ლაბორატორია “სინევოში“ შესაძლებელია აივ ინფექციის დიაგნოსტიკა !
აივ წარმოადგენს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას და მისი გადაცემის ყველაზე ხშირი გზა არის დაუცველი სქესობრივი კონტაქტი. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი წარმოადგენს ვირუსს, რომელიც უტევს სხეულის იმუნურ სისტემას. არანამკურნალევმა აივ-მა შეიძლება გამოიწვიოს შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (შიდსი).
სარჩევი
აივ წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მთავარ, გლობალურ პრობლემას, რომელმაც უკვე დაახლოებით 36,3 მილიონი სიცოცხლე შეიწირა.
აივ არ იკურნება, თუმცა, აივ-ის ეფექტური პრევენციის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდით, მათ შორის ოპორტუნისტული ინფექციების შემთხვევაში, აივ ინფექცია გახდა ჯანმრთელობის კონტროლირებადი ქრონიკული მდგომარეობა, რაც საშუალებას აძლევს აივ ინფიცირებულ ადამიანებს იცხოვრონ ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრებით.
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს სტატიაში – ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ.
ვიზიტის დაჯავშნა და აივ-ის დიაგნოსტიკური ტესტების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ: https://synevo.ge/product/9330/
“სინევო” ასევე გთავაზობთ აივ + სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილურ კვლევას ფასდაკლებით – სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილი.
თუ სექსუალურად აქტიური ხართ, ან გეგმავთ სექსუალურად აქტიური გახდეთ, მნიშვნელოვანია – „საუბარი, ტესტირება, მკურნალობა“ – თქვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის. ამ სამ მცირე მოქმედებას შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს თქვენს სექსუალურ ჯანმრთელობაზე!
სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სკრინინგის მიზნით შეგიძლიათ შეიძინოთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სკრინინგის პროფილი (შარდი & ნაცხი).
ისაუბრე. დაიტესტე. იმკურნალე.