მსგავსი სიმპტომები ხშირად არ ნიშნავს ერთსა და იმავე დაავადებას. გლუტენის მიღებასთან დაკავშირებული ჩივილები შესაძლოა უკავშირდებოდეს ცელიაკიას და გლუტენის არაცელიაკურ აუტანლობას (გლუტენისადმი სენსიბილიზაცია).
სარჩევი
ცელიაკია აუტოიმუნური დაავადებაა, მაშინ როცა გლუტენის აუტანლობა სენსიბილიზაციის რეაქციაა გლუტენზე. ცელიაკია აზიანებს წვრილ ნაწლავს, აქვს ოჯახური ხასიათი. გლუტენის აუტანლობა ალერგიული რეაქციაა, არ აქვს მემკვიდრული ხასიათი.
ორივე შემთხვევაში რეკომენდაცია ერთია – გლუტენის მირებისგან თავის შეკავება. თუმცა, ცელიაკიის შემთხვევაში გლუტენის გამორიცხვა რაციონიდან სრული და სამუდამოა, ხოლო გლუტენისადმი ალერგიის დროს – შესაძლებელია მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, მცირე დოზებით გლუტენის შემცველი პროდუქტების დაშვება რაციონში.
ცელიაკია |
გლუტენის აუტანლობა (სენსიბილიზაცია) |
აუტოიმუნური გენეტიკური დაავადებაა, რომლის დროსაც ხორბლის, ქერის, ჭვავის პროდუქტები აინიცირებს აუტოანტისხეულების წარმოქმნას | ალერგიული ხასიათის ჰიპერმგრძნობელობაა გლუტენის შემცველი პროდუქტების მიმართ |
დიაგნოსტირდება აუტოანტისხეულების აღმოჩენით სისხლში, ან წვრილი ნაწლავის ბიოფსიური მასალის შესწავლით | დიაგნოსტირდება ცელიაკიის გამორიცხვით, გლუტენისადმი ანტისხეულების აღმოჩენით სისხლში |
გლუტენის აუტანლობას და ცელიაკიას პრაქტიკულად მსგავსი სიმპტომები აქვს. მდგომარეობას ბევრად აუმჯობესებს გლუტენის შემცველი პროდუქტების ამოღება რაციონიდან.
სიმპტომები
- მეტეორიზმი, შებერილობა, შეკრულობა
- სისუსტე, ტავის ტკივილი, გაბრუება
- დეპრესოა
- დიარეა, ღებინება
- დისკომფორტი ან ტკივილი სახსრებში
დიაგნოსტიკური ტესტების გარეშე ამ პათოლოგიების ერთმანეთისგან გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია.
არსებობს მოსაზრება, რომ ამილაზა/ტრიფსინის ინჰიბიტორების ზემოქმედება შესაძლოა იყოს გლუტენსიადმი ჰიპერსენსიბილიზაციის მიზეზი. ამილაზა/ტრიფსინის ინჰიბიტორები ცილებია, რომლებიც მარცვლეულის – ქერის, ჭვავის, ხორბლის შემადგენლობაში შედის.
ცელიაკიისა და გლუტენის აუტანლობის გარდა, მსგავსი სიმპტომებით მიმდინარეობს ხორბლის ალერგიაც – ესა ხორბლის შემადგენლობაში შემავალ კომპონენტებზე იმუნური რეაქცია. ხორბლის სემცველი პროდუქტების მინიმალური ოდენობით მირებამაც კი შესაძლოა გაოიწვიოს:
- გულისრევა-ღებინება
- გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება
- სურდო
- სასუნთქი გზების შეშუპება
- ანაფილაქსია
დიფერენცირებული დიაგნოსტიკა
ცელიაკიის დიაგნოსტიკა
ცელიაკიის პირველი რიგის კვლევებს როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში განეკუთვნება ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზას IgA ანტისხეულების განსაზღვრა.
2 წლამდე ასაკის ბავშვებში კვლევის პირველ ეტაპზე ასევე მოწოდებულია დეამინირებული გლიადინის IgA და IgG კვლევა. ცელიაკიის დიაგნოსტირებისას აუცილებელია პაციენტის კვების რაციონი შეიცავდეს გლუტენს (სხვა შემთხვევაში ანტისხეულების წარმოქმნა არ მოხდება). ცელიაკიით დაავადებულთა 93%-ზე მეტში ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზას ანტისხეულების ტესტი დადებითია, იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ გლუტენის შემცველ პროდუქტებს.
არსებობს ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზას ანტისხეულების ტესტის ცრუ დადებითი პასუხის შესაძლებლობა იმ ადამიანებში, რომლებსაც სხვა აუტოიმუნური დაავადებები აქვთ დიაგნოსტირებული: ტიპი I შაქრიანი დიაბეტი, ჰაშიმოტოს თირეოიდიტი, ფსორიაზი, რევმატოიდული ართრიტი, ღვიძლის აუტოიმუნური დაზიანება, გულის უკმარისობა და სხვა.
დამატებითი კვლევები
IgA ენდომიზიური ანტისხეულების ტესტი თითქმის 100% სპეციფიურობით ხასიათდება ცელიაკიის დიაგნოსტიკაში, თუმცა ცელიაკიით დაავადებულთა 5-10% შესაძლოა ტესტის პასუხი ნეგატიური ქონდეს.
შრატის საერთო IgA განსაზღვრა – გამოიყენება ცელიაკიისთვის დამახასიათებელი IgA დეფიციტის გამოსარიცხად, რადგან ამან შესაძლოა მოგვცეს ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზას და ენდომიზიური იმუნოგლობულინების ცრუ უარყოფითი შედეგები. შრატის IgA დეფიციტი ასევე გვხვდება სხვა დაავადებებშიც, როგორებიცაა: ვილის ატროფია(ნაწლავის ხაოების ატროფიით მიმდინარე დაავადება), გიარდიაზი(წვრილი ნაწალვის ბაქტერიული დაავადება), წვრილი ნაწლავის მიკროფლორის ჭარბი ზრდა და სხვა.
დეამინირებული გლიადინპეპტიდი – ეს ტესტი გამოიყენება ცელიაკიის სასკრინინგოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც არენიშნებათ შრატის საერთი IgA დეფიციტი, ასევე ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზას და ენდომიზიური ანტისხეულების უარყოფითი მონაცემი.
გენეტიკური კვლევა:
ცელიაკიის დიაგნოსტირების შემდეგი საფეხურია ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენების HLA-DQ2/DQ7/DQ8 და HLA-DR აღმოჩერნა შრატში. ამ ანტისხეულების არარსებობა გამორიცხავს ცელიაკიას.
გარდა ლაბორატორიული მეთოდებისა გამოიყენება ნაწლავის კედლის ბიოფსია და ენდოსკოპიური ვიზუალიზაციის მეთოდი.
გლუტენის აუტანლობის დიაგნოსტიკა
გლუტენის აუტანლობის დიაგნოსტიკა, როგორც წესი მოითხოვს ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული მეთოდებით ცელიაკიის გამორიცხვას. გლუტენის ალერგიის დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება გლუტენის სალერგენის სპეციფიკური IgE კვლევა.
მკურნალობა
როგორც ცელიაკიის, ისე გლუტენის ალერგიის დროს, მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა გლუტენის წყაროების გამორიცხვა კვების რაციონიდან. ეს ამცირებს როგორც ანთებით პროცესებს წვრილ ნაწლავში, ისე სიმპტომებს – დიარეას, მუცლის ტკივილს მალაბსორბციას და სხვა. სიმპტომების და გართულებების მკურნალობა მიმართულია პათოგენეზური მექანიზმების აღმოფხვრისაკენ და მათ საჭიროებას, ისე როგორც ხანგრძლივობას წყვეტს მკურნალი ექიმი, კლინიკურ-ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით.
საყურადღებო ინფორმაცია
სამედიცინო ჩვენების გარეშე გლუტენის შემცველ პროდუქტებზე უარის თქმა, არ ნიშნავს ჯანსაღ კვებას. უგლუტენო პროდუქტების მიღება გულისხმობს ბოჭკოვანი პროდუქტების შეზღუდვს რაციონში, ზოგჯერ – ვიტამინების დეფიციტსაც, რადგან უგლუტენო საკვები არ არის ვიტამინებით ან მინერალებით გამდიდრებული.
გლუტენის შემცველი მარცვლოვნები, ნორმის ფარგლებში აუცილებელია ჯანსაღი რაციონისთვის, რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით B ჯგუფის ვიტამინებს და რკინას.
როდის მივმართოთ ექიმს?
თუ ერთერთ მშობელს, ან და-ძმას დიაგნისტირებული აქვს ცელიაკია, თუნდაც სიმპტომების არარსებობისას.
ცელიაკიის ან გლუტენისადმი სენსიბილიზაციის ნებისმიერი სიმპტომის არსებობისას.
ნებისმიერი აუტოიმუნური დაავადების არსებობისას, რადგან ეს ზრდის სხვა ავტოიმუნური დაავადებების და მათ შორის ცელიაკიის განვიტარების რისკს.
თუ ეჭვობთ ცელიაკიის ან გლუტენის აუტანლობის არსებობაზე, ლაბორატორია „სინევო“ გთავაზობთ შემდეგ კვლევებს:
ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვა hf:tax:product_cat
ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან
რესურსები
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hepatitis-b/diagnosis-treatment/drc-20366821
https://medlineplus.gov/hepatitisb.html
https://www.webmd.com/hepatitis/digestive-diseases-hepatitis-b