Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ოსტეოპოროზი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ოსტეოპოროზი  („ფოროვანი ძვალი“) ძვლოვანი სისტემის დამახასიათებელი პათოლოგიაა, მიმდინარე ძვლის მასის და მინერალიზაციის ხარისხის დაქვეითებით და სტრუქტურის ცვლილებით. ეს ზრდის ძვლის მოტეხილობების რისკს.

ოსტეოპოროზი „ჩუმ დაავადებად“ არის მიჩნეული, რადგან ხანგრძლივი დროის განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს და დიაგნოსტირება მხოლოდ მოტეხილობის განვითარების შემდეგ ხდება. პოსტმენოპაუზაში მყოფ ქალებში და ხანდაზმულ მამაკაცებში ოსტეოპოროზი სპონტანური მოტეხილობების ყველაზე ხშირი მიზეზია. მოტეხილობა შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ძვალში, თუმცა უფრო ხშირია ბარძაყის, გულმკერდის და მაჯის ძვლებში.

ეპიდემიოლოგია

გლობალურად ოსტეოპოროზით დაავადებულია  დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 18,3%. დაავადება უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში.

50 წლის ასაკის შემდეგ ყოველ მეორე ქალს და ყოველ მეოთხე მამაკაცს აღენიშნება მოტეხილობა ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც.

ოსტეოპოროზის სიმპტომები

დაავადების ადრეულ ეტაპზე დაავადება როგორც წესი უსიმპტომოა. თუმცა, არსებობს კონკრეტული სიმპტომები და ჩივილები, რომლებიც ოსტეოპოროზის დიაგნოზზე მიუთითებს, როგორებიცაა: ტკივილი გულმკერდის უკანა ქვედა მიდამოში, სხეულის პოზის ცვლილება – წინ გადახრისკენ ტენდენციით, ძვლების სპონტანური მოტეხილობები, სუნთქვის გაძნელება (მცირდება ფილტვის მოცულობა, მალთაშუა დისკების კომპრესიის გამო), სიმაღლის შემცირება.

ოსტეოპოროზის მიზეზები, რისკ-ფაქტორები და გართულებები

ძვლოვანი ქსოვილი მეტად დინამიურია – მუდმივად განახლების და რეზორბციის (გაწოვის) პროცესების მონაცვლეობით. ასაკის მატებასთან ერთად ეს პროცესი ნელდება და ადამიანების უმეტესობა ძვლოვანი მასის მაქსიმუმს დაახლოებით 30 წლის ასაკში აღწევს. ასაკის მატებასთან ერთად ბალანსი ახალი ძვლოვანი უჯრედების წარმოქმნასა და ძვლოვანი უჯრედების დაშლას შორის ირღვევა და ძვლოვანი მასა თანდათან კლებულობს.

ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი, რომლებიც გავლენას ახდენს ოსტეოპოროზის განვითარებაზე არის სქესი და ასაკი.

ოსტეოპოროზის განვითარების რისკი ასაკთან ერთად მატულობს, განსაკუთრებით 50 წლის ასაკის ზემოთ, მენოპაუზის მქონე ქალებში. ძვლოვანი მასის კარგვა ყველაზე ინტენსიურია  მენოპაუზის დაწყებიდან პირველი 10 წლის განმავლობაში – ქალის ჰორმონის – ესტროგენის დონის შემცირების გამო.

მამაკაცებს, 50 წლის ასაკის ზემოთ ასევე შესაძლოა განუვითარდეთ ოსტეოპოროზი. სტატისტიკური მონაცემებით მამაკაცთა ამ ასაკობრივ ჯგუფში უფრო ოსტეოპოროზი უფრო ხშირია, ვიდრე პროსტატის კიბო.

ეთნიკური კუთვნილება – თეთრკანიანი და აზიელი ქალები უფრო ხშირად ავადობენ ოსტეოპოროზით, ქალთა დანარჩენ პოპულაციებთან შედარებით.

ძვლის სტრუქტურა და სხეულის მასა – ადამიანებს სიმაღლისა და წონის დაბალი მაჩვენებლებით, ოსტეოპოროზის განვითარების უფრო მეტი რისკი აქვთ, რადგან მათი ძვლოვანი მასა ბევრად ნაკლებია.

ოჯახური ანამნეზი – ისეთი დაავადებების ოჯახური ანამნეზი, როგორიცაა სპონტანური მოტეხილობები მცირე დატვირთვის ფონზე, ზრდის ოსტეოპოროზის განვითარების რისკს.

ჰორმონული დისბალანსი – ამ ტიპის პათოლოგიებს თან ახლავს ძვლის მასის შემცირებისაკენ ტენდენცია, ამიტომ ადრეული სკრინინგი აუცილებელია. ფარისებრი, ფარისებრახლო და თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებები, ბარიატრიული ქირურგია და ორგანოთა ტრანსპლანტაცია , ჰორმონოთერაპია ძუძუს ან პროსტატის კიბოს დროს, ცელიაკია, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, მრავლობითი მიელომა და სხვა არაერთი პათოლოგია ხშირად ასოცირებულია ფარულად მიმდინარე ოსტეოპოროზთან.

მედიკამენტები – ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივი გამოყენება იწვევს ძვლის მასის შემცირებას, რაც ოსტეოპოროზის რისკს. ასეთია: ჰორმონული მედიკამენტები, კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობა, ანტიეპილეფსიური მედიკამენტები და სხვა.

კვებითი ჩვევები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ძვლის მინერალიზაციაზე და მასაზე. კალციუმითა და D ვიტამინით ღარიბი რაციონი, საბოლოოდ ძვლოვანი ქსოვილის გამოფიტვას და ოსტეოპოროზს/ოსტეოპენიას იწვევს, ისევე როგორც თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება.

გართულებებიდან  განსაკუთრებით აღსანიშნავია მაინვალიდირებელი მოტეხილობები, განსაკუთრებით ხერხემლის და ბარძაყის ძვლებში, რაც აუარესებს ცხოვრების ხარისხს და შესაძლოა ლეტალური შედეგიც მოგვცეს.

ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკა

ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკა როგორც წესი რუტინულ სკრინინგულ ტესტებს ეფუძნება. ასეთია ოსტეოდენსიტომეტრია, რომელიც ზომავს ძვლის მინერალიზაციის ხარისხს და სიმკვრივეს კონკრეტულ ზონებში – უფრო ხშირად მალებში და ბარძაყის ძვალში.

სკრინინგული კვლევა რეკომენდებულია:

  • 65 წლის ასაკზე ზემოთ ქალებში
  • ნებისმიერი ასაკის ქალებში ოსტეოპოროზის რისკ-ფაქტორების არსებობისას.

 

ლაბორატორიული დიაგნოსტიკა

ლაბორატორიული ტესტები მნიშვნელოვანია ოსტეოპოროზის ხარისხის დასადგენად და  მკურნალობის ეფექტის მონიტორინგისთვის. დენსიტომეტრიასთან შედარებით, ლაბორატორიული მაკრეკები დროის უფრო მცირე მონაკვეთში იძლევა პასუხს მკურნალობის ეფექტურობაზე.

ძვლის ქსოვილის მეტაბოლიზმის შესწავლა შესაძლებელია შემდეგი ლაბორატორიული ტესტების მეშვეობით:

N-ტელოპეპტიდი შარდში აფასებს ძვლის რეზორბციის ხარისხს ჰორმონოთერაპიის საპასუხოდ, პოსტმენოპაუზაში მყოფ ქალებში. ტესტი გამოიყენება ასევე ანტირეზორბციული მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად ოსტეოპოროზის და პეჯეტის დაავადების დროს.

ოსტაზა – ძვლოვანი ტუტე ფოსფატაზა ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებელი ტესტია

ოსტეოკალცინი – კვლევა ინფორმატიულია ანტირეზორბციული მკურნალობის ეფექტის და ძვლის მოტეხილობის რისკის შესაფასებლად.

კალციუმი და ვიტამინი D – ეს მარკერები არაპირდაპირი გზით მიუთითებს მოტეხილობის განვითარების რისკზე, ოსტეოპოროზის მკურნალობის დროს.

 

 

ოსტეოპოროზის მკურნალობა

ოსტეოპოროზის მკურნალობის გეგმა დამოკიდებულია პათოლოგიური მოტეხილობების რისკზე, უახლოესი 10 წლის პერსპექტივაში. რისკის შეფასება ხდება როგორც დენსიტომეტრიული, ასევე ლაბორატორიული დიაგნოსტიკური ტესტების მონაცემებით.  თუ მოტეხილობის რისკი ძალიან მარალი არ არის შესაძლოა მედიკამენტური მკურნალობა არც დაინიშნოს და მხოლოდ იმ რისკ-ფაქტორების მოდიფიკაციით/ცვლილებით შემოვიფარგლოთ, რომლებიც ხელს უწყობს ოსტეოპოროზის განვითარებას.

ოსტეოპოროზის მკურნალობა მოიცავს ვიტამინების, კვებითი დანამატების, მინერალების და ანტირეზორბციული მედიკამენტების დანიშვნას.

პათოლოგიური მოტეხილობის არსებობისას, აუცილებელია მკურნალობის დაწყება, იმისდა მიუხედავად, კვლევების მონაცემებში არის თუ არა ცვლილებები (ზოგჯერ დენსიტომეტრიულო მაჩვენებლები ნორმაშია).

 

 

ვიტამინი D 

რევმატოიდული ართრიტი 

ოსტეოპოროზის  დიაგნოსტიკისა და  მონიტორინგისთვის, “სინევო” გთავაზობთ:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან

რესურსები

https://www.eular.org/world-arthritis-day-general-information

 

 

 

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button