ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

თუთია – აუცილებელი მინერალი კანისთვის | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

თუთია – აუცილებელი მინერალი კანისთვის

თუთია ერთ-ერთი აუცილებელი მინერალია ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების განხორციელებისთვის.

ორგანიზმი თუთიას იღებს ძირითადად საკვებით. თუთია, როგორც ელემენტი ჩართულია შემდეგ პროცესებში:

  • იმუნური რეაქციები. თუთია ჩართულია იმუნური უჯრედების სინთეზში, როგორიცაა მაკროფაგები, T-ლიმფოციტები. ასევე უზრუნველყოფს ციტოკინების და სხვა სასიგნალო მოლეკულების სინთეზს, რაც მნიშვნელოვანია იმუნური პასუხის განვითარებისთვის.
  • დნმ-ის სინთეზის პროცესში ჩართულია თუთია-დამოკიდებული პროტეინები (მეტალო-პროტეინები), რომლებიც მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს უჯრედის გაყოფის რეგულაციაში.
  • ცილების მეტაბოლიზმი. თუთია აუცილებელი ფაქტორია ცილების სინტეზისთვის, რომლებიც უჯრედების სტრუქტურის შექმნაში მონაწილეობს.
  • ჭრილობის შეხორცება. თუთია აუცილებელი კომპონენტია კოლაგენის სინთეზში. კოლაგენი ქსოვილის აუცილებელი სტრუქტურული ცილაა, შესაბამისად აუციელებლია თითქმის ყველა ქსოვილის ჯანმრთელობისთვის.

 

თუთიის სარგებელი კანის ჯანმრთელობისთვის:

  1. თუთია არეგულირებს კანის ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას და ცხიმის წარმოქმნას. წარმოქმნილი ცხიმი დამცავ ფუნქციას ასრულებს კანის ზედაპირზე. თუთია უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს ცხიმის ჯირკვლების დახშობა და პათოგენური მიკრობების გამრავლება.
  2. თუთიას ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია, რითაც ამცირებს კანის სიწითლეს და შეშუპებას აკნეს და ეგზემის დროს.
  3. ახალი უჯრედების წარმოქმნის ხელშეწყობით, თუთია მონაწილეობს კანის დაზიანებების აღდგენაში.
  4. იმუნური უჯრედების და სასიგნალო მოლეკულების გააქტივების გზით ხელს უწყობს იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

 

როგორ უზრუნველვყოთ ორგანიზმი თუთიის საკმარისი რაოდენობით?

მიუხედავად იმისა, რომ არაერთი პროდუქტი საკმარისად დიდი ოდენობით თუთიას შეიცავს, ადამიანების ნაწილს მაინც აღენიშნება თუთიის დეფიციტი.

ზრდასრულებისთვის თუთიის დღიური ნორმა 8-11მგ შეადგენს. თუთიის ადექვატური რაოდენობით მიღება შესაძლებელია:

  • თუთიით მდიდარი საკვების მიღებით: ხამანწკები, საქონლის ხორცი, გოგრის თესლი, მოლუსკები, მარცვლოვნები, თხილეული
  • თუთიის შემცველი დანამატების მიღებით

მიუხედავად იმისა, რომ თუთია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტია, მისმა წარბი დოზით მირებამ შესაძლოა არასასურველი ეფექტები გამოიწვიოს, როგორიცაა: გულისევა, ღებინება, დიარეა და სხვა.

თუთია ასევე კანის მოვლის საშუალებების უცვლელი კომპონენტია. თუთიის ოქსიდი მზისგან დამცავი კრემების შემადგენლობაში შედის და იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. თუთიის შემცველი ადგილობრივი გამოყენების საშუალებები ასევე მნიშვნელოვანია აკნეს მკურნალობაში, რადგან ამცირებს ანთებას, ხელს უწყობს კანის რეგენერაციას და არეგულირებს ცხიმის გამოყოფას.

  ლაბორატორია “სინევო” გთავაზობთ თუთიის  კვლევებს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

რესურსები

https://skinandcancerinstitute.com/zinc-and-healthy-skin/

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button