1 აგვისტო ფილტვის კიბოს ცნობადობის დღეა!
ციტოკერატინის ფრაგმენტი-19-ის ანტიგენი (CYFRA 21-1) ციტოკერატინის ცილოვან ოჯახს ეკუთვნის.
CYFRA 21-1 განსაზღვრა გამოიყენება როგორც სიმსივნის მარკერი, განსაკუთრებით ფილტვის #არაწვრილუჯრედოვანი სიმსივნის დროს, კარცინოემბრიონულ (CEA) და სქვამოზურუჯრედოვან (SCCa) ანტიგენებთან ერთად.
როდის ტარდება კვლევა?
– ფილტვის არაწვრილუჯრედოვან სიმსივნეზე ეჭვისას
– ფილტვის უცნობი გენეზის მოცულობითი წარმონაქმნების დიფერენცირებისას
– ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი სიმსივნის თერაპიული კონტროლისთვის, რეციდივის ალბათობის შესაფასებლად
თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ გვერდებს და გაიგეთ მეტი