ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

წითელი თვალის სინდრომი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

რა არის წითელი თვალის სინდრომი?

„წითელი თვალის სინდრომი“ აღწერს მდგომარეობას, როდესაც სხვადასხვა მიზეზით შესაძლოა განვითარდეს თვალის ლორწოვანის გაღიზიანება, ან დაზიანება. თვალის ლორწოვანი გარსის – სკლერის სიწითლეს მასში არსებული სისხლძარღვების ანთება და სისხლსავსეობა იწვევს.

თვალის სიწითლე შესაძლოა განვითარდეს ერთ, ან ორივე თვალზე; დაიწყოს მოულოდნელად, ან თანდათანობით. თვალის სიწითლესთან ერთად ხშირად ვითარდება სხვა სიმპტომები:

  • თვალის ტკივილი
  • ქუთუთოების ქავილი
  • ცრემლდენა, ან ჩირქოვანი გამონადენი თვალიდან
  • ქუთუთოების შეშუპება და სიწითლე
  • მხედველობის დაბინდვა და სხვა

 

წითელი თვალის სინდრომის მიზეზები

თვალის სიწითლის გამომწვევი მიზეზები არაერთია:

  • ალერგია
  • ბლეფარიტი (ქუთუთოების ანთება)
  • კონიუნქტივიტი (თვალის ლორწოვანის ანთება)
  • თვალის სიმშრალე
  • მექანიკური გაღიზიანება ან დაზიანება
  • გლაუკომა და სხვა

იმის მიხედვით, თუ რა იწვევს თვალის სიწითლეს, პაციენტის ჩივილები სხვადასხვანაირია:

  • ზოგჯერ ჩივილები საერთოდ არ არის
  • შესაძლოა აღინიშნოს ქავილი და გაღიზიანება
  • ტკივილი და ზეწოლის შეგრძნება
  • ცრემლდენა ან მხედველობის დაბინდვა

 

მკურნალობა

მკურნალობა დამოკიდებულია თვალის სიწითლის გამომწვევ მიზეზებზე. თუ ლორწოვანის სიწითლესთან ერთად სხვა სიმპტომებიცაა გამოხატული, რაც ერთ კვირაზე მეტად გრძელდება – უმჯობესია მიმართოთ სპეციალისტს.

როდის მივმართოთ ექიმს?

წითელი თვალის სინდრომი როგორც წესი თავისთავად გაივლის რამდენიმე დღეში, თუმცა, არსებობს საყურადღებო ნიშნები, რომლებიც სპეციალისტის ჩართულობას მოითხოვს, ესენია:

  • თვალის კაკლის დარბილების შეგრძნება
  • მხედველობის გაუარესება
  • სინათლისდმი მომატებული მგრძნობელობა
  • მდგომარეობის გახანგრძლივება 1 კვირაზე მეტხანს
  • ლორწოს ან ჩირქის გაძლიერებული გამოყოფა
  • ტკივილი და შეშუპება თვალის ან თვალბუდის მიდამოში
  • ცხელება და სხვა

 

ლაბორატორია “სინევო” გთავაზობთ  ლაბორატორიული ტესტების მრავალფეროვნებას:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

ანტიბიოტიკოგრამა კეთდება საჭიროების მიხედვით

კვლევის შედეგების გაცემის დრო არ არის აბსოლუტური, შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით

 

 

რესურსები

https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/17690-red-eye

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button