გლიკოზირებული ჰემოგლობინი დიაბეტის სადიაგნოსტიკო/სასკრინინგო ტესტია, რომელიც აღნიშნავს გლუკოზის საშუალო მაჩვენებელს სისხლში, ბოლო 2-3 თვის განმავლობაში.
ჰემოგლობინი ერითროციტებში არსებული ცილაა, რომელიც ჟანგბადის ტრანსპორტირებაში მონაწილეობს.
ტესტს საფუძვლად უდევს ჰემოგლობინის გაჯერება გლუკოზით (შაქრით), სისხლში მისი მაღალი კონცენტრაციისას.
თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ გვერდებს და გაიგეთ მეტი