Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ეტიოლოგია

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი აუტოიმუნური დაავადებაა. სიმპტომები და კლინიკური გამოვლინებები მრავალფეროვანია, რომელთაგან ხშირია არტერიული და ვენური თრომბოზები, სპონტანური აბორტები, გამონაყარი, ქრონიკული თავის ტკივილი, დემენცია, გულყრები და სხვა.

დაავადების პათოფიზიოლოგიური მექანიზმი დაკავშირებულია იმუნური სისტემის მიერ უჯრედის მემბრანის (მათ შორის თრომბოციტების და სისხლძარღვების ენდოთელიური უჯრედების მემბრანის) ფოსფოლიპიდების (სტრუქტურული ცილების) მიმართ აუტოანტისხეულების განვითარებასთან.

დაავადების ოჯახური შემთხვევები იშვიათია. ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი მულტიფაქტორულია, ანუ გარკვეული გენეტიკური წინასწარგანწყობის ფონზე, გარემო ფაქტორების გავლენით ვითარდება თრომბოზი

როდის ვლინდება ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის სიმპტომები?

სიმპტომების გამოვლინება იწყება ზრდასრულ ასაკში.

ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების მაღალი ტიტრი ზრდის სინდრომის გამოვლენის რისკს, თუმცა, ზოგიერთ ადამიანს არასოდეს უვითარდება თრომბოზი.

 

სიმპტომები

  • ნევროლოგიური დარღვევები
  • კარდიოვასკულური დარღვევები
  • გარდამავალი იშემიური შეტევები
  • ინსულტი ახალგაზრდა ასაკში
  • ანამნეზში შეწყვეტილი ორსულობები, პრეეკლამფსია და მკვდრადშობადობა
  • თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში)

ნაკლებად დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • „მაქმანისებური“ გამონაყარი მაჯებსა და მუხლებზე
  • ქრონიკული თავის ტკივილი
  • გულის სარქვლოვანი უკმარისობა
  • მეხსიერების დარღვევები

რისკ-ფაქტორები

  • ოჯახური ანამნეზი
  • გენეტიკური წინასწარგანწყობა
  • მედიკამენტები
  • თანმხლები დაავადებები
  • სქესი: ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი უფრო ხშირია ქალებში
  • სხვა აუტოიმუნური დაავადებები
  • ვირუსული და აუროიმუნური დაავადებები: აივ, ჰეპატიტი C, ბორელია და სხვა
  • ორსულობა
  • ქირურგიული ჩარევა
  • ესტროგენები და ორალური კონტრაცეპტივები
  • ქოლესტეროლის და ტრიგლიცერიდების მაღალი დონე სისხლში

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკა ემყარება სისხლში ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების აღმოჩენას, ესენია:

  • კარდიოლიპინის ანტისხეულები
  • ბეტა-2-გლიკოპროტეინის ანტისხეულები
  • მგლურას ანტიკოაგულანტი

 დიაგნოზის დადასტურება ემყარება ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების აღმოჩენასა და ანამნეზურ მონაცემებს.

მკურნალობა

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის მკურნალობა არ არსებობს, თუმცა მედიკამენტოზური ჩარევის მიზანია თრომბოზის პრევენცია.

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი ორსულებში ზრდის ორსულობის შეწყვეტის, პრეეკლამფსიის და სხვა დარღვევების განვითარების რისკს.

გართულებები

თირკმლის უკმარისობა – თირკმელში სისხლის ნაკადის შემცირების გამო

ინსულტი – თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის შედეგად

კარდიო-ვასკულური გართულებები – ინფარქტი, პერიფერიული სისხლძარღვების, შინაგანი ორგანოების  თრომბოზი

ფილტვის არტერიების თრომბოზი

ორსულობის გართულებები

წყარო

https://rarediseases.info.nih.gov/diseases/5824/antiphospholipid-syndrome

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/antiphospholipid-syndrome/symptoms-causes/syc-20355831

 

 

ლაბორატორია “სინევო” გთავაზობთ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის სადიაგნოსტიკო ტესტებს

 

 

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button