Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლიპიდური ცვლის მოშლა | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ცხიმები ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი ნივთიერებებია. ისინი მონაწილეობს მნიშვნელოვანი სუბსტანციების სინთეზში, როგორიცაა ჰორმონები, D ვიტამინი, ასევე ცხიმში ხსნადი ვიტამინების ათვისებაში.

ცხიმების ჭარბი რაოდენობა გროვდება არამარტო კანქვეშ და შინაგან ორგანოებს შორის (ვისცერული ცხიმი), არამედ სისხლძარღვების კედლებშიც, რაც საფრთხეს უქმნის სისხლის ნაკადის ნორმალურ დინებას და სიცოცხლისთვის საშიში გართულებების  მიზეზი ხდება.

ლიპიდების დონე ორგანიზმში იცვლება ასაკის, მთელი რიგი დაავადებების, ზოგიერთი მედიკამენტის ან ცხოვრების სტილის გავლენით (საკვებად ნაჯერი და ტრანსცხიმების ჭარბი მოხმარება, უძრავი ცხოვრების წესი, გაცხიმოვნება). შედეგად ვიღებთ ჰიპერ ან დისლიპიდემიას – ცხიმების მატებას და დისბალანსს ორგანიზმში, რაც თავის მხირვ არაერთი დაავადების და გართულების მიზეზი ხდება.

 

ქოლესტეროლიუჯრედული მემბანის აუცილებელი კომპონენტია, რომელიც მონაწილეობს უჯრედის მიერ ცხიმებისა და ცხიმში ხსნადი ვიტამინების ათვისებაში. ის ასევე მონაწილეობს ესტროგენების, კორტიზოლის, ტესტოსტერონის, D ვიტამინის სინთეზში. ქოლესტეროლს ორგანიზმი იღებს საკვებიდან და თავადაც ასინთეზებს.

ტრიგლიცერიდები – ცხიმოვან უჯრედებში არსებული ტრიგლიცერიდები დაშლის შედეგად გამოყოფს ენერგიას, რომელიც გამოიყენება მეტაბოლიზმის პროცესებში. ტრიგლიცერიდები სინთეზდება ცხიმოვანი მჟავებისგან ღვიძლსა და ნაწლავებში.

ქოლესტეროლსა და ტრიგლიცერიდებს სისხლში თავისუფლად ცირკულირების  უნარი არ გააჩნია, ისინი უკავშირდება სპეციფიკურ ცილებს  და ტრანსპორტირდება ლიპოპროტეინების (ცილოვან-ლიპიდური კომპლექსების) სახით.

 

არსებობს რამდენიმე სახის ლიპოპროტეინი :

  • ქილომიკრონები
  • მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (HDL)
  • დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტინები (LDL)
  • ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტინები (VLDL)

დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტინები (LDL) ე.წ. ცუდი ქოლესტეროლი,  ქმნის ფოლაქებს სისხლძარღვის ენდოთელიუმზე და აფერხებს სისხლის ნაკადის მოძრაობას.

ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტინები (VLDL) ასევე ცუდ ქოლესტეროლად ითვლება, რადგან ასევე მონაწილეობს ლიპიდური ფოლაქების ჩამოყალიბებაში.

მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (HDL)   „კარგი“ ქოლესტეროლია, რადგან ის მიემართება ღვიძლისკენ და ათავისუფლებს სისხლს.

 

რა არის ჰიპერლიპიდემია? დისლიპიდემია?

ჰიპერლიპიდემია  „ცუდი“ ქოლესტეროლის კონცენტრაციის მატებაა.

დისლიპიდემია – „ცუდ“ და „კარგ“ ქოლესტეროლს შორის თანაფარდობის დარღვევაა, ზოგჯერ საერთო კონცენტრაციის მატების გარეშეც.

ორივე შემთხვევაში მიმდინარეობს „ცუდი“ ლიპოპროტეინების დალექვა სისხლძარღვებში, რაც ათეროსკლეროზის და სისხლძარღვოვანი დაავადებების რისკს ზდის.

 

დისლიპიდემიით გამოწვეული დაავადებები და გართულებები

პირველ ადგილზეა კარდიოვასკულური დაავადებები:

  • ინფარქტი
  • ინსულტი
  • კორონარული არტერიების დაზიანება
  • კაროტიდული არტერიების დაზიანება
  • გულის უეცარი გაჩერება
  • პერიფერიული არტერიების დაზიანებები
  • მიკროვასკულური დაავადებები

ლიპიდური ცვლის დარღვევა იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა:

  • ღვიძლის გაცხიმოვნება
  • პანკრეატიტი
  • პირველადი ბილიარული ქოლანგიტი

ასევე, იწვევს გართულებებს შემდეგი დაავადებებისას:

  • საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომი
  • ჰიპოთირეოზი
  • თირკმლის ქრონიკული დაავადებები
  • დიაბეტი

სიმპტომები

ჰიპერ ან დისლიპიდემიის  საწყის ეტაპზე სპეციფიკური სიმპტომები გამოხატული არ არის.  სიმპტომების განვითარება უკავშირდება სისხლძარღვის კედლებზე ლიპიდების ბალთების წარმოქმნას და სისხლის ნაკადის თვისებების ცვლილებას. როდესაც კედელზე არსებული ფოლაქის მთლიანობა ირღვევა და ითრომბება, იხშობა მთლიანად არტერია. ამას მოსდევს მწვავე სიმპტომების განვითარება (მაგ: გულის შეტევა, ძლიერი ტკივილი გულმკერდში, სუნთქვის უკმარისობა და სხვა), რაც გადაუდებელ ჩარევას საჭიროებს.

ჰიპერლიპიდემიის/დისლიპიდემიის განვითარების რისკფაქტორები:

  • თამბაქო
  • ალკოჰოლი
  • ნაჯერი და ტრანსცხიმებით მდიდარი საკვები
  • სტრესი
  • მჯდომარე ცხოვრების წესი
  • გენეტიკური წინასწარგანწყობა
  • გაცხიმოვნება/ზედმეტი წონა

 

ლიპიდური ცვლის დარღვევების დიაგნოსტირებისთვის “სინევო” გთავაზობთ ლაბორატორიულ ტესტებს, რომლებიც შეგიძლიათ დაჯავშნოთ ონლაინ:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

კვლევის შედეგების გაცემის დრო არ არის აბსოლუტური, შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით

! თუ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია არასაკმარისია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე – 0322800111, ან მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე, ან info@synevo.ge

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button