ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

კრუპი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

კრუპი(ლარინგოტრაქეობრონქიტი)  სასუნთქი გზების ინფექციური ბუნების დაავადებაა, რომელიც უპირატესად მცირე ასაკის და ჩვილ ბავშვებში გვხვდება. მდგომარეობა  ასოცირებულია სასუნთქი გზების ვირუსულ ინფექციებთან და იწვევს სასულის, ხორხის და ბრონქების მკვეთრ შეშუპებას და სპაზმს, რაც იწვევს მყეფავ ხველას,ხმაურიან სუნთქვას და ხმის შეცვლას. კრუპი როგორც წესი ზომიერი გამოვლინებებით ხასიათდება, თუმცა იშვიათ შემთხვევაში სიცოცხლისთვის საშიშ გართულებასაც იწვევს.

სასუნთქი გზების შეშუპება ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად მცირდება და 3-5 წლის ასაკის შემდეგ კრუპი პრაქტიკულად არ ვითარდება. კრუპი ხშირად პარაგრიპის ვირუსითაა გამოწვეული, თუმცა მისი განვითარება შესაძლოა დაკავშირებული იყოს გრიპის, სინციტიური რესპირატორული ვირუსის, ყივანახველას და სხვა ინფექციური დაავადებების არსებობასთან.

ხველის მახასიათებლებით კრუპი ძალიან გავს ყივანახველას, თუმცა კრუპი უფრო ვირუსუსლი ინფექციებისთვის დამახასიათებელი მდგომარეობაა, ყივანახველა კი ბაქტერიული პათოლოგიაა (Bordetella pertussis).

 

კრუპის სიმპტომები

კრუპის ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომი უხეში, მყეფავი ხველაა. ასევე გამოხატულია ხმაურიანი სუნთქვა (სტრიდორი), ხმის ტემბრის მკვეთრი შეცვლა.

კრუპის მიმდინარეობა შემთხვევათა უმეტესობაში ზომიერია და ხანგრძლივობა ერთ კვირას არ აღემატება. იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია სიმპტომების დამძიმება:

  • ცმის ჩახლეჩა
  • მარალი ცხელება
  • გამონაყარი კანზე
  • კონიუნქტივიტი
  • ლიმფური კვანძების გადიდება

კრუპის სიმპტომების დამძიმება შესაძლოა მოიცავდეს:

 

  • სუნთქვის გაძნელება
  • შფოთვა და მოუსვენრობა
  • ციანოზი (კანის მოლურჯო შეფერილობა)
  • რეტრაქციები – კანის ჩაწეული უბნები გულნკერდის და ნეკნების მიდამოში

 

კრუპის გამომწვევი მიზეზები

კრუპის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზია ვირუსული ინფექციები: პარაგრიპის ვირუსი, გრიპის ვირუსი, რესპირატორული სინციტიური ვირუსი, წითელა და ადენოვირუსები. ვირუსული  კრუპის დროს ვითარდება ზედა  სასუნთქი გზების  შეშუპება რაც იწვევს სუნტქვის პროცესის გაძნელებას. თუმცა, არ არის აუცილებელი  ვირუსული ინფექციის საპასუხოდ აუცილებლად კრუპი განვითარდეს. ხშირად, ვირუსულ ინფექციას ბაქტერიული გართულებაც ემატება, რაც სასუნთქი გზების შეშუპების და ანთების პროცესს კიდევ უფრო ამძიმებს.

 

როგორ ვითარდება კრუპი?

ვირუსები, რომლებიც სასუნთქი გზების ანთებას იწვევს, ადვილად ვრცელდება გარემოში ჰაერ-წვეთოვანი გზით. დაავადებული ადამიანი ხველების, ცემინების და ლაპარაკის დროს გამოყოფს ნერწყვის უწვრილეს წვეთებს, რომლებიც ვირუსებითაა ინფიცირებული. დაავადებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის პირობებში ეს უწვრილესი წვეტები ხვდება სხვა ადამიანების თვალის, ცხვირისა და პირის ღრუს ლორწოვანზე, იწვევს ზედა სასუნთქი გზების ანთებას, შეშუპებას და კრუპს.

 

როგორია კრუპის ხანგრძლივობა?

კრუპის სიმპტომების განვითარებიდან დაახლოებით 3-4 დღე ბავშვი ჯერ კიდევ გადამდებია, მიუხედავად ტემპერატურის დარეგულირებისა.

 

კრუპის გართულებები

კრუპის შემთხვევატა უმეტესობა ზომიერი სიმძიმით მიმდინარეობს და სახლის პირობებში ექიმის მეთვალყურეობა და მკურნალობა სრულიად საკმარისია. კრუპის შემთხვევათა 5%-ზე ნაკლებ შემთხვევებში შესაძლებელია გართულების განვითარება, რაც აუცილებლად ჰოსპიტალურ მკურნალობას საჭიროებს.

თუ ჩამოთვლილთაგან ერთი მაჩვენებელი მაინც ემთხვევა, აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია:

  • მკურნალობის მიუხედავად პროგრესირებს სუნთქვის გაძნელება, გამოხატულია ქოშინი
  • გამოხატულია დეჰიდრატაციის (გაუწყლოების) სიმპტომები, რაც სითხის ინტრავენურად შევსებას მოითხოვს
  • საინჰალაციო მედიკამენტები არ აუმჯობესებს სუნთქვის მდგომარეობას (მზარდი დოზაა საჭირო რარა სუნტქვის პროცესი შემსუბუქდეს)
  • არენიშნება სისხლში ჟანგბადის კონცანტრაციის (სატურაციის) დაქვეიტება და საჭიროებს ჟანგბადით თერაპიას

 

დიაგნოსტიკა

კრუპის დიაგნოსტიკა გამოვლენილ კლინიკურ ნიშნებს და სიმპტომებს ეფუძნება. გამოხატული მყეფავი ხველა, ხნაურიანი სუნთქვა, სუნტქვის გაძნელება და ხმის შეცვლა – საკმარისია კრუპის დიაგნოზის დასასმელად. სასუნთქი გზების ინფექციის გამომწვევი პათოგენის  გამოსავლენად აუცილებელია ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. მძიმე შემთხვევებში, თუ ქვედა სასუნთქი გზების ანტებაზე არსებობს ეჭვი, აუცილებელია დამატებითი ლაბორატორიული კვლევების და გულმკერდის რენტგენოგრაფიის ჩატარება.

 

სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების სადიაგნოსტიკოდ ლაბორატორია  “სინევო” გთავაზობთ  ტესტებს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

 

 

რესურსები

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/8277-croup

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button