ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

“სინევოს” ვებინარი ექიმებისთვის კლინიკა “მედინაში”

3

“სინევოს” ორგანიზებით და Medicover Genetics -ის მხარდაჭერით ბათუმის კლინიკა მედინაში ჩატარდა ონლაინ-ვებინარი სინევოს გენეტიკური რეპროდუქციული კვლევებისა და პანელების შესახებ.

 

ვებინარზე განხილულ იქნა არაინვაზიური პრენატალური სკრინინგის ტესტები: ვერსითი/ვერაგენი; ნაყოფის რეზუს ფაქტორის RhD არაინვაზიური პჯრ ტესტი; მტარებლობის სკრინიგ პანელები – ადვენტია;

 

ვებინარს უძღვებოდნენ ჩვენი კოლეგები Medicover Genetics -ის სამეცნიერო კომუნიკაციის დეპარტამენტიდან.

4

სემინარს ესწრებოდნენ კლინის ექიმი-სპეციალისტები რომლებმაც გამოხატეს დიდი ინტერესი და ინტერაქტიული ჩართულობა ვებინარის მიმდინარეობის დროს.

 

გვსურს მადლობა გადავუხადოთ ორგანიზატორებს და მონაწილეებს საინტერესო შეხვედრისთვის.

 

“სინევო საქართველო” კვლავ გააგრძელებს თანამედროვე და მნიშვნელოვანი კვლევების გაცნობასა და დანერგვას , რათა მოწინავე დიაგნოსტიკური საშუალებები მეტად ხელმისაწვდომი იყოს ექიმებისა და პაციენტებისთვის.

 

 

👁თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ გვერდებს და გაიგეთ მეტი

en EN ka KA ru RU
Call Now Button