ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

როგორ ამოვიცნოთ კრუპი ბავშვებში?

კრუპი (ლარინგო-ტრაქეო-ბრონქიტი) სასუნთქი გზების ინფექციური ბუნების დაავადებაა, რომელიც უპირატესად მცირე ასაკის და ჩვილ ბავშვებში გვხვდება.

 

მდგომარეობა დაკავშირ სასუნთქი გზების ვირუსულ ინფექციებთან და იწვევს სასულის, ხორხის და ბრონქების მკვეთრ შეშუპებას და სპაზმს, რაც იწვევს მყეფავ ხველას,ხმაურიან სუნთქვას და ხმის შეცვლას.

 

კრუპი როგორც წესი ზომიერი გამოვლინებებით ხასიათდება, თუმცა იშვიათ შემთხვევაში სიცოცხლისთვის საშიშ გართულებასაც იწვევს.

 

სასუნთქი გზების შეშუპება ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად მცირდება და 3-5 წლის ასაკის შემდეგ კრუპი პრაქტიკულად არ ვითარდება.

 

კრუპი ხშირად პარაგრიპის ვირუსითაა გამოწვეული, თუმცა მისი განვითარება შესაძლოა დაკავშირებული იყოს გრიპის, სინციტიური რესპირატორული ვირუსის, ყივანახველას და სხვა ინფექციური დაავადებების არსებობასთან.

 

 

 

👁თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ გვერდებს და გაიგეთ მეტი

Call Now Button