კალციუმი არის მინერალი, რომელიც ყველაზე ხშირად ასოცირდება ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობასთან, თუმცა ის ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის შედედებაში, ეხმარება კუნთების შეკუმშვას და არეგულირებს გულის ნორმალურ რიტმს და ნერვულ ფუნქციას. ორგანიზმში არსებული კალციუმის დაახლოებით 99% ინახება ძვლებში, დანარჩენი 1% სისხლში, კუნთებსა და სხვა ქსოვილებშია.
სარჩევი
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყოველდღიური ფუნქციების შესასრულებლად ორგანიზმი არეგულირებს სისხლში და ქსოვილებში კალციუმის მუდმივი რაოდენობის შესანარჩუნებას. კერძოდ თუ სისხლში კალციუმის დონე ძალიან დაბალია, პარათირეოიდული ჰორმონი (PTH) აგზავნის სიგნალს ძვლებში, რომ კალციუმი გამოუშვან სისხლში. ამ ჰორმონს ასევე შეუძლია D ვიტამინის გააქტიურება ნაწლავში კალციუმის შეწოვის გასაუმჯობესებლად.
ამავდროულად, PTH თირკმელებს აძლევს სიგნალს შარდში ნაკლები კალციუმის გამოყოფის შესახებ. როდესაც ორგანიზმში საკმარისი კალციუმია, სხვა ჰორმონი, სახელად კალციტონინი, მუშაობს საპირისპიროდ: ის ამცირებს კალციუმის დონეს სისხლში, აჩერებს კალციუმის გამოყოფას ძვლებიდან და თირკმელებს აძლევს სიგნალს, რომ გამოიდევნოს მეტი შარდით.
ორგანიზმი საჭირო კალციუმს ორი გზით იღებს. ერთი არის კალციუმის შემცველი საკვების ან დანამატების მიღებით, მეორე კი ორგანიზმში კალციუმის გამოდევნით. თუ ადამიანი არ მიირთმევს საკმარისად კალციუმის შემცველ საკვებს, სხეული კალციუმს ძვლებიდან გამოათავისუფლებს. იდეალურ შემთხვევაში, კალციუმი, რომელიც არის “ნასესხები” ძვლებისგან, მოგვიანებით შეივსება. მაგრამ ეს პროცესი ყოველთვის ასეარ მიმდინარეობს და დაკარგული კალციუმის აკუმულირება ვერ მიიღწევა მხოლოდ კალციუმით მდიდარი საკვების მიღებით.
კალციუმის რეკომენდირებული ნორმები:
კალციუმის დღიური ნორმა ასაკზეა დამოკიდებული. საშუალო მაჩვენებლები ასეთია:
- 6 თვემდე – 200 მგ
- 7-დან 12 თვემდე – 260 მგ
- 1-დან 3 წლამდე – 700 მგ
- 4-დან 8 წლამდე – 1000მგ
- 9-დან 13 წლამდე – 1300 მგ
- 14-დან18 წლამდე – 1300 მგ
- 19-დან 50 წლამდე – 1000 მგ
- 51-დან 70 წლამდე:
- მამაკაცებისთვის – 1000 მგ
- ქალებისთვის – 1200 მგ
- ორსულებისა და მეძუძურებისთვის
- მოზარდებისთვის – 1300 მგ
- ზრდასრულებისთვის – 1000 მგ
კვების წყაროები:
- კალციუმი ფართოდ არის ხელმისაწვდომი* ბევრ საკვებში, არა მხოლოდ რძის პროდუქტებში, არამედ, კალციუმით მდიდარი სავებია: ხილი, ფოთლოვანი მწვანილი, ლობიო, თხილი და ზოგიერთი სახამებლის ბოსტნეული.
- რძის პროდუქტები (ძროხის, თხის, ცხვრის) და გამაგრებული მცენარეული რძის პროდუქტები (ნუში, სოიო, ბრინჯი);
- ყველი;
- იოგურტი;
- ფორთოხლის წვენი;
- ზამთრის გოგრა;
- ედამამე (ახალგაზრდა მწვანე სოიო);
- ტოფუ, დამზადებულია კალციუმის სულფატით;
- დაკონსერვებული სარდინი, ორაგული (ძვლებით);
- ნუში;
- ფოთლოვანი მწვანილი.
კალციუმის ბიოშეღწევადობა
კალციუმი დიდი მინერალია და არც ისე ადვილად იშლება ნაწლავებში. ზოგჯერ საკვები პროდუქტის ეტიკეტზე მითითებულია კალციუმის რაოდენობა, რომელიც წარმოადგენს საკვებში კალციუმის საზომს, მაგრამ არა აუცილებლად იმ რაოდენობას, რომელსაც ორგანიზმი შთანთქავს. რაოდენობას, რომელიც რეალურად შეიწოვება და გამოიყენება ორგანიზმის მიერ, ეწოდება “კალციუმის ბიოშეღწევადობა”. ზოგიერთ საკვებს აქვს კალციუმის უფრო მაღალი ბიოშეღწევადობა, ვიდრე სხვებს.
მაგალითად, რძის პროდუქტებს აქვთ ბიოშეღწევადობა დაახლოებით 30% შთანთქმის, ასე რომ, თუ საკვების ეტიკეტზე მითითებულია 300 მგ კალციუმი თითო ჭიქაზე, დაახლოებით 100 მგ შეიწოვება და გამოიყენება ორგანიზმის მიერ. მცენარეული საკვები, როგორიცაა ფოთლოვანი მწვანილი, შეიცავს ნაკლებ კალციუმს, მაგრამ აქვს უფრო მაღალი ბიოშეღწევადობა, ვიდრე რძის პროდუქტებს.
დეფიციტის და ტოქსიკურობის ნიშნები
a)დეფიციტი
კალციუმის უფრო სერიოზული დეფიციტია ჰიპოკალციემია. გამოწვეულია ისეთი დაავადებებით, როგორიცაა თირკმლის უკმარისობა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ოპერაციები, ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა შარდმდენები, რომლებიც ხელს უშლიან შეწოვას.
ჰიპოკალციემიის სიმპტომები:
- კუნთების კრუნჩხვა, სპაზმები;
- მწვავე ტკივილი კუნთებში;
- ჩხვლეტა და მოდუნება ენის, ხელების, ფეხების არეში;
- გულის რითმის დარღვევა;
- გაღიზიანებულობა;
- კრუნჩხვები (ტეტანია);
- ეპილეპტიკური გულყრა;
- კანის დახეთქვა, სიმშრალე;
- ფრჩხილების მტვრევა;
- ხშირ შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ენდოკრინოლოგი ატარებს შემდეგი სახის გამოკვლევებს:
- სისხლის საერთო ბიოქიმიურ ანალიზს;
- შარდის ანალიზს;
- ელექტროკარდიოგრაფიას;
- ძვლების რენტგენოლოგიურ გამოკვლევას;
- დენსიტომეტრიას;
- შინაგანი ორგანოების მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
- სპეციალურ სინჯებს.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
- ოსტეოპოროზი;
- მხედველობითი ნერვის დისკის შეშუპება;
- კატარაქტა;
- ნევრიტი;
- ჰიპოპარათირეოზი;
- გულის უკმარისობა;
- ჩონჩხის დეფორმაცია.
რისკ ჯგუფებს მიეკუთვნება:
- პოსტმენოპაუზური ქალები – მენოპაუზის დროს ამცირებს ორგანიზმში ესტროგენის რაოდენობას, ჰორმონს, რომელიც ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას და ძვლებში მინერალის შენარჩუნებას.
- ამენორეა — მდგომარეობა, როდესაც მენსტრუალური ციკლი ადრე ჩერდება ან დარღვეულია, ხშირად გვხვდება ახალგაზრდა ანორექსიით დაავადებულ ქალებში და სპორტსმენებში, რომლებიც ფიზიკურად ვარჯიშობენ ძალიან დიდი დატვირთვით.
- რძის ალერგია ან ლაქტოზას შეუწყნარებლობა – წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ორგანიზმი ვერ ითვისებს რძეში შემავალ შაქარს, ლაქტოზას ან რძის, კაზეინის ან შრატის ცილებს.
მკურნალობა
დაავადების აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
- კალციუმის შემცველ პრეპარატებს;
- D ვიტამინის შემცველ პრეპარატებს;
- მაგნიუმის დონის ამწევ პრეპარატებს;
- სამკურნალო პრეპარატები შეიძლება დაინიშნოს როგორც აბების, ისე ინექციის სახით ექიმთან კონსულტაციის შემდგომ.
b) ტოქსიკურობა
სისხლში კალციუმის გადაჭარბებულ რაოდენობას ჰიპერკალციემია ეწოდება. კალციუმის ზედა ზღვარი (UL) არის 2500 მგ დღეში საკვებიდან და დანამატებიდან. 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებმა არ უნდა მიიღონ დღეში 2000 მგ-ზე მეტი, განსაკუთრებით დანამატებიდან, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს ზოგიერთი დაავადების რისკი, როგორიცაა თირკმლის კენჭები, პროსტატის კიბო და ყაბზობა.
ზოგიერთ ადამიანში კალციუმი შეიძლება დაგროვდეს სისხლძარღვებში ხანგრძლივი მაღალი დოზებით და გამოიწვიოს გულის პრობლემები. კალციუმი ასევე დიდი მინერალია, რომელსაც შეუძლია დაბლოკოს სხვა მინერალების შეწოვა, როგორიცაა რკინა და თუთია.
ჰიპერკალციემიის სიმპტომები :
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები, რომელბიც ჩნდება მაშინ, თუ სისხლში კალციუმის ნორმა აჭარბებს 11-12%-ს:
- გაუწყლოება;
- ხშირი შარდვა;
- გულის რევა, ღებინება;
- არტერიული წნევის აწევა;
- მადის დაკარგვა;
- ძლიერი ტკივილი მუცლის არეში;
- კუნთბის ტკივილი;
- ჰალუცინაცია;
- ემოციური აშლილობა;
- გონებრივი აქტივობის დაქვეითება;
- სწრაფი დაღლა;
- ხშირ შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
- ანტრიოვენტრიკულარული ბლოკადა;
- გულის არითმია;
- თირკმლის მწვავე უკმარისობა;
- კრუნჩხვა;
- გულის გაჩერება;
- კომა.
დიაგნოსტიკა
კალციუმის სიჭარბის ან დეფიციტის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება ერთგვარი სისხლის ტესტი, რომელიც ზომავს სისხლში კალციუმის დონეს.
კალციუმის სისხლის ტესტის ორი ტიპი არსებობს:
1)მთლიანი კალციუმი: ეს ტესტი ზომავს თქვენს სისხლში არსებულ გარკვეულ პროტეინებთან დაკავშირებულ კალციუმს და „თავისუფალ“ ან მიუერთებელ კალციუმს.
2)იონიზებული კალციუმი: ეს ტესტი ზომავს კალციუმს, რომელიც არ არის მიმაგრებული ან „თავისუფალი“ თქვენს სისხლში გარკვეულ ცილებთან.
ტესტის ჩატარება შეგიძლიათ სინევოს ლაბორატორიების ნებისმიერ ფილიალში.
ტესტის ონლაინ შეძენა : https://synevo.ge/product/calcium-ca-laboratory-research/
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
- კალციუმით მდიდარი პროდუქტების მიღების გაკონტროლება;
- რისკის ჯფგუფში შემავალი ადამიანებისთვის საჭიროა კალციუმის და D ვიტამინის შემცველი პრეპარატების გამოყენებამდე მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გავლა.
წყარო
- https://www.hsph.harvard.edu/nutritionsource/calcium/
- https://my.clevelandclinic.org/health/diagnostics/22021-calcium-blood-test
- Institute of Medicine (US) Committee to Review Dietary Reference Intakes for Vitamin D and Calcium; Ross AC, Taylor CL, Yaktine AL, et al., editors. Dietary Reference Intakes for Calcium and Vitamin D. Washington (DC): National Academies Press (US); 2011. 5, Dietary Reference Intakes for Adequacy: Calcium and Vitamin D. Available from: https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK56056/ Accessed 12/16/2019.
- Dickinson HO, Nicolson DJ, Cook JV, Campbell F, Beyer FR, Ford GA, Mason J. Calcium supplementation for the management of primary hypertension in adults. Cochrane Database Syst Rev. 2006 Apr 19;(2):CD004639.
- Kopecky SL, Bauer DC, Gulati M, Nieves JW, Singer AJ, Toth PP, Underberg JA, Wallace TC, Weaver CM. Lack of evidence linking calcium with or without vitamin D supplementation to cardiovascular disease in generally healthy adults: a clinical guideline from the National Osteoporosis Foundation and the American Society for Preventive Cardiology. Annals of internal medicine. 2016 Dec 20;165(12):867-8.
ანალიზის დასახელება / Name of the test | კატეგორია / Category | ფასი / Price | კოდი / CODE | პასუხის დრო (სამუშაო დღე)** | ანალიზის შესრულების ლოკაცია**** | ყიდვა | hf:tax:product_cat |
---|