ცელიაკია წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებით მიმდინარე ქრონიკული ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც მარცვლეულ კულტურებში (ხორბალში, ჭვავსა და ქერში) არსებული ცილა გლუტენის მიმართ მგრძნობიარე პირებს უვლინდებათ. დაავადებას გენეტიკური განწყობა განსაზღვრავს. თუ ადამიანს ცელიაკია აქვს, ათიდან ერთ შემთხვევაში ის მის პირველი რიგის ნათესავსაც (დედა, მამა, შვილი, და, ძმა) აღმოაჩნდება.
სარჩევი
ცელიაკია შეიძლება განვითარდეს როგორც ბავშვობაში, ისე ზრდასრულ ასაკშიც. ის საკმაოდ გავრცელებულია – ყოველ ას ადამიანზე მისი 1-2 შემთხვევა აღირიცხება, თუმცა მიიჩნევა, რომ ცელიაკიის ათი შემთხვევიდან რვა დიაგნოზის გარეშეა დარჩენილი.
როგორია დაავადების განვითარების მექანიზმი
გლუტენის შემცველი პროდუქტის მიღება ცელიაკიის მქონე ადამიანის ორგანიზმში იმუნურ პასუხს იწვევს. იმუნური რეაქცია წვრილ ნაწლავში მიმდინარეობს და მის ანთებას განაპირობებს. შედეგად ზიანდება ნაწლავის ხაოები– ნაწლავის ლორწოვანის წანაზარდები, რომლებიც აუცილებელია ნაწლავის შემწოვი ზედაპირის ფართობის გაზრდისთვის და საკვები ნივთიერებების ადექვატურად ათვისებისთვის. ნაწლავის ლორწოვანის დაზიანება მალნუტრიციასთან ასოცირებული, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადამანს.
ეპიდემიოლოგია
დაავადების გავრცელება ზოგად პოპულაციაში 1:40- დან 1: 300-მდეა , დაავადებული პირის პირველი რიგის ნათესავებში – 1:22, ხოლო მეორე რიგის ნათესავებში 1:39. ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა შორის ცელიაკიის ალბათობა 20-ჯერ მაღალია ზოგად პოპულაციასთან შედარებით და შეადგენს ბავშვებში 3-10%-ს, ხოლო მოზრდილებში 2-5%-ს.
დაავადებულთა 60%-ში ცელიაკიის დიაგნოსტირება ხდება დიაბეტის გამოვლენისთანავე, ხოლო 40%-ში – მოგვიანებით. არადიაგნოსტირებული და არანამკურნალები ცელიაკია დიაბეტის მართვის სირთულეების მიზეზი ხდება.
სიმპტომები
ვის უნდა ჩაუტარდეს ტესტირება ცელიაკიაზე? რომელი კვლევით უნდა დაიწყოს დიაგნოსტიკის პროცესი?
ტესტირება ესაჭიროებათ:
პაციენტებს ცელიაკიაზე საეჭვო კლინიკური სიმპტომებით:
- უცნობი ეტიოლოგიის ქრონიკული ან მორეციდივე დიარეა;
- კვების ქრონიკული დარღვევები;
- წონაში მატების შეფერხება/დეფიციტი;
- ზრდის შეფერხება;
- სქესობრივი მომწიფების შეფერხება;
- ამენორეა;
- რკინადეფიციტური ანემია;
- გულისრევა/ღებინება;
- მორეციდივე/ქრონიკული აბდომინალგია;
- მეტეორიზმი;
- ქრონიკული ყაბზობა;
- ქრონიკული დაღლილობა;
- მორეციდივე აფტოზური სტომატიტი;
- ჰერპეტიფორმული დერმატი;
- ოსტეოპენია (მოტეხილობები მინიმალური ტრავმის დროს) ან ოსტეოპოროზი;
- ღვიძლის ფუნქციური ტესტების ცვლილებები;
რისკ-ფაქტორები
ცელიაკია უფრო ხშირია იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ:
- ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი;
- დაუნის სინდრომი ან ტერნერის სინდრომი;
- ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადება;
- მიკროსკოპული კოლიტი (ლიმფოციტური ან კოლაგენური კოლიტი);
- ადისონის დაავადება;
- ვილიამსის სინდრომი;
- სელექტიური IgA დეფიციტი;
- ღვიძლის აუტოიმუნური დაზიანება;
IgA კომპეტენტური პაციენტებისთვის ინიციალურ ტესტად ითვლება IgA კლასის ანტისხეულების განსაზღვრა ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზას მიმართ, ხოლო პირებში IgA–ს დაბალი დონით (საერთო IgA).
ბავშვებში
ცელიაკიის მქონე ბავშვებს უფრო ხშირად აქვთ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, მათ შორის:
- გულისრევა და ღებინება;
- ქრონიკული დიარეა;
- მუცლის შებერილობა;
- ყაბზობა.
გართულებები
არანამკურნალევმა ცელიაკიამ შეიძლება გამოიწვიოს:
- არასწორი კვება – ეს ხდება მაშინ, როდესაც თქვენი წვრილი ნაწლავი ვერ ითვისებს საკმარის საკვებ ნივთიერებებს. არასწორმა კვებამ შეიძლება გამოიწვიოს ანემია და წონის დაკლება. ბავშვებში არასწორი კვება შეიძლება გამოიწვიოს ნელი ზრდა და დაბალი სიმაღლე.
- ძვლების შესუსტება – კალციუმის და D ვიტამინის მალაბსორბციამ შეიძლება გამოიწვიოს ძვლების დარბილება (ოსტეომალაცია ან რაქიტი) ბავშვებში და ძვლის სიმკვრივის დაკარგვა (ოსტეოპენია ან ოსტეოპოროზი) მოზრდილებში.
- უნაყოფობა და სპონტანური აბორტი – კალციუმის და D ვიტამინის მალაბსორბცია ხელს უწყობს რეპროდუქციულ პრობლემებს.
- ლაქტოზას შეუწყნარებლობა – წვრილი ნაწლავის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი და დიარეა ლაქტოზას შემცველი რძის პროდუქტების მიღების შემდეგ.
- კიბო – ცელიაკიის მქონე ადამიანებს, რომლებიც არ იცავენ უგლუტენო დიეტას, აქვთ კიბოს რამდენიმე ფორმის განვითარების რისკი, მათ შორის ნაწლავის ლიმფომისა და წვრილი ნაწლავის კიბოს.
ცელიაკიის ორი ტიპი:
გასტროენტეროლოგთა მსოფლიო ორგანიზაცია ცელიაკიის ორ ფორმას განასხვავებს: კლასიკურს და არაკლასიკურს.
კლასიკური ცელიაკიის შემთხვევაში ვითარდება მალაბსორბციის სინდრომი, რომელიც მოიცავს დიარეას, სტეატორეას (მყრალი, ცხიმიანი განავალი), წონის კლებას მოზრდილებში ან ზრდის შეფერხებას ბავშვებში.
არაკლასიკური ცელიაკიის დროს კი მოსალოდნელია მსუბუქად გამოხატული გასტროენტეროლოგიური სიმპტომები მალაბსორბციის მკვეთრი კლინიკური ნიშნების გარეშე ან სრულიად სხვა ტიპის სიმპტომები, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ.
ზოგჯერ ცელიაკია უსიმპტომოდ, ფარულად მიმდინარეობს. პაციენტი არაფერს უჩივის, თუმცა გამოხატული აქვს წვრილი ნაწლავის ხაოს ატროფია. უგლუტენო დიეტა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამ შემთხვევაშიც დადებითად აისახება. დიეტის წყალობით ადამიანები თავს გაცილებით ენერგიულად და ჯანსაღად გრძნობენ.
დიაგნოსტიკა
სეროლოგიური ტესტირების პოზიტიური პასუხების შემთხვევაში ცელიაკიის დიაგნოზის დადასტურება ხდება წვრილი ნაწლავის ბიოფსიური მასალის ჰისტომორფოლოგიური შესწავლით.
გენეტიკური კვლევა (HLA ტესტირება) ნაჩვენებია პაციენტებში არასპეციფიური კლინიკური სიმპტომებით, სეროლოგიური ტესტების უარყოფითი შედეგებით და მსუბუქი ხარისხის ინფილტრაციული ცვლილებებით პროქსიმალური წვრილი ნაწლავის ბიოფსიურ მასალაში. HLA ტიპირება ასევე გამართლებულია ასიმპტომურ პირებში რისკის ჯგუფიდან. დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში პაციენტის მართვას და მონიტორინგს ახორციელებს გასტროენტეროლოგი. ცელიაკიის მართვა გულისხმობს აგლიადინურ ანუ გლუტენისგან თავისუფალ კვებას. დიეტა გრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე. სრულფასოვანი დიეტის ფონზე ხდება ნაწლავის ატროფიული ცვლილებების უკუგანვითარება 3-6 თვეში, რასაც მოსდევს გასტროინტესტინური გამოვლინებების ალაგება, ზრდის დაჩქარება და ძვლის მინერალიზაციის (სიმკვრივის) გაუმჯობესება. პაციენტზე მეთვალყურეობა გულისხმობა კლინიკური მდგომარეობისა და სეროლოგიური ტესტების მონიტორინგს. სეროლოგიური ტესტების ნორმალიზაციას საშუალოდ ესაჭიროება 6-12 თვე.
წყარო
- https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/celiac-disease/symptoms-causes/syc-20352220
- https://www.nhs.uk/conditions/coeliac-disease/
- https://www.webmd.com/digestive-disorders/celiac-disease/celiac-disease
- https://www.healthline.com/health/celiac-disease-sprue
- https://www.hsph.harvard.edu/nutritionsource/healthy-weight/diet-reviews/gluten-free-diet-weight-loss/
ანალიზის დასახელება / Name of the test | კატეგორია / Category | ფასი / Price | კოდი / CODE | პასუხის დრო (სამუშაო დღე)** | ანალიზის შესრულების ლოკაცია**** | ყიდვა | hf:tax:product_cat |
---|