Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

გესტაციური (ორსულთა) ჰიპერტენზია | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

გესტაციური ჰიპერტენზია მდგომარეობაა, როდესაც არტერიული წნევის მაჩვენებლები ტოლია ან აღემატება 140/90 მმ.ვწ.სვ და მდგომარეობა იწყება ორსულობის მეორე ნახევარში – ძირითადად 20 კვირიდან. არტერიული წნევის მატება ზიანს აყენებს როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობას.

სარჩევი

 

ორსულობასთან ასოცირებული არტერიული ჰიპერტენზია მდგომარეობაა, რომელიც იწყება ორსულობის მე-20 კვირიდან და სრულდება ბავშვის დაბადებიდან მოკლე პერიოდში. ის ვითარდება ორსულთა 6-8%-ში.

მაღალმა არტერიულმა წნევამ შესაძლოა შესამჩნევი სიმპტომების განვითარება არ გამოიწვიოს, ამიტომ მნიშვნელოვანია წნევის მაჩვენებლების რეგულარული შემოწმება ორსულობის მეთვალყურეობის პროცესში.

 

რა არის მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)?

არტერიული წნევა არის ძალა, რომლითაც მოცირკულირე სისხლის ნაკადი ზეწოლას ახორციელებს სისხლძარღვზე. არტერიული წნევის მომატების, ანუ ჰიპერტენზიის განვითარებისას – ზეწოლა სისხლძარღვებზე იზრდება.

 

განსხვავდება თუ არა არტერიული წნევის მომატების გავლენა ორსულებზე და არაორსულებზე?

მაღალი არტერიული წნევის ზეგავლენა ორსულობის პროცესზე, რამდენადმე განსხვავებულია. ორსულობის დროს ორგანიზმი ისედაც სტრესულ სიტუაციაშია, რადგან  გულის მუშაობის ინტენსივობა ფიზიოლოგიურ პირობებშიც გაზრდილია, რათა უზრუნველყოს სისხლმომარაგება დედის და ნაყოფის ორგანიზმისთვის.

მაღალი არტერიული წნევა არღვევს პლაცენტის განვითარების და ნორმალური ფუნქციონირების პროცესებს, რაც ზრდის დედის და ნაყოფის გართულების რისკს როგორც ორსულობის, ისე მშობიარობის პროცესში.

 

გესტაციური ჰიპერტენზიის ვარიანტები ორსულებში

ორსულებში არტერიული წნევის მატების სხვადასხვა ფორმა არსებობს. გამოვლინება დამოკიდებულია არერიული ჰიპერტენზიის განვიტარების ვადაზე და ჩამოყალიბებულ სიმპტომოკომპლექსზე.

ორსულთა ჰიპერტენზიის ყველაზე ჩვეული ტიპებია:

  • ქრონიკული ჰიპერტენზია მაღალი არტერიული წნევის არსებობა ორსულობამდე, ან ორსულობის ადრეულ (20 კვირამდე) სტადიაზე. ჰიპერტენზიის ეს ფორმა გრძელდება მშობიარობის შემდეგაც. ორსულებს, ქრონიკული ჰიპერტენზიით ხშირად უვითარდებათ პრეეკლამპსია.
  • გესტაციური ჰიპერტენზია – მაღალი არტერიული წნევა, განვითარებული ორსულობის მეორე ნახევარში. გესტაციური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების ნაწილს ასევე უვითარდება პრეეკლამფსია.
  • პრეეკლამფსია მდგომარეობაა, რომელიც ორსულობის მხოლოდ მეორე ნახევარში (27 კვირიდან) ვითარდება. დიაგნოზის დასადასტურებლად აუცილებელია არტერიული წნევის მაღალი ციფრების არსებობა პროტეინურიასთან (შარდში ცილის არსებობასტან) ერთად. მდგომარეობა აზიანებს ორსულის თირკმელებს, ღვიძლს, ფილტვებს და თავის ტვინს, ისევე როგორც პლაცენტას. პრეეკლამფსიისას იზრდება გულყრების განვითარების რისკი.

 

ვინ განეკუთვნება ორსულობისას მაღალი არტერიული წნევის და პრეეკლამფსიის განვითარების რისკჯგუფს?

  • 20 წლამდე ასაკის და 40 წლის ზემოთ ასაკის ორსულები
  • წინა ორსულობებისას განვითარებული გესტაციური ჰიპერტენზიით ან პრეეკლამფსიით
  • ორსულები გესტაციური ჰიპერტენზიის ოჯახური ანამნეზით
  • ორსულები შაქრიანი დიაბეტითა და გესტაციური დიაბეტით
  • ორსულები აუტოიმუნური პათოლოგიებით, მაგ როგორიცაა წითელი მგლურა
  • თირკმლის ქრონიკული დაავადებით ორსულები
  • 2 და მეტი ნაყოფით ორსულობის დროს

 

გესტაციური ჰიპერტენზია და პრეეკლამფსია ერთი და იგივეა?

კითხვაზე პასუხია: არა! გესტაციური ჰიპერტენზია მდგომარეობაა, რომელიც ორსულობის მეორე ნახევარში ვლინდება, მაგრამ არ იწვევს თირკმლის დაზიანებას და პროტეინურიას. ეს მდგომარეობა შესაძლოა გადაიზარდოს პრეეკლამფსიაში, რის გამოც აუცილებელია არტერიული წნევის უფრო ხშირი  მონიტორინგი.

პრეეკლამფსია ორსულთა ჰიპერტენზიის  ფორმაა, რომელიც ასევე ორსულობის მეორე ნახევარში ვითარდება და ახასიათებს მულტიორგანული გართულებები, რაც ასევე გავლენას ახდენს ნაყოფის ნორმალურ განვითარებაზე და შესაძლოა ნაადრევი მშობიარობის მიზეზიც გახდეს.

 

სიმპტომები

რა იწვევს მაღალ არტერიულ წნევას ორსულობისას?

ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, არამედ რამდენიმე რისკ-ფაქტორის თანაარსებობა ზრდის მისი განვითარების რისკს.

მაღალ არტერიულ წნევას (ჰიპერტენზიას) ხშირად „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ, რადგან ადამიანების დიდ ნაწილს საერთოდ არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება და შესაბამისად წარმოდგენაც არ აქვთ თავისი წნევის მაჩვენებელზე. თუმცა, შემთხვევათა ნაწილში მაინც ვლინდება გარკვეული სიმპტომოკომპლექსი:

  • შეშუპება
  • თავის ტკივილი
  • წონის უეცარი მატება
  • მხედველობის გაუარესება
  • გულისრევა და/ან ღებინება
  • შარდვის შემცირება
  • მუცლის ტკივილი

 

რა საფრთხეებს ქმნის გესტაციური ჰიპერტენზია ორსულობისას?

  • გულყრები
  • ინსულტი
  • თირკმლის დროებითი უკმარისობა
  • ღვიძლის დაზიანება
  • სისხლის შედედების მომატება

ორსულებში არტერიული ჰიპერტენზიის დროს, ხშირია საკეისრო ჩარევის აუცილებლობა.

 

რა გავლენას ახდენს გესტაციური ჰიპერტენზია ნაყოფზე?

მაღალი არტერიული წნევა ხელს უშლის საკმარისი საკვების და ჟანგბადის მიწოდებას პლაცენტის გავლით ნაყოფისთვის, რაც თავის მხრივ იწვევს ნაყოფის სხვადასხვა პათოლოგიას:

  • დაბალი წონა დაბადებისას (2500 გრამზე ნაკლები)
  • ნაადრევი ახალშობილი (გესტაციის 37 კვირამდე)
  • ხელოვნურად გამოწვეული მშობიარობის საჭიროება (39 კვირამდე)

 

გესტაციური ჰიპერტენზიისას განვითარებული საგანგაშო ნიშნები

  • უეცარი, ძლიერი თავის ტკივილი
  • მხედველობის დაბინდვა ან გაორება
  • შეშუპება
  • შარდის შეკავება

ყველა ეს შემთხვევა ექიმთან გადაუდებელ ვიზიტს და ხშირად დაუყოვნებელ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს.

 

როგორი უნდა იყოს ნორმალური არტერიული წნევა ორსულებში?

არტერიული წნევის ორი მაჩვენებელი იზომება: სისტოლური – სისხლის ნაკადის ძალა, რომელსაც გულის მარცხენა პარკუჭის შეკუმშვა ქმნის, და დიასტოლური – სისხლის ნაკადის ძალა, რომელიც გულის შეკუმშვებს შორის პრიოდში მოქმედებს სისხლძარღვებზე. ერთეულია მილიმეტრი ვერცხლის წყლის სვეტზე.

ორსულობის პირველივე ტრიმესტრში აუცილებელია შეფასდეს არტერიული წნევის მაჩვენებელი, რათა განისაზღვროს ნორმალური მაჩვენებელი აქვს თუ ქრონიკულ ჰიპერტენზიასთან გვაქვს საქმე. 140/90 mmHg-ზე მაღალი არტერიული წნევა საჭიროებს მედიკამენტურ მკურნალობას. 160/110mmHg და მეტი შესაძლოა გახდეს გულყრის, ინსულტის მიზეზი და ხშირად სტაციონარულ მეთვალყურეობას მოითხოვს.

 

გესტაციური  ჰიპერტენზიის დიაგნოსტიკა და კვლევები

ორსულობის მეთვალყურეობისას, არტერიული წნევის ნებისმიერი ხასიათის ცვლილება საჭიროებს ყურადღებას და რეაგირებას. ნებისმიერი პათოლოგიის დაფიქსირებისას აუცილებელია გარკვეული დიაგნოსტიკური ტესტები:

  • სისხლის საერთო ანალიზი
  • შარდის საერთო ანალიზი
  • შარდში ცილის განსაზღვრა
  • ღვიძლის ფუნქციური ინჯები
  • თირკმლის ფუნქციური სინჯები
  • ელექტროლიტები
  • კოაგულოგრამა

 

მკურნალობა და მართვა

გესტაციური ჰიპერტენზიის მკურნალობის გეგმა დამოკიდებულია ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ორსულობის ვადაზე და სხვა ფაქტორებზე.

ორსულობის მონიტორინგის პროცესში წნევის რეგულარული კონტროლი და რეგულარული კვლევები გესტაციური ჰიპერტენზიის მართვის და პრეეკლამფსიის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.

 

რა საშუალებებით შეიძლება ვაკონტროლოთ გესტაციური ჰიპერტენზია?

  • ანტიჰიპერტენზიური მკურნალობა
  • წნევის თვითკონტროლი
  • პრენატალური მეთვალყურეობა
  • საჭიროების შემთხვევაში ხელოვნური მშობიარობა
  • სწორი კვების რეჟიმის დაცვა და მარილის შეზღუდვა რაციონში
  • ზომიერი ფიზიკური აქტივობა

 

საჭიროა წოლითი რეჟიმი გესტაციური ჰიპერტენზიის დროს?

ხშირად წოლითი რეჟიმი გესტაციური ჰიპერტენზიის მკურნალობის ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს.

 

პრევენცია

შესაძლებელია გესტაციური ჰიპერტენზიის პრევენცია?

რადგან გესტაციური (ორსულობის) ჰიპერტენზიის ზუსტი მიზეზი ხშირად დაუდგენელია, რთულია დაავადების პრევენცია. თუმცა, არსებობს მთელი რიგი რეკომენდაციებისა, რომლებიც გვეხმარება ფიზიოლოგიური არტერიული წნევის შენარჩუნებაში

  • ჯანსაღი წონის შენარჩუნება
  • სწორი კვება
  • ზომიერი ფიზიკური აქტივობა
  • ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებისგან თავშეკავება
  • საკმარისი დასვენება

 

პროგნოზი

მაღალი არტერიული წნევა მშობიარობის შემდეგაც გაგრძელდება?

ტიპურ შემთხვევებში მშობიარობის შემდეგ არტერიული წნევის მაჩვენებლები ნორმას უბრუნდება. თუმცა, გესტაციური ჰიპერტენზიის დაფიქსირება, ზრდის მომავალში არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის დაავადებების განვითარების რისკებს. პრეეკლამფსიისა და გესტაციური ჰიპერტენზიის მძიმე ფორმებისას, ჰიპოტენზიური საშუალებებით მკურნალობა მშობიარობის შემდეგაც გრძელდება.

ორსულობამდე არსებული ქრონიკული ჰიპერტენზია, როგორც წესი მშობიარობის შემდეგაც გაგრძელდება.

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/4497-gestational-hypertension

 

 

 ლაბორატორია „სინევო“ გთავაზობთ გესტაციური ჰიპერტენზიის სადიაგნოსტიკო  კვლევებს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button