ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის კვლევა მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის დარღვევების დროულად გამოვლენისთვის, რომლებიც სისხლის შედედებას და თრომბოზის რისკს ზრდის. სანდო დიაგნოსტიკა ხელს უწყობს პრევენციას და მკურნალობის სწორად დაგეგმვას
სტანდარტული ანტიფოსფოლიპიდური პანელი – სპეციალური შეთავაზება
ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც ორგანიზმი წარმოქმნის ანტისხეულებს უჯრედების ფოსფოლიპიდების წინააღმდეგ.
ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი შედედების სისტემაში მნიშვნელოვან დარღვევებს წარმოქმნის რაც საკმაოდ სერიოზული პათოლოგიების მიზეზი ხდება:
– ღრმა ვენების თრომბოზი (ხშირად ქვედა კიდურებში)
– ფილტვის ემბოლია
– არტერიული თრომბოზი
– ინსულტი ახალგაზრდა ასაკში
– ორსულობის გართულებები
– სპონტანური აბორტები
– ნაყოფის ზრდის შეფერხება
– პრეეკლამფსია/ეკლამფსია
ლაბორატორია “სინევო” გთავაზობთ სტანდარტულ ანტიფოსფოლიპიდურ პანელს, სპეციალურ ფასად!
პანელი მოიცავს შემდეგ პარამეტრებს:
– ლუპუს ანტიკოაგულანტი
– ანტიკარდიოლიპინის ანტისხეულები
– β2 გლიკოპროტეინ I-ის ანტისხეულები
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ გვერდებს და გაიგეთ მეტი