Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ჰერპეს ზოსტერი (სარტყლისებრი ჰერპესი) | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ჰერპეს ზოსტერი (სარტყლისებრი ჰერპესი) მწვავე ეპიდერმო-ნეიროვირუსია. ის წარმოადგენს ვარიცელა ზოსტერის ვირუსს რომელიც იწვევს ჩუტყვავილასაც, უხშირესად ბავშვობის ასაკში.

ჰერპეს ზოსტერ ვითარდება იმ ადამიანებში, რომლებმაც ბავშვობაში ჩუტყვავილა გადაიტანეს, რადგან ვარიცელა ზოსტერის ვირუსი ინახება ნერვულ სტრუქტურებში ათწლეულების განმავლობაში, სიმპტომების გამოვლინების გარეშე. იმუნური სტატუსის გაუარესებისას ხდება ვირუსის აქტივაცია.

 

ვინ განეკუთვნება რისკის ჯგუფს?

ადამიანებს, რომლებმაც ბავშვობაში ჩუტყვავილა გადაიტანეს, მეტი რისკი აქვთ ჰერპეს-ზოსტერის განვითარების. ასევე რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან:

  • იმუნოკომპრომეტირებული პირები – აივ ინფიცირებულები, პაციენტები სიმსივნით, ორგანოების ტრანსპლანტაციით
  • ადამიანები 50 წლის ასაკის ზემოთ
  • ტრავმის შემდგომი მდგომარეობები
  • სტრესის გავლენის ქვეშ მყოფი პირები

ჩუტყვავილას გადატანის შემდეგ ვირუსი არ ტოვებს ორგანიზმს, არამედ რჩება ზურგის ტვინის ნერვების ფესვების განგლიებში (ნერვულ კვანძებში). ვირუსის რეაქტივაციის მიზეზები ბოლომდე დადგენილი არ არის, თუმცა ჩამოთვლილმა ფაქტორებმა შესაძლოა გამოიწვიოს მისი გააქტივება და ჰერპეს ზოსტერის განვიტარება

შესაძლებელია ჰეპეს ზოსტერი რამდენიმეჯერ განმეორდეს?

დიახ, შესაძლებელია. ვირუსული პროცესის რეციდივები ხშირად გამონაყრის გარეშე მიმდინარეობს.

 

სიმპტომები

ადრეული სიმპტომებია:

  • ცხელება
  • შემცივნება
  • თავის ტკივილი
  • დაღლილობა
  • სინათლისადმი მგრძნობელობა
  • კუჭ-ნაწლავის აშლილობები

დაავადების დაწყებიდან რამდენიმე დღეში ემატება შემდეგი სიმპტომები:

  • კანის ქავილისა და წვის შეგრძნება
  • დაზიანებული უბნის კანის სიწითლე
  • სითხით სავსე ბუშტუკები, რომლებიც ადვილად სკდება და იქერცლება
  • ზომიერი ან მწვავე ტკივილი დაზიანებულ არეში

 

 

დაავადება ხშირად იწყება ტკივილის სინდრომით. ტკივილი ძლიერი ინტენსივობისაა, პერიოდული ხასიათი აქვს. მას ახლავს ზოგადი სიმპტომებიც: ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, რასაც 3-4 დღის შუალედით ერთვის   ბუშტუკოვანი გამონაყარი, რომლის მდებარეობა ნერვის  დერმატომს (ნერვის მიერ ინერვირებულ კანის უბანს) შეესაბამება.

გამონაყარი როგორც წესი ვითარდება შემდეგ არეებში: ნეკნთაშუა არეები, მუცელი, კიდურები, სახე – სამწვერა ნერვის საპროექციოდ (თვალბუდის მიდამო). დაქვეითებული იმუნური სტატუსის დროს გამონაყარი შესაძლოა იყოს გენერალიზებული – მთელ სხეულზე.

ბუშტუკოვანი გამონაყარი უკუგანვითარდება 7-10 დღეში და დაზიანებული კანის მთლიანობა აღდგება საშუალოდ 2-4  კვირაში. ტკივილი ინტენსიური წვის ხასიათისაა. ზოგიერთ პაციენტში ხანგრძლივდება კვირების და თვეების განმავლობაში. მას პოსტ-ჰერპესული ნევრალგია ეწოდება და ჰერპეს-ზოსტერის ყველაზე ხშირი გართულებაა.

 

ვარიცელა ზოსტერის ვირუსის გავრცელება

ვარიცელა ზოსტერის ვირუსი ვრცელდება პირდაპირი – კანის კანთან კონტაქტის გზით, ბუშტუკების მთლიანობის დარღვევის და მისი შიგთავსის გამოფრქვევის დროს. ვირუსის გავრცელება ჰაერ-წვეთოვანი გზით – ძალიან იშვიათია.

დაავადებული  გადამდებია სხვა ადამიანებისთვის ვიდრე ბუშტუკები არ გამოშრება და ფუფხით არ დაიფარება.

 

დიაგნოსტიკა და ლაბორატორიული ტესტები

ჰერპეს ზოსტერის გამონაყარი იმდენად სპეციფიკურია, რომ განვითარებისთანავე ზუსტი დიაგნოსტირების შესაძლებლობას იძლევა. იშვიათ შემთხვევებში, შესაძლებელია გამონაყარი არ განვითარდეს, რაც ართულებს დიაგნოსტიკას.

ჰერპეს ზოსტერის დროს აუცილებელია დიფერენცირებული დიაგნოსტიკა: მარტივ ჰერპესთან, კონტაქტურ დერმატიტთან, ფოლიკულიტთან, კანის ინფექციებთან, მწერის ნაკბენთან, კანის კანდიდოზთან და სხვა.

ჰერპეს ზოსტერის დიაგნოსტიკა გართულებულია იმუნოკომპრემეტირებულ ადამიანებში, ბავშვებსა და ზოგჯერ მოზარდებში, რადგან დაავადება ატიპური გამოვლინებებით მიმდინარეობს.

ვარიცელა ზოსტერ ვირუსის დნმ-ის პჯრ კვლევა მნიშვნელოვანია დაავადების სწორი დიაგნოსტიკისთვის. პჯრ კვლევისთვის შესაძლოა სხვადასხვა საკვლევი მასალის –  სისხლის, ბუშტუკის შიგთავსის, ლიქვორის, ამნიონური სითხის – გამოყენება.

ჰერპეს ზოსტერის სეროლოგიური დიაგნოსტიკა ემყარება სისხლში IgG და IgM ანტისხეულების გამოვლენას. სეროდიაგნოსტიკის მეთოდის გამოყენება შეზღუდულია და მოწოდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასალის აღება პჯრ კვლევისთვის არ ხერხდება.

ჰერპეს ზოსტერის სეროლოგიური დიაგნოსტიკა მოწოდებულია დაავადების ატიპური გამოვლინებებისას, როგორიცაა: პნევმონია, ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციები, ზოსტერის განვითარება ორსულებში ან ახალშობილებში. სეროლოგიური ტესტებით შეფასება ინფორმატიულია ვაქცინაციის ეფექტურობის შესაფასებლად. ვაქცინაციის შემდეგ IgG ანტისხეულების აღმოჩენა ადასტურებს იმუნიზაციის ეფექტურობას.

 

ჰერპეს ზოსტერის გართულებები

ვირუსული გამონაყრის ალაგების შემდეგ ტკივილის სინდრომი შეიძლება გაგრძელდეს.  პოსტჰერპესული ნევრალგია  შემთხვევათა 10%-ში ვითარდება  და ზოგიერთ პაციენტში წლების მანძილზე მძიმედ მიმდინარეობს. ნევრალგიის განვითარების მექანიზმები ბოლომდე შესწავლილი არ არის.

სხვა გართულებებიდან აღსანიშნავია:

  • ნერვის დაზიანების სხვა ტიპები: დაბუჟება ან ქავილი
  • ვირუსული გამონაყრის ბაქტერიული ინფექციით გართულება
  • თვალის და ყურის დაზიანება, როდესაც მიმდებარედ არის ბუშტუკოვანი გამონაყარი

 

 

 

ჰერპეს ზოსტერის მკურნალობა

რადგან დაავადება ადვილად გადამდებია, მკურნალობის უპირველესი მიზანია დაავადებული ადამიანის იზოლირება. მნიშვნელოვანია ტკივილის შემსუბუქება, გამონაყრის დამუშავება – ადგილობრივი ინფექციების განვითარებისგან თავის დასაცავად.

დაავადების გამოვლინებისთანავე მნიშვნელოვანია კონსულტაცია ექიმთან, რათა ზუსტად შეფასდეს გამონაყარი, დაისვას დიაგნოზი და დაინიშნოს მკურნალობა.

 

როგორ მკურნალობენ პოსტჰერპესულ ნევრალგიას?

მკურნალობა მოიცავს როგორც ადგილობრივი საშუალებების (სამკურნალო მალამოების),  ასევე ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდების, ანტიდეპრესანტების და ანტიკონვულსანტების კომბინირებულ გამოყენებას.  იზოლირებულად ტკივილგამაყუჩებლების მირება პოსტჰერპესული ნევრალგიის დროს ეფექტს არ იძლევა.

განსაკუთრებით ინტენსიური ტკივილების შემთხვევაში რეკომენდებულია სპინალური  ნერვის მიდამოში ბლოკადის, ან სტეროიდების ინექციის გამოყენება.

დაავადების პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია ზოსტერის რეკომბინანტული ვაქცინის გამოყენება იმუნიზაციისათვის.

 

ვინ უნდა აიცრას ვარიცელა ზოსტერის ვაქცინით?

  • ადამიანები 50 წლის ასაკის ზემოთ
  • ისინი, ვინც ერთხელ უკვე გადაიტანა ინფექცია
  • ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია გადატანილი აქვთ თუ არა ბავშვობაში ჩუტყვავილა

 

ვინ არ უნდა აიცრას ვარიცელა ზოსტერის ვაქცინით?

ვარიცელა ზოსტერის მიმართ ვაქცინაცია არ არის რეკომენდებული:

  • პირებში მძაფრი ალერგიული რეაქციებით, ვაქცინის მიმართ
  • ორსულებში და მეძუძურ დედებში
  • ჰერპეს ზოსტერის მიმდინარე ინფექციის მქონე პირებში
  • სხვა ვირუსული ან ბაქტერიული პროცესის აქტიურ ფაზაში

 

 

რა გვერდითი ეფექტები ახლავს ვაქცინაციას?

მძიმე გვერდითი ეფექტები ვაქცინაციის დროს, საკმაოდ იშვიათია. თუ ჩამოთვლილთაგან ერთი, ან რამდენიმე სიმპტომი ვითარდება, აუცილებელია, პაციენტმა მიმართოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურს:

  • სახისა და ხორხის შეშუპება
  • სუნთქვის გაძნელება
  • კანის ქავილი
  • პულსის აჩქარება
  • თავბრუხვევა, გაბრუება

 

ლაბორატორია “სინევო” გთავაზობთ ვარიცელა ზოსტერის ვირუსის საიდენტიფიკაციო ლაბორატორიულ ტესტებს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

ანტიბიოტიკოგრამა კეთდება საჭიროების მიხედვით

კვლევის შედეგების გაცემის დრო არ არის აბსოლუტური, შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით

 

 

რესურსები

https://www.synevo.ro/zona-zoster-afectiune-infecto-contagioasa/

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/11036-shingles

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button