აპრილი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (სგგდ) ცნობადობის ამაღლების თვეა!
თუ სექსუალურად აქტიური ხართ, ან გეგმავთ სექსუალურად აქტიური გახდეთ, მნიშვნელოვანია – „საუბარი, ტესტირება, მკურნალობა“ – თქვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის. ამ სამ მცირე მოქმედებას შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს თქვენს სექსუალურ ჯანმრთელობაზე!
თუ გაქვთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადება და ტესტი სგგდ-ზე დადებითია გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან სწორი მკურნალობის მისაღებად.
მკურნალობის გარეშე, ზოგიერთმა სქესობრივი გზით გადამდებმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. მაგალითად, არანამკურნალევმა სგგდ-მ, როგორიცაა ქლამიდიოზი, შეიძლება გაართულოს ან შეუძლებელი გახადოს ქალის დაორსულება.
არანამკურნალევმა სგგდ-მ ასევე შეიძლება გაზარდოს აივ-ის გადაცემის ან მიღების შანსები.
ზოგიერთი სგგდ განკურნებადია სწორი მედიკამენტებით და ყველა სგგდ მართვადია, თუნდაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
დარწმუნდით, რომ თქვენი მკურნალობის კურსი მუშაობს:
- მიიღეთ ყველა მედიკამენტი, რომელსაც თქვენი ჯანდაცვის პროვაიდერი დაგინიშნავთ, მაშინაც კი, თუ უკეთესად იგრძნობთ თავს ან სიმპტომები გაქრება.
- არავის გაუზიაროთ თქვენი მედიკამენტი.
- მოერიდეთ სქესობრივ კონტაქტს მანამ, სანამ თქვენ და თქვენი სქესობრივი პარტნიორ(ებ)ი არ დაასრულებთ მკურნალობის კურსს.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს სტატიაში – სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სკრინინგი (შარდი & ნაცხი)
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილი
ისაუბრე. დაიტესტე. იმკურნალე.
ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან!