Search
Close this search box.

ტრიქომონიაზი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ტრიქომონიაზი წარმოადგენს გავრცელებულ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას (სგგდ), რომელსაც იწვევს პროტოზოული პარაზიტი – Trichomonas vaginalis და რომელიც არის ქალებში ვაგინალური და მამაკაცებში ურეთრის ინფექციების მიზეზი.

ტრიქომონიაზის გადაცემის გზები

პარაზიტი ინფიცირებულიდან არაინფიცირებულს გადაეცემა სქესობრივი კონტაქტის დროს. ქალებში, სხეულის ყველაზე ხშირად ინფიცირებული ნაწილი ქვედა სასქესო ტრაქტია (ვულვა, საშო, საშვილოსნოს ყელი ან ურეთრა), მამაკაცებში კი – ურეთრა.

სიმპტომები

ზოგიერთ ინფიცირებულში ტრიქომონიაზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ზოგიერთში კი – სიმპტომურად (მხოლოდ 30%-ში), რაც სავარაუდოდ დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ადამიანის ასაკი და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა. ინფიცირებულ ადამიანებს სიმპტომების გარეშე მაინც შეუძლიათ ინფექცია სხვას გადასცენ.

სიმპტომები თავს იჩენს ინფიცირებიდან 5-28 დღის შემდეგ. ზოგიერთი ადამიანისთვის ამას შეიძლება გაცილებით მეტი დრო დასჭირდეს.

ქალებში ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  • ვაგინალური გამონადენი, რომელიც შეიძლება იყოს თეთრი, ნაცრისფერი, ყვითელი ან მწვანე და ჩვეულებრივ ქაფიანი, უსიამოვნო სუნით;
  • ვაგინალური ლაქები ან სისხლდენა;
  • გენიტალური წვა ან ქავილი;
  • გენიტალური სიწითლე ან შეშუპება;
  • შარდვის ხშირი სურვილი;
  • ტკივილი შარდვის ან სქესობრივი აქტის დროს.

ტრიქომონიაზი იშვიათად იწვევს სიმპტომებს მამაკაცებში. თუმცა, როდესაც მამაკაცებს აქვთ ნიშნები და სიმპტომები, ისინი შეიძლება მოიცავდეს:

  • პენისიდან გამონადენი;
  • წვა შარდვის დროს ან ეაკულაციის შემდეგ;
  • შარდვის ხშირი სურვილი.

რისკ-ფაქტორები

ტრიქომონიაზი უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში;

გადაცემის რისკი შეიძლება გაიზარდოს შემდეგ შემთხვევებში:

  • მრავალი სექსუალური პარტნიორი;
  • ტრიქომონიაზი ანამნეზში;
  • სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადება ანამნეზში;
  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტი.

გართულებები

ტრიქომონიაზი აადვილებს სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით ინფიცირებას. ტრიქომონიაზით გამოწვეულმა სასქესო ორგანოების ანთებამ შეიძლება გაზარდოს აივ-ით ინფიცირებისა  და აივ-ის გადაცემის რისკი.

სხვა დაავადებები, როგორიცაა გონორეა, ქლამიდიოზი და ბაქტერიული ვაგინოზი, ხშირად გვხვდება ტრიქომონიაზთან ერთად. არანამკურნალევმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს მენჯის ანთებითი დაავადება (PID). PID-ის გართულებები მოიცავს:

  • ფალოპის მილის ბლოკირება ნაწიბუროვანი ქსოვილით
  • უშვილობა
  • მუცლის ან მენჯის ქრონიკული ტკივილი

ტრიქომონიაზი და ორსულობა

გართულებები ორსულებში, რომლებსაც აქვთ ტრიქომონიაზი:

  • ნაადრევი მშობიარობა
  • მშობიარობის დაბალი წონა (BBLR)
  • მშობიარობისას ბავშვისთვის ინფექციის გადაცემა

თუ ორსულად ხართ და ეჭვობთ ტრიქომონიაზზე ან სხვა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებაზე, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან რაც შეიძლება მალე, რათა თავიდან აიცილოთ გართულებები თქვენთვის და თქვენი შვილისთვის.

დიაგნოსტიკა

ტრიქომონიაზის დიაგნოსტიკა მხოლოდ სიმპტომებზე დაყრდნობით შეუძლებელია. თუ ფიქრობთ რომ ინფიცირებული ხართ, უნდა მიმართოთ ექიმს ფიზიკური გამოკვლევისა და ლაბორატორიული ტესტებისთვის.

რამდენიმე ტესტს შეუძლია ტრიქომონიაზის დიაგნოსტირება, მათ შორისაა:

  • უჯრედული კულტურა
  • ანტიგენის ტესტები
  • ტესტები, რომლებიც ეძებენ ტრიქომონას დნმ-ს
  • მიკროსკოპის ქვეშ ვაგინალური სითხის, ურეთრალური გამონადენის ან შარდის ნიმუშების გამოკვლევა

მკურნალობა

ტრიქომონიაზის განკურნება შესაძლებელია ანტიბიოტიკებით. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ მეტრონიდაზოლი (Flagyl) ან ტინიდაზოლი (Tindamax).

მკურნალობის კურსი უნდა ჩაიტაროს თქვენმა პარტნიორმაც. უნდა მოერიდოთ სქესობრივ კონტაქტს ინფექციის განკურნებამდე, რასაც დაახლოებით ერთი კვირა სჭირდება.

არ დალიოთ ალკოჰოლი მეტრონიდაზოლის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში ან ტინიდაზოლის მიღებიდან 72 საათის განმავლობაში, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი გულისრევა და ღებინება.

ექიმი სავარაუდოდ მოგთხოვთ ტრიქომონიაზზე ხელახლა ტესტირებას მკურნალობიდან ორი კვირიდან სამ თვემდე პერიოდში, რათა დარწმუნდეს, რომ ხელახლა არ დაინფიცირებულხართ.

მკურნალობის შემდეგ კვლავ შეიძლება დაინფიცირდეთ ტრიქომონიაზით, თუ თქვენი პარტნიორი არ მკურნალობდა ან თუ ახალი პარტნიორია ინფიცირებული

არანამკურნალევი ტრიქომონიაზი შეიძლება გაგრძელდეს თვეების ან წლების განმავლობაში.

ტრიქომონიაზის პრევენცია

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (სგგდ) თავიდან აცილების ერთადერთი სანდო გზა არის საეჭვო ვაგინალური, ანალური ან ორალური სქესობრივი კონტაქტისგან თავის შეკავება.

თუ სქესობრივად აქტიური ხართ, შეგიძლიათ გააკეთოთ შემდეგი რამ, რათა შეამციროთ ინფიცირების შანსი:

  • იყავით გრძელვადიან ორმხრივ მონოგამიურ ურთიერთობაში პარტნიორთან, რომელსაც ჩატარებული აქვს ტესტირება და აქვს უარყოფითი სგგდ ტესტის შედეგები;
  • გამოიყენეთ ლატექსის პრეზერვატივი სწორად ყოველ ჯერზე სქესობრივი კონტაქტის დროს. ამან შეიძლება შეამციროს ტრიქომონიაზით ინფიცირების შანსები.
  • ისაუბრეთ სგგდ-ის პოტენციურ რისკზე ახალ პარტნიორთან სქესობრივ კონტაქტამდე. ამ გზით თქვენ შეძლებთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას იმ რისკის შესახებ, რომელსაც იღებთ თქვენს სექსუალურ ცხოვრებაში.

 

თუ ეჭვობთ ტრიქომონიაზზე ან სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის/დაავადების არსებობაზე (დიაგნოსტიკის მიზნით), თუ ინფიცირებული ხართ, თუ გადატანილი გაქვთ ინფექცია (მონიტორინგის მიზნით) ან გსურთ სკრინინგი რისკ-ფაქტორების არსებობის გამო (პრევენციის მიზნით), ლაბორატორიასინევოგთავაზობთ შემდეგ კვლევებს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories
 

ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან

ისაუბრე, დაიტესტე, იმკურნალე !

 

რესურსები

https://www.healthline.com/health/trichomoniasis#risk-factors

https://www.cdc.gov/std/trichomonas/STDFact-Trichomoniasis.htm

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/trichomoniasis/symptoms-causes/syc-20378609

https://www.std-gov.org/stds/trichomoniasis.htm

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button