რუჯი
რუჯი ბუნებრივი და ამასთანავე მეცნიერული პროცესია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი კანის დამცავ მექანიზმებში. ისტორიულად ის სილამაზისა და ჯანმრთელობის სიმბოლოდ ითვლება, თუმცა სინამდვილეში, მზეზე ან სოლარიუმში გარუჯვა შეიძლება ბევრი პრობლემის მიზეზი გახდეს, ამიტომ ამ საკითხზე მეტი დაფიქრება გვმართებს.
სარჩევი
გარუჯვა არ არის მხოლოდ კანის კოსმეტიკური პიგმენტაცია, ის ბიოლოგიური დაცვითი მექანიზმია გამოსხივების დამაზიანებელი გავლენის წინააღმდეგ. როდესაც კანზე მზის ან გასარუჯი ნათურების ულტრაიისფერი სხივები ზემოქმედებს კანში არსებული სპეციფიკური უჯრედები – მელანოციტები – პიგმენტ მელანინს გამოიმუშავებს. პიგმენტი მელანინი შთანთქამს ულტრაიისფერ სხივებს და ხელს უწყობს მის გაფანტვას, რათა კანის ღრმა შრეებში ნაკლებად შეაღწიოს. ამით გვიცავს დნმ-ს დაზიანების და სხვადასხვა სიმსივნეების განვითარებისგან.
მელანინი
გამოსხივების ზემოქმედებისას ბიოქიმიური ცვლილებები იწყება კანის უჯრედებში უკვე არსებულ პიგმენტში, რაც მოკლე ხანში შეფერილობის ცვლილებას იწვევს. გარდა ამისა გამოსხივება ააქტივებს სასიგნალო მოლეკულებს, რომლებიც მელანოციტების მიერ პიგმენტ მელანინის წარმოქმნის გაძლიერებას იწვევს.
მელანინი მზისგან დამცავი ბუნებრივი საშუალებაა. წარმოიქმნება მისი ორი ფორმა: ეუმელანინი – იწვევს მოშავო-მოყავისფრო პიგმენტაციას და ფეომელანინი – ქმნის მოწითალო-ყვითელ პიგმენტაციას.
მზის სპექტრი
მზე გამოასხივებს სამი ტიპის ულტრაიისფერ (UV) სხივებს: UVA, UVB და UVC.
UVC გამოსხივება დედამიწის ოზონის შრის მიერ შთაინთქმება და ჩვენამდე ვერ აღწევს.
UVA სხივები იწვევს გარუჯვას პიგმენტაციის დაგვიანებული გამოვლენით, რაც უფრო ღრმა გარუჯვას იწვევს.
UVB სხივები ძირითადად იწვევს მზით დამწვრობას, მაგრამ გარუჯვის პროცესშიც მონაწილეობს.
გარუჯვის მეთოდები: ბუნებრივი vs ხელოვნური
მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედება ბუნებრივი რუჯის განვითარებას იწვევს. პროცესი საკმაოდ სწრაფია და რამდენიმე საათში ვლინდება ნამზეური. თუმცა, არსებობს კანის დამწვრობის, ნაადრევი დაბერების და კანის სიმსივნეების განვითარების რისკები.
კანის კიბოს რისკი კიდევ უფრო იზრდება, თუ გარუჯვა დამწვრობას იწვევს. ამერიკის დერმატოლოგიის აკადემიის მონაცემებით, დამწვრობისას კანის ბუშტუკოვანი დაზიანებები თითქმის ორჯერ ზრდის მელანომის – კანის კიბოს ყველაზე ავთვისებიანი ფორმის განვითარების რისკს.
ხელოვნური რუჯის მისაღწევად სოლარიუმები გამოიყენება, რომლებსაც ისეთივე ულტრაიისფერი გამოსხივება აქვს, როგორც მზეს. არსებობული მონაცემებით შესაძლოა ხელოვნური გამოსხივების წყარო მეტად ზრდიდეს მელანომის და კანის სხვა სიმსივნეების განვითარების რისკს.
კანის ჯანმრთელობა
რუჯის სწრაფად მიღების სურვილი ზოგჯერ ულტრაიისფერი სხივების ჭარბ ზემოქმედებას უკავშირდება, რამაც შეიძლება დააზიანოს კანის უჯრედები და გამოიწვიოს მისი აქერცვლა. ეს უჯრედების განახლების შედეგია, რითაც ორგანიზმი ცდილობს მოიშოროს კანის უკვე დაზიანებული ან კიბოს განვითარების მაღალი რისკის მქონე უჯრედები.
კანის ზოგიერთი ტიპი ადვილად და უპრობლემოდ იღებს რუჯს. თუმცა ღია ფერის კანის, ჭორფლის და ქერა თმის მქონე დამიანები ნაკლებად დაცულები არიან ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. მიზეზი პიგმენტ მელანინის ნაკლებად წარმოქმნის უნარია, რაც ამცირებს მელანინის მზისგან დამცვის ფუნქციას და იწვევს კანის დაზიანებას.
მითები და ფაქტები რუჯზე
მითი: „საბაზისო რუჯი“ ისევე გვიცავს, როგორც მზისგან დამცავი საშუალება.
ფაქტი: საბაზისო რუჯი გულისხმობს კანის ნელ, თანდათანობით გარუჯვას ბუნებრივი ან ხელოვნური მზის ზემოქმედების ქვეშ. არსებითად, ეს არის რუჯი, რომელიც დროთა განმავლობაში მიიღწევა და არა მზის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად მოკლე დროში.
როგორც ცნობილია საბაზისო რუჯი, არასაკმარისი დამცველობითი ფუნქციით ხასიათდება (SPF3-4).
მითი: სოლარიუმი მზესთან შედარებით უსაფრთხოა.
ფაქტი: სოლარიუმის ნათურების მიერ გამოსხივებული ულტრაიისფერი სხივები (UV) ზოგჯერ 10-15-ჯერ აღემატება შუადღის აქტიური მზის გამოსხივებას. ამის მიუხედავად ადამიანებს ჯერათ, რომ სოლარიუმში მიღებული ბაზისური რუჯი დაიცავს მათ მზით დამწვრობისაგან.
მითი: მზის ზემოქმედება ზედმეტად არ უნდა შევზღუდოთ, რადგან ეს ხელს უწყობს ვიტამინი D-ს აქტიური ფორმის წარმოქმნას
ფაქტი: მზის სხივების ზემოქმედებით კანში არსებული ვიტამინი D-ს არააქტიური ფორმების აქტიურ ფორმად გარდაქმნას გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე გარუჯვას.
როგორ გავირუჯოთ უსაფრთხოდ?
წლების განმავლობაში მიმდინარეობდა კამათი მზის ზემოქმედების უსაფრთხო დონეებთან დაკავშირებით.
რუჯის მიღება უსაფრთხო რომ იყოს, აუცილებელია მისი თანდათანობით მიღება. მზეზე ან სოლარიუმში ყოფნის მოკლე პერიოდებით დაწყება, დამცავი SPF საშუალებების გამოყენება, მზისგან დამცავი სამოსი – საშუალებას იძლევა ტავიდან აიცილოთ დამწვრობა და კანის სხვა სახის დაზიანებები.
რაც უფრო ადრეულ ასაკში იწყებს ადამიანი გარუჯვას, მით მეტი კანის დაზიანების და კანის კიბოს განვითარების ალბათობა. ეს განსაკუთრებით ეხება მოზარდებს, რომლებიც დიდ დროს ატარებენ მზეზე ან სოლარიუმში.
თუ ჯანსაღი რუჯის ქონა თქვენი მიზანია, ეცადეთ დაიცვათ რამდენიმე წესი:
- რეგულარულად გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი არანაკლებ SPF 30-ისა
- მზეზე ან სოლარიუმში ყოფნისას ხშირად შეიცვალეთ პოზიცია – სხეულის სხვადასხვა ზედაპირზე დასხივების თანაბრად გადასანაწილებლად და დამწვრობის თავიდან ასარიდებლად
- მიირთვით ბეტა-კაროტინის შემცველი პროდუქტები, ეს დაგეხმარებათ აირიდოთ კანის დამწვრობა
- კანის დასატენიანებლად გამოიყენეთ ბუნებრივი SPF-ის მქონე ზეთები
- სწორად გადაანაწილეთ გარუჯვის დრო – ძალიან დიდხანს ნუ იქნებით მზის ან სოლარიუმის გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ
- მოამზადეთ კანი გარუჯვისთვის – კანის წინასწარი ექსფოლიაცია და დატენიანება აგარიდებთ გარუჯვის შემდგომ აქერცვლას
რუჯის მიღებისას ყოველთვის უნდა გავხსოვდეს, რომ არსებობს კანის დაზიანების და შემდგომში კანის კიბოს განვითარების რისკი, განსაკუთრებით იმ პირებში, რომელთაც მემკვიდრული სიმსივნეების მიმართ წინასწარგანწყობა აქვთ
მემკვიდრულ სიმსივნეებთან დაკავშირებული გენეტიკური ვარიანტების დასადგენად, “სინევო” გთავაზობთ კვლევებს:
ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვა hf:tax:product_cat
რესურსები
https://www.health.harvard.edu/blog/problem-tanning-myth-base-tan-2017041211528
https://www.broadrippletan.com/blog/the-science-of-tanning-what-happens-to-your-skin/