სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები | იმკურნალე !

აპრილი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (სგგდ) ცნობადობის ამაღლების თვეა!

თუ სექსუალურად აქტიური ხართ, ან გეგმავთ სექსუალურად აქტიური გახდეთ, მნიშვნელოვანია – „საუბარი, ტესტირება, მკურნალობა“ თქვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის. ამ სამ მცირე მოქმედებას შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს თქვენს სექსუალურ ჯანმრთელობაზე!

თუ გაქვთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადება და ტესტი სგგდ-ზე დადებითია  გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან სწორი მკურნალობის მისაღებად.

მკურნალობის გარეშე, ზოგიერთმა სქესობრივი გზით გადამდებმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. მაგალითად, არანამკურნალევმა სგგდ-მ, როგორიცაა ქლამიდიოზი, შეიძლება გაართულოს ან შეუძლებელი გახადოს ქალის დაორსულება.

არანამკურნალევმა სგგდ-მ ასევე შეიძლება გაზარდოს აივ-ის გადაცემის ან მიღების შანსები.

ზოგიერთი სგგდ განკურნებადია სწორი მედიკამენტებით და  ყველა სგგდ მართვადია, თუნდაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

დარწმუნდით, რომ თქვენი მკურნალობის კურსი მუშაობს:

  • მიიღეთ ყველა მედიკამენტი, რომელსაც თქვენი ჯანდაცვის პროვაიდერი დაგინიშნავთ, მაშინაც კი, თუ უკეთესად იგრძნობთ თავს ან სიმპტომები გაქრება.
  • არავის გაუზიაროთ თქვენი მედიკამენტი.
  • მოერიდეთ სქესობრივ კონტაქტს მანამ, სანამ თქვენ და თქვენი სქესობრივი პარტნიორ(ებ)ი არ დაასრულებთ მკურნალობის კურსს.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს სტატიაშისქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.

ლაბორატორია „სინევო“ გთავაზობთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილურ კვლევებს:

ისაუბრე. დაიტესტე. იმკურნალე.

დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე ან/და მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე
ცხელი ხაზი: 032 2 800 111 (დარეკეთ 24/7)
თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ბინაზე გამოძახების სერვისით 09:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე

ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან!

 

English EN Georgian KA Russian RU
Call Now Button