედა – რეზუს უარყოფითია, ნაყოფი კი დადებითი. დედის იმუნური სისტემა გამოიმუშავებს ანტისხეულებს ნაყოფის სისხლის რეზუს ფაქტორის მიმართ, რომლებიც მიგრირებს ნაყოფის სისხლის მიმოქცევაში, იწვევს ჰემოლიზს (სისხლის უჯრედების დაშლას), ჰიპერბილირუბინემიას და სიყვითლეს.

გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი.

ფერმენტი გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზა მონაწილეობს სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) ფუნქციონირებაში, იცავს მათ ჟანგვითი პროცესებისგან. ფერმენტის დეფიციტის დროს ერითროციტებში მიმდინარეობს ოქსიდაციური პროცესები, რაც იწვევს უჯრედის დაშლას, ჰემოგლობინის გამოთავისუფლებას და მისი დეგრადაციის პროდუქტების, მათ შორის ბილირუბინის კონცენტრაციის ზრდას სისხლში. დაავადებას მემკვიდრული ხასიათი აქვს და უფრო ხშირად ვლინდება აფრიკული რასის და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების  მამრ ახალშობილებში.

სხვა პათოლოგიების

გავლენით სიყვითლე ბავშვებში   შესაძლოა გამოვლინდეს ნაადრევად ან მოგვიანებით:

  • შინაგანი სისხლდენა
  • სეფსისი
  • ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია
  • სანაღვლე გზების შევიწროება ან არარსებობა
  • სისხლის წითელი უჯრედების ანომალიები
  • ცისტური ფიბროზი და სხვა

 

ბავშვთა ასაკში სიყვითლის განვითარების რისკ-ფაქტორებია:

  • გესტაციის 37 კვირაზე ადრე დაბადებული ბავშვები – ღვიძლის ფერმენტული სისტემა ჩამოუყალიბებელია და ვერ ახდენს ბილირუბინის გარდაქმნას
  • სიყვითლის არსებობა ბიოლოგიურ და-ძმებში ზრდის ახალშობილში სიყვითლის განვითარების რისკს.

 

 მოზრდილები

მოზრდილებში სიყვითლის ყველაზე ხშირი მიზეზია მედიკამენტებზე რეაქცია ან დაავადებები, რომლებიც იწვევს ღვიძლის დაზიანებას.

სიყვითლის მიზეზები მოზრდილებში:

  • დიდი ზომის ჰემატომების რეაბსორბცია
  • ჰემოლიზური ანემია
  • მედიკამენტები: აცეტამინოფენი, პენიცილინები, ორალური კონტრაცეპტივები, ქლორპრომაზინი, ანაბოლური ჰორმონები.
  • ვირუსული ინფექციები: ჰეპატიტი A, ქრონიკული B და C ჰეპატიტები, ეპშტეინ-ბარის ვირუსი
  • აუტოიმუნური დაავადებები
  • ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანება
  • გენეტიკური მეტაბოლური დარღვევები
  • ნაღვლის ბუშტის კენჭები
  • ქოლეცისტიტი
  • ნაღვლის ბუშტის სიმსივნეები
  • პანკრეასის სიმსივნეები
  • ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დისტროფია.

რისკ-ფაქტორებიდან აღსანიშნავია დიაბეტი და სიმსუქნე. გენეტიკური პათოლოგიებიდან აღსანიშნავია ჟილბერის სინდრომი – როდესაც დარღვეულია ბილირუბინის გარდაქმნის უნარი, დაბინ-ჯონსის სინდრომი და სხვა.

ზრდასრულებში სიყვითლეს შესაძლოა ახლდეს სხვა გამოვლინებებიც:

  • შარდის გამუქება
  • ცხელება ან შემცივნება
  • თიხისმაგვარი ფეკალები
  • კანის ქავილი
  • წონის კლება
  • სისხლიანი ღებინება ან ფეკალები
  • შავი განავალი
  • მუცლის ძლიერი ტკივილი და მტკივნეულობა
  • უეცარი ძილიანობა, ან ფსიქო-მოტორული აღგზნება
  • კანზე ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი

 

დიაგნოსტიკა

სიყვითლის დიაგნოზი პაციენტის ანამნეზურ და ობიექტურ-ინსტრუმენტულ-ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით ისმება.

ბილირუბინის ტესტებით დგინდება ბილირუბინის სხვადასხვა ფორმის კონცენტრაცია სისხლში. სიყვითლის მიზეზის დასადგენად  აუცილებელია  ღვიძლის ფუნქციური სინჯების, ვირუსული ჰეპატიტების ტესტები და  საჭიროებისას ვიზუალიზაციური კვლევების (ულტრაბგერა, კტ, მრტ) ჩატარება. ასევე ტარდება კოაგულაციური ტესტები, რადგან ღვიძლის დაზიანებას ხშირად ახლავს კოაგულოპათიები.

 

დიაგნოსტიკა ახალშობილებში

დაბადებიდან 48 საათში ახალშობილებს უტარდებათ ბილირუბინის ტესტი რამდენიმეჯერ, 8-12 საათის შუალედით.

ასევე გამოიყენება სპექტრომეტრი, რომელიც კანის ყვითელი შეფერილობის ინტენსივობით განსაზღვრავს ბილირუბინის დონეს.

 

დიაგნოსტიკა მოზრდილებში

 

სისხლის ტესტები:

  • ბილირუბინის განსაზღვრა (საერთო და პირდაპირი)
  • ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT,AST,GGT,ALP, ალბუმინი)
  • A,B,C ჰეპატიტების ტესტები
  • თანმხლები დაავადებების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა
  • მედიკამენტების ტოქსიკური ეფექტების შეფასება
  • კოაგულაციური ტესტები

ვიზუალიზაცია:

  • მუცლის ღრუს და ღვიძლის ულტრაბგერითი კვლევა
  • კომპიუტერული ტომოგრაფია
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

ღვიძლის ბიოფსია

ვირუსული ჰეპატიტიების, ტოქსიკური ან ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისას, ასევე ღვიძლის მოცულობითი პროცესების დროს აუცილებელია ბიოფსიური მასალის შესწავლა.

ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიო-პანკრეატოგრაფია

დიაგნოსტიკური მეთოდია,  სანაღვლე გზების ენდოსკოპიური ვიზუალიზაციით.

 

 სიყვითლის დიაგნოსტიკისა და  მონიტორინგისთვის, “სინევო” გთავაზობთ:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან

რესურსები

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button