Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) არის ვირუსი, რომელიც აზიანებს ადამიანის იმუნურ სისტემას. არანამკურნალევი აივ ზემოქმედებს და კლავს CD4 უჯრედებს, რომლებიც წარმოადგენენ იმუნური უჯრედების ტიპს, რომელთაც ეწოდებათ T უჯრედები. დროთა განმავლობაში, აივ კლავს უფრო მეტ CD4 უჯრედს, რაც ადამიანს უფრო დაუცველს ხდის სხვა ინფექციებისა და დაავადებების მიმართ.

აივ წარმოადგენს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას და მისი გადაცემის ყველაზე ხშირი გზა არის დაუცველი სქესობრივი კონტაქტი.

მკურნალობის გარეშე აივ-მა შეიძლება გამოიწვიოს დაავადება შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი), რომლის დროსაც იმუნური სისტემა ძალიან სუსტია იმისთვის, რომ წარმატებით უპასუხოს სხვა დაავადებებს, ინფექციებსა და პათოლოგიურ მდგომარეობებს.

ადამიანის ორგანიზმი ვერ თავისუფლდება აივ-ისგან, ის არ იკურნება, ამიტომ თუ თქვენ ერთხელ დაინფიცირდებით აივ-ით, ინფიცირებული რჩებით მთელი სიცოცხლის განმავლობაში. თუმცა, აივ-ის საწინააღმდეგო მედიკამენტებით მკურნალობისას (ე.წ. ანტირეტროვირუსული თერაპია ან ART), აივ-ით დაავადებულ ადამიანებს შეუძლიათ იცხოვრონ ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრებით და თავიდან აიცილონ აივ-ის გადაცემა სექსუალურ პარტნიორებზე. გარდა ამისა, არსებობს ეფექტური მეთოდები აივ ინფექციის თავიდან ასაცილებლად, მათ შორისაა წინასწარი პროფილაქტიკა ექსპოზიციამდე (PrEP) და პროფილაქტიკა ექსპოზიციის შემდეგ (PEP).

შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი – შიდსი (AIDS)

შიდსი არის აივ ინფექციის გვიანი სტადია, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც ორგანიზმის იმუნური სისტემა ძლიერ დაზიანებულია ვირუსის გამო.

აივ პროგრესირდება შიდსამდე და აივ-ინფიცირებული ადამიანი მიიჩნევა შიდსით დაავადებულად მაშინ, როდესაც:

  • ინფიცირებული ადამიანის CD4 უჯრედების რაოდენობა 200 უჯრედი/მმ3-ზე ნაკლებია (ჯანსაღი იმუნური სისტემის მქონე ადამიანში CD4-ის რაოდენობა 500-1600უჯრედი/მმ3-მდეა.) ან
  • ინფიცირებულ ადამიანს უვითარდება ერთი ან მეტი ოპორტუნისტული ინფექცია CD4-ის რაოდენობის მიუხედავად.

თუ შიდსი განვითარდა, ეს ნიშნავს, რომ იმუნიტეტი სერიოზულად არის დაქვეითებული, ანუ იმუნური სისტემა დასუსტებულია იმ დონემდე, რომ მას აღარ შეუძლია წარმატებით უპასუხოს დაავადებებისა და ინფექციების უმეტესობას. ეს ხდის შიდსით დაავადებულ ადამიანს დაუცველს დაავადებების ფართო სპექტრის მიმართ (მაგ. პნევმონია, ტუბერკულოზი, ციტომეგალოვირუსული ინფექცია, ლიმფომა, კაპოშის სარკომა და სხვ.)

მკურნალობის გარეშე, შიდსით დაავადებული ადამიანები, როგორც წესი, ცოცხლობენ დაახლოებით 3 წელი. როდესაც ადამიანს აქვს საშიში ოპორტუნისტული დაავადება, მკურნალობის გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 1 წლამდე ეცემა. აივ-ის მკურნალობას კვლავ შეუძლია დაეხმაროს ადამიანებს აივ ინფექციის ამ ეტაპზე და ის შეიძლება იყოს სიცოცხლის გახანგრძლივების ერთადერთი გზა. თუმცა ადამიანები, რომლებიც იწყებენ ანტირეტროვირუსულ თერაპიას (ART) აივ-ით დაინფიცირებისთანავე, უფრო მეტ სარგებელს ღებულობენ, რადგან ანტირეტროვირუსული მკურნალობის მეშვეობით შესაძლებელია შიდსის პრევენცია – ამიტომაც არის აივ-ზე ტესტირება ასე მნიშვნელოვანი!

აივ-ის გადაცემის გზები

თქვენ შეიძლება დაინფიცირდეთ აივ-ით მხოლოდ უშუალო კონტაქტით ინფიცირებული ადამიანის სხეულის სხვადასხვა სითხეებთან, როგორიცაა:

  • სისხლი
  • სპერმა
  • რექტალური სითხეები
  • ვაგინალური სითხეები
  • დედის რძე

ინფექციის გადაცემისას, ამ სითხეებში არსებული ვირუსი ხვდება აივ-უარყოფითი ადამიანის სისხლში ლორწოვანი გარსის მეშვეობით, ღია ჭრილობებით ან წყლულებით, ან პირდაპირი ინექციის გზით.

აივ ინფიცირებულ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად იღებენ აივ-ის საწინააღმდეგო მედიკამენტებს დანიშნულების მიხედვით და ინარჩუნებენ მცირე ვირუსულ დატვირთვას, რომლის დეტექციაც ვერ ხდება, ფაქტობრივად არ აქვთ აივ-ინფექციის სქესობრივი გზით გადაცემის რისკი თავიანთ აივ-ნეგატიურ პარტნიორებზე.

გადაცემის ყველაზე გავრცელებული გზებია:

  • სქესობრივი კონტაქტი აივ ინფიცირებულთან პრეზერვატივის გამოყენების ან აივ-ის პროფილაქტიკისა და აივ-ის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღების გარეშე (ანალური სქესობრივი კონტაქტი უფრო სარისკოა ვიდრე ვაგინალური);
  • ნარკოტიკების საინექციო აღჭურვილობის გაზიარება აივ ინფიცირებულთან.

ნაკლებად გავრცელებული გზებია:

  • დედიდან შვილზე გადაცემა ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს;
  • აივ-ით დაბინძურებული ნემსით ან სხვა ბასრი საგნით სხეულის დაზიანება (ეს საფრთხეს წარმოადგენს ძირითადად ჯანდაცვის მუშაკებისთვის);
  • ტატუს აღჭურვილობის გაზიარება სტერილიზაციის გარეშე;
  • მშობლის მიერ ბავშვის საკვების დაღეჭვა მანამ, სანამ ბავშვს აჭმევს.

აივ ვრცელდება მხოლოდ უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში:

  • ორალური სქესობრივი კონტაქტით;
  • აივ-ით დაბინძურებული სისხლის გადასხმის, სისხლის პროდუქტების ან ორგანოს/ქსოვილის ტრანსპლანტაციისას;
  • აივ ინფიცირებული პირის მიერ კბენისას;
  • კონტაქტი დაზიანებულ კანს, ჭრილობებსა ან ლორწოვან გარსებს და აივ-ინფიცირებულ სისხლს ან სისხლით დაბინძურებულ სხეულის სითხეებს შორის და ა.შ

აივ არ ვრცელდება შემდეგი გზებით:

  • ჰაერი
  • წყალი
  • კოღოები, ტკიპები ან სხვა მწერები
  • ნერწყვი, ცრემლები ან ოფლი, რომელიც არ არის შერეული ინფიცირებული ადამიანის სისხლთან
  • ხელის ჩამორთმევა;
  • ჩახუტება;
  • კოცნა და შეხება (აივ არ შეიძლება გადაეცეს ჯანსაღი, დაუზიანებელი კანით)
  • საერთო ტუალეტი;
  • კერძების, ჭურჭლის გაზიარება;
  • კოცნა და შეხება;
  • აივ არ შეიძლება გადაეცეს ჯანსაღი, დაუზიანებელი კანით.

სიმპტომები

აივ-ის და შიდსის სიმპტომები განსხვავდება ინფექციის ფაზის მიხედვით.

აივ-ით ინფიცირებიდან პირველ რამდენიმე კვირას მწვავე ინფექციის სტადიას უწოდებენ.

ამ დროს ვირუსი სწრაფად მრავლდება და ადამიანის იმუნური სისტემა რეაგირებს აივ-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნით.

ამ სტადიაზე, ზოგიერთ ინფიცირებულს თავდაპირველად არ აქვს სიმპტომები, ზოგიერთ მათგანს კი აღენიშნება გრიპის ან სხვა სეზონური ვირუსების მსგავსი სიმპტომები პირველივე თვეში, მაგრამ ისინი ხშირად ვერ აცნობიერებენ, რომ ამ სიმპტომების მიზეზი აივ-ია.

აივ ინფექციის ადრეული სიმპტომები შეიძლება იყოს:

  • ცხელება
  • შემცივნება
  • გადიდებული ლიმფური კვანძები
  • ზოგადი ტკივილები
  • გამონაყარი კანზე
  • ყელის ტკივილი
  • თავის ტკივილი
  • გულისრევა
  • დიარეა

სიმპტომების მიუხედავად, ვირუსული დატვირთვა (სისხლში აივ-ის რაოდენობა) ამ პერიოდში ძალიან მაღალია, რაც ნიშნავს იმას, რომ ინფიცირებული ადვილად გადამდებია.

აივ-ის საწყისი სიმპტომები ჩვეულებრივ ქრება რამდენიმე თვეში, როდესაც ადამიანი გადადის აივ-ის ქრონიკულ, ან კლინიკურად ლატენტურ ფაზაშიინფექციის ამ ეტაპზე აივ ინფექცია კვლავ პერსისტირებს ორგანიზმში და სისხლის თეთრ უჯრედებში, თუმცა, ბევრ ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს რაიმე სიმპტომი ან ინფექცია. ეს ფაზა შეიძლება გაგრძელდეს მრავალი წლის ან თუნდაც ათწლეულების განმავლობაში.

სიმპტომური აივ ინფექცია

როდესაც ვირუსი აგრძელებს გამრავლებას და თქვენი იმუნური უჯრედების განადგურებას, შეიძლება განვითარდეს მსუბუქი ინფექციები ან ქრონიკული ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა:

  • ცხელება
  • დაღლილობა
  • გადიდებული ლიმფური კვანძები – ხშირად აივ ინფექციის ერთ-ერთი პირველი ნიშანი
  • დიარეა
  • წონაში კლება
  • პირის ღრუს სოკოვანი ინფექცია
  • ჰერპეს ზოსტერით გამოწვეული ინფექცია
  • Პნევმონია

აივ-ით დაავადებულ ქალებს აქვთ დამატებით შემდეგი პათოლოგიური მდგომარეობების გაზრდილი რისკი:

  • განმეორებითი ვაგინალური სოკოვანი ინფექციები
  • სხვა ვაგინალური ინფექციები, მათ შორის ბაქტერიული ვაგინოზი
  • მენჯის ანთებითი დაავადება (PID)
  • მენსტრუალური ციკლის ცვლილებები
  • ადამიანის პაპილომავირუსი (HPV), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გენიტალური მეჭეჭები და გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის კიბო

პროგრესირება შიდსამდე

მკურნალობის გარეშე, აივ პროგრესირებს შიდსამდე დაახლოებით 8-10 წელიწადში.

შიდსის დროს, შეიძლება განვითარდეს ოპორტუნისტული ინფექციები ან ოპორტუნისტული სიმსივნეები – დაავადებები, რომლებიც ჩვეულებრივ არ იწვევენ ავადმყოფობას ჯანმრთელი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში.

ზოგიერთი ამ ინფექციის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ღამის ოფლიანობა
  • შემცივნება
  • განმეორებადი ცხელება
  • ქრონიკული დიარეა
  • შეშუპებული ლიმფური ჯირკვლები
  • მუდმივი თეთრი ლაქები ან უჩვეულო დაზიანებები თქვენს ენაზე ან პირის ღრუში
  • მუდმივი, აუხსნელი დაღლილობა
  • სისუსტე
  • წონაში კლება
  • კანზე გამონაყარი ან მუწუკები
  • ნევროლოგიური პრობლემები, როგორიცაა კონცენტრაციის პრობლემები, მეხსიერების დაკარგვა და დაბნეულობა
  • შფოთვა და დეპრესია

გართულებები

  • პნევმოცისტური პნევმონია (PCP)
  • კანდიდოზი
  • ტუბერკულოზი
  • ციტომეგალოვირუსული ინფექცია
  • ტოქსოპლაზმოზი
  • ლიმფომა
  • კაპოშის სარკომა
  • ნევროლოგიური გართულებები
  • თირკმლების დაავადება
  • ღვიძლის დაავადება

პრევენცია

  • უსაფრთხო სქესობრივი კონტაქტი (ინფიცირებულთან სქესობრივი კონტაქტისგან თავის შეკავება, პრეზერვატივის სწორი და რეგულარული გამოყენება)
  • გამოიყენეთ ანტირეტროვირუსული თერაპია როგორც პრევენციის მეთოდი
  • ტესტირება აივ-ზე (HIV)
  • ტესტირება სხვა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე (STD)
  • მოერიდეთ ნემსების ან სხვა ხელსაწყოების გაზიარებას

სხვა პროფილაქტიკური მეთოდების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

დიაგნოსტიკა

აივ-ის დიაგნოსტირება შესაძლებელია სისხლის ან ნერწყვის ანალიზით.

ანტიგენ/ანტისხეულის ტესტები. ამ ტესტების მეშვეობით სისხლში განისაზღვრება აივ-ის ანტიგენები და ანტისხეულები. დადებითი შედეგი შეიძლება აჩვენოს ინფიცირებიდან 2-6 კვირაში

ანტისხეულების ტესტები. ამ ტესტების მეშვეობით სისხლში ან ნერწყვში განისაზღვრება აივ-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები. აივ-ზე სწრაფი ტესტების უმეტესობა წარმოადგენს ანტისხეულების ტესტებს. დადებითი შედეგი შეიძლება აჩვენოს 3-12 კვირაში.

ნუკლეინის მჟავის ტესტები (NATs).  ამ ტესტების მეშვეობით განისაზღვრება რეალური ვირუსი თქვენს სისხლში (ვირუსული დატვირთვა). ის წარმოადგენს ინფიცირების შემდეგ პირველ ტესტს, რომელიც დადებით შედეგს აჩვენებს.

დღეს აივ-ზე ტესტირება უფრო ადვილია, ვიდრე ოდესმე !

მკურნალობა

მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე აივ-ის დიაგნოსტიკის შემდეგ, ვირუსული დატვირთვის მიუხედავად.

აივ-ის ძირითადი მკურნალობის მეთოდი არის ანტირეტროვირუსული თერაპია, ყოველდღიური მედიკამენტების კომბინაცია, რომელიც აჩერებს ვირუსის გამრავლებას. ეს ხელს უწყობს CD4 უჯრედების დაცვასა და იმუნური სისტემის გაძლიერებას.

ანტირეტროვირუსული თერაპია ხელს უშლის აივ ინფექციის პროგრესირებას და შიდსის განვითარებას. ის ასევე ამცირებს აივ ინფექციის გადაცემის რისკებს.

როდესაც მკურნალობა ეფექტურია, ვირუსული დატვირთვა მცირდება – ადამიანს ჯერ კიდევ აქვს აივ ინფექცია, მაგრამ ვირუსი ტესტებით არ ფიქსირდება. თუ ინფიცირებული ადამიანი შეწყვეტს ანტირეტროვირუსულ თერაპიას, ვირუსული დატვირთვა კვლავ გაიზრდება და აივ-ს შეუძლია კვლავ დაიწყოს შეტევა CD4 უჯრედებზე.

აივ-ის მკურნალობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს !

თუ ეჭვობთ აივ/შიდსზე ან სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის/დაავადების არსებობაზე (დიაგნოსტიკის მიზნით), თუ ინფიცირებული ხართ, თუ გადატანილი გაქვთ ინფექცია (მონიტორინგის მიზნით) ან გსურთ სკრინინგი რისკ-ფაქტორების არსებობის გამო (პრევენციის მიზნით), ლაბორატორიასინევოგთავაზობთ შემდეგ კვლევებს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

 

ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან

ისაუბრე, დაიტესტე, იმკურნალე !

რესურსები

https://www.hiv.gov/hiv-basics/overview/about-hiv-and-aids/what-are-hiv-and-aids

https://www.healthline.com/health/hiv-aids#medications

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hiv-aids/diagnosis-treatment/drc-20373531

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button