ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის მომატება სისხლში | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ტრიგლიცერიდების მაჩვენებელი, არტერიული ჰიპერტენზიის და ქოლესტეროლის მაჩვენებლებთან ერთად გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების მდგომარეობის მნიშვნელოვანი პარამეტრია. ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის მატება სისხლში გულისა და სისხლძარღვების დაავადებების რისკის მნიშვნელოვან მატებაზე მიუთითებს.

რა არის ტრიგლიცერიდები?

ტრიგლიცერიდები – ცხიმის ის ფორმაა, რასაც საკვებით ვიღებთ. ჭარბი კალორიები, ალკოჰოლი და შაქარი ტრიგლიცერიდებად გარდაიქმნება, რომელიც გროვდება ცხიმოვან უჯრედებში და საჭიროებისას იშლება – ენერგიის წარმოქმნით.

ორგანიზმში ტრიგლიცერიდები ენერგიის წყაროა.

ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის მომატება ვითარდება იზოლირებულად, ან სხვა ლიპიდების ცვლის დარღვევასთან ერთად.

ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის მომატება იწვევს როგორც გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების, ისე პანკრეატიტის და მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკის ზრდას.

რა არის ქოლესტეროლი?

ქოლესტეროლი ცვილისებრი, ცხიმის მსგავსი ნივთიერებაა, რომელიც სხეულის ყველა უჯრედშია აღმოჩენილი. ქოლესტეროლის მონაწილეობით წარმოქიმნება: ჰორმონები, ვიტამინი D, საკვების მონელებაში მონაწილე ზოგიერთი სუბსტანცია.

ქოლესტეროლის  კონცენტრაციის ქრონიკული მომატება სისხლში დაკავშირებულია არტერიების კედლების გასქელებასთან – არტერიოსკლეროზთან,რაც საბოლოოდ გულის კორონარული დაავადების, ინსულტების და ინფარქტების მიზეზი ხდება.

 

რა არის HDL, LDL, VLDL?

HD მაღალი სიმკვრივის, LDL დაბალი სიმკვრივის  and VLDL ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები – სისხლში მოცირკულირე ცილოვან-ლიპიდური კომპლექსებია, რომლებსაც სხვადასხვა ფუნქცია აქვთ:

  • HDL მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები ცნობილია, როგორც „კარგი“ ლიპიდები, რომელიც ზედმეტი ქოლესტეროლის მოცილებაში ეხმარება ორგანიზმს.
  • LDL დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები – “ცუდ” ლიპიდებს განეკუთვნება, რომელთა სიჭარბე ხელს უწყობს ლიპიდური ბალთების წარმოქმნას სისხლძარღვების კედლებზე.
  •  VLDL ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები  ასევე “ცუდ” ლიპიდებს განეკუთვნება, რადგან მათი სიჭარბე ასევე ხელს უწყობს ლიპიდური ბალთების წარმოქმნას სისხლძარღვების კედლებზე. VLDL ძირითადად შეიცავს ტრიგლიცერიდებს, ხოლო LDL ქოლესტეროლს.

ტრიგლიცერიდები და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები ერთმანეთთან საპირისპირო ურთიერთკავშირშია: რაც უფრო მაღალია ტრიგლიცერიდები, მით ნაკლებია HDL მარალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები და პირიქით.

 

ტრიგლიცერიდების ნორმის და სიჭარბის მაჩვენებლები

<150 მგ/დლ – ოპტიმალური

150-199 მგ/დლ – ზომიერი მატება

200-499 მგ/დლ – მომატებული

≥500 მგ/დლ – ძალიან მომატებული

 

10-19 წლის ასაკის ახალგაზრდებისთვის ტრიგლიცერიდების ნორმა 90 მგ/დლ არ აღემატება. ზრდასრულებში ნორმის მაჩვენებელი არის  არაუმეტეს  150მგ/დლ.

ტრიგლიცერიდების მაჩვენებელი 1,500 მგ/დლ – უკიდურესად მაღალია და ეს უკიდურესად ზრდის მწვავე პანკრეატიტის განვითარების რისკს. დროტა განმავლობაში ეს მდგომარეობა გამოიწვევს ღვიძლისა და სხვა ორგანოების ცხიმოვან გადაგვარებას და სერიოზულ მეტაბოლურ დარღვევებს.

ტრიგლიცერიდების სიჭარბესტან ხშირად ასოცირებულია დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების სიჭარბე და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დეფიციტი, რასაც ხშირად ახლავს არტერიული ჰიპერტენზია, დიაბეტი, გაცხიმოვნება, კარდიოვასკულური გართულებები  და სხვა პათოლოგიები.

 

ტრიგლიცერიდების სიჭარბის მიზეზები:

  • ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
  • არაკონტროლირებადი დიაბეტი
  • დაუბალანსებელი კვებითი რაციონი
  • ღვიძლის დაავადებები
  • თირკმლის დაავადებები
  • ანთებითი დაავადებები: მაგ რევმატოიდული ართრიტი
  • ჰიპოთირეოზი
  • დიურეტიკების, ჰორმონების, კორტიკოსტეროიდების, ბეტა-ბლოკერების ხანგრძლივად გამოყენება
  • სიმსუქნე – სხეულის მასის ინდექსი 25-ზე მეტი
  • თამბაქოს მოხმარება
  • ფიზიკური აქტივობის დეფიციტი
  • ასაკი

 

ტრიგლიცერიდების სიჭარბის სიმპტომები

ჰიპერქოლესტერინემიის მსგავსად, ტრიგლიცერიდების სიჭარბეც პრაქტიკულად უსიმპტომოა, მანამ სანამ არ განვითარდება გართულებები.

 

ტრიგლიცერიდების სიჭარბესთან ასოცირებული დაავადებები:

  • კარდიოვასკულური დაავადებები
  1. საძილე არტერიების დაავადებები
  2. გულის კორონარული დაავადება
  3. მეტაბოლური სინდრომი (მაღალი არტერიული წნევის, დიაბეტის და სიმსუქნის კომბინაცია)
  4. პერიფერიული არტერიების დაავადებები (PAD)
  5. Aათეროსკლეროზი
  6. ინსულტი
  7. გულის შეტევა
  • პანკრეატიტი
  • ღვიძლის გაცხიმოვნება
  • თირკმლის უკმარისობა
  • მწვავე ჰეპატიტი
  • დემენცია
  • ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი
  • ჰიპოთირეოზი

 

ტრიგლიცერიდების მაღალი კონცენტრაცია, ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტია, ასეთებია:

  • დიურეტიკები
  • ესტროგენი და პროგესტერონი
  • რეტინოიდები
  • სტეროიდები
  • ბეტა-ბლოკერები
  • იმუნოსუპრესანტები
  • შიდსის სამკურნალო მედიკამენტები

 

რეკომენდებული კვლევები

ტრიგლიცერიდების მომატებული მაჩვენებლის დაფიქსირებისას,აუცილებელია კომპლექსური გამოკვლევების ჩატარება:

ლიპიდური პროფილის განსაზღვრა – რომელიც მოიცავს ყველა ლიპიდის შესწავლას და ასევე ათეროგენობის ინდექსის განსაზღვრას. ამერიკის გულის ასოციაციის რეკომენდაციით, 20 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანებმა, რეგულარულად წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გამოიკვლიოს ლიპიდური სპექტრი. უფრო ხანდაზმულ პაციენტებში – შაქრიანი დიაბეტის, სიმსუქნის ან მეტაბოლური სინდრომის დიაგნოზით, უფრო ხშირი კვლევაა საჭირო.

 

მკურნალობა

სისხლში  ტრიგლიცერიდების და სხვა ლიპიდების მომატებული რაოდენობა მიუთითებს ცხოვრების წესის და კვების რაციონის ცვლილების აუცილებლობაზე. რადგან ეს ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მკურნალობის გამოსავალზეც.

მედიკამენტური მკურნალობის გეგმას, ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული და ანამნეზური მონაცემების საფუძველზე ადგენს ექიმი-სპეციალისტი.

 

 

 

 

ლიპიდური ცვლის დარღვევების დიაგნოსტირებისთვის “სინევო” გთავაზობთ ლაბორატორიულ ტესტებს, რომლებიც შეგიძლიათ დაჯავშნოთ ონლაინ:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

კვლევის შედეგების გაცემის დრო არ არის აბსოლუტური, შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით

წყარო: https://www.synevo.ro/trigliceride-marite/

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button