კანის კიბო დაავადებაა, რომელიც კანის ნორმალურ უჯრედებს აზიანებს. კანის დაბერებული უჯრედები მუდმივად განახლდება და ჩანაცვლდება ახალი უჯრედებით. სხვადასხვა ფაქტორებმა (მაგ: ულტრაიისფერი გამოსხივება) შეიძლება ამ პროცესის დარღვევა და უჯრედების უკონტროლო ზრდა გამოიწვიოს. ასეთი უჯრედები შესაძლოა იყოს კეთილთვისებიანი, ან ავთვისებიანი. კანის ავთვისებიანი სიმსივნეების ადრეულ ვადაზე აღმოჩენა და დროული მკურნალობა მისი სრულად განკურნების შესაძლებლობას იძლევა.
სარჩევი
ულტრაიისფერი გამოსხივება და დნმ-ის მუტაცია
არაერთი კვლევა არსებობს, რომელიც ადასტურებს ულტრაიისფერი გამოსხივების გავლენას კანის კიბოს განვითარებაზე.
ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედება იწყება ფოტონით – სინათლის გამოსხივების ენერგიის ერთეულით, რომელიც ზემოქმედებს დნმ-ზე. დნმ-ის ოთხი ტიპის ნუკლეოტიდიან ორი – ციტოზინი და თიამინი პირიმიდინებია. როდესაც ფოტონი ზემოქმედებს ორ მიმდებარე პირიმიდინზე, ისინი (პირიმიდინები) უერთდება ერთმანეთს და წარმოქმნის დიმერულ სტრუქტურას. ულტრაიისფერი გამოსხივება სხვა ტიპის ცვლილებებსაც იწვევს დნმ-ში, თუმცა პირიმიდინების დიმერული სტრუქტურების წარმოქმნა უმთავრესია კანის კიბოს ჩამოყალიბების პროცესში. ეს დიმერები ცვლის უჯრედის სასიგნალო სისტემებს, იწვევს უჯრედების უკონტროლო ზრდას და გამრავლებას, ეს კი საბოლოოდ კიბოს განვითარების მიზეზი ხდება.
კანის კიბოს ტიპები
კანის კიბოს სამ ძირითად ტიპს გამოყოფენ:
- ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომა – ვითარდება ეპიდერმისის (კანის გარეთა შრის) ქვედა შრის უჯრედებიდან
- სქვამოზურ უჯრედული კარცინომა – ვითარდება ეპიდერმისის ბრტყელი უჯრედებიდან.
- მელანომა – წარმოიქმნება კანის მელანოციტებისგან. მელანოციტები პიგმენტ მელანინის შემცველი უჯრედებია. პიგმენტის წარმოქმნას ასტიმულირებს მზის გამოსხივება და მას აქვს დამცველობითი ფუნქცია, ულტრაიისფერი გამოსხივების წინააღმდეგ. მელანომა კანის სიმსივნეების ყველაზე სერიოზული ფორმაა, რადგან ადვილად ვრცელდება სხვა ქსოვილებზე.
კანის სიმსივნეების სხვა ფორმებია:
- კაპოშის სარკომა
- მერკელის უჯრედების კარცინომა
- ცხიმოვანი ჯირკვლების კარცინომა
- დერმატოფიბროსარკომა
სიმპტომები
კანის კიბოს ყველაზე ტიპური ნიშანია ცვლილებები კანის ზედაპირზე
- ახლადგანვითარებული წარმონაქმნი, ან არსებული წარმონაქმნის ზომის, ფორმის ან შეფერილობის ცვლილება
- რბილი ცვილისებრი წარმონაქმნი სახეზე, ყურებსა ან კისერზე
- ბრტყელი, მოწითალო-მოვარდისფრო, ან ყავისფერი ლაქა წარმონაქმნის ზედაპირზე
- ნაწიბურისმაგვარი უბნები კანზე
- აქერცლილი წყლულები, შუაში ჩაღრმავებით და ხშირი სისხლდენით
- ჭრილობა ან წყლული რომელიც არ ხორცდება, ან შეხორცების მერე მალევე წყლულდება
- გარქოვანებული უბანი კანზე, რომელსაც ახასიათებს ძლიერი ქავილი, სისხლდენა და დაზიანებისკენ მიდრეკილება
იმის მიხედვით, რომელი ტიპის ქსოვილისგანაა წარმოქმნილი, კანის სიმსივნეების მახასიათებლები განსხვავებულია
- ასიმეტრია – უსწორმასწორო ფორმა
- საზღვრები – შეიძლება იყოს მკაფიო ან წაშლილი
- შეფერილობა – ხშირად გარდამავალი ფერია
- დიამეტრი – როგორც წესი 5-6 მილიმეტრს აღემატება
- განვითარება – იზრდება ზომაში, იცვლის ფორმას და ფერს
მიზეზები
კანის სიმსივნის გამომწვევი ძირითადი მიზეზი მზის ზედმეტი გამოსხივებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვითარდება დამწვრობა და კანის დაზიანება. მზის ულტრაიისფერი სხივები იწვევს კანის უჯრედებში დნმ-ის დაზიანებას, რის შედეგადაც უჯრედების ანომალიბი ვითარდება. ანომალური უჯრედები უკონტროლოდ მრავლდება, რაც სიმსივნური ქსოვილის ჩამოყალიბებას განაპირობებს. მზის გამოსხივების დამაზიანებელი გავლენა კიდევ უფრო იზრდება, როდესაც არსებობს კანის მემკვიდრული სიმსივნეებისადმი გენეტიკური წინასწარგანწყობა.
სიმსივნის განვითარების რისკ-ფაქტორები
კანის სიმსივნე შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ადამიანში, მიუხედავად რასისა და სქესსა. თუმცა, გარკვეულ ჯგიფებში მეტად ტიპურია.
50 წლის ასაკამდე კანის სიმსივნეები უფრო ხშირია ქალებში, 50 წლის ასაკის ზემოთ კი მამაკაცებში. კანის კიბო 30-ჯერ ხშირია თეთრკანიაკებში. მუქი კანის მქონე ადამიანებში ხშირად კანის კიბო დგავიანებით ისმება, რაც ართულებს მკურნალობას.
გარდა ჩამოთვლილისა, არსებობს კანის კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორები:
- მზის ხანგრძლივი ექსპოზიცია კანზე
- მზის გამოსხივებით კანის დამწვრობისაკენ მიდრეკილება
- მზის მაღალი გამოსხივების ან მარალმთიან რეგიონში ცხოვრება
- სოლარიუმით ხშირი სარგებლობა
- ღია შეფერილობის თმა და თვალები ან/და ჭორფლიანი კანი
- კანზე ხალების და სხვა წარმონაქმნების დიდი რაოდენობით არსებობა
- აქტინური (მზის) კერატოზი – პრეკანცერული უხეში, მუქი ვარდისფერი-მოყავისფრო უბნები კანზე
- კანის კიბოს ოჯახური ანამნეზი
- ორგანოთა ტრანსპლანტაციის ისტორია
- იმუნური სტატუსის დამაქვეითებელი მედიკამენტებით მკურნალობა (იმუნოსუპრესორები, სტეროიდები)
- ეგზემის ან ფსორიაზის ულტრაიისფერი გამოსხივებით მკურნალობის ანამნეზი
შესაძლებელია თუ არა კანის კიბოს პრევენცია?
შემთხვევათა უმეტესობაში კანის კიბოს პრევენცია შესაძლებელია. საუკეთესო გზაა მზის ჭარბი გამოსხივებისგან და დამწვრობისგან თავის დაცვა.
კანის კიბოს განვითარებისგან თავდაცვის საშუალებებია:
- ფართო სპექტრის – SPF 30 და ზემოთ – მზისგან დამცავი საშუალებების (სახი კრემი, ტუჩის ბალზამი და სხვა) გამოყენება ყველა სეზონზე
- სახის და სხეულის კანის დაცვა შესაბამისი სამოსით
- მზის სათვალის გამოყენება, რომელიც იცავს თვალს როგორც UV-B, ისე UV-A სხივებისგან
- აქტიური გამოსხივების პერიოდში მზეზე ყოფნის შეზღუდვა
- სოლარიუმების და სწრაფი გასარუჯი საშუალებებისგან თავის არიდება
- კანის წარმონქმნების რეგულარული შემოწმება – ზომის, ფორმიც, ფერის ცვლილების დასაფიქსირებლად
როდის ხდება კანის კიბო სიცოცხლისთვის საშიში?
მიუხედავად კანის ზედაპირზე განლაგებისა კანის კიბოს დაგვიანებული აღმოჩენა ხშირად სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს იწვევს. კანის კიბოს უჯრედები იზრდება ღრმადმდებარე ქსოვილების მიმართულებით, ასევე სიმსივნური უჯრედები სისხლის და ლიმფის საშუალებით ვრცელდება სხეულის სხვა უბნებში და იწვევს მეტასტაზების განვითარებას. მაგალითად, კანის ავთვისებიანმა მელანომამ შესაძლოა გამოიწვიოს მეტასტაზები ფილტვებში, რაც სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებას წარმოადგენს.
მუქი შეფერილობის კანის მქონე ადამიანებს კანის კიბო უვითარდებათ სხეულის იმ ნაწილებში, რომლებიც ნაკლებადაა მზესთან კონტაქტში. ამ პროცესის მექანიზმი დაზუსტებული არ არის, რადგან კანის მელანომების და სქვამოზურუჯრედოვანი კიბოს უმეტესი შემთხვევები მზის ულტრაიისფერ გამოსხივებსათანაა კონტაქტში.
კანის კიბოს დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკა იწყება პაციენტის ანამნეზური მონაცემების შეგროვებით: წარმოიქმნა თუ არა ახალი წარმონაქმნები კანზე, შეიცვალა თუ არა არსებული წარმონაქმნები.მკურნალი ექიმი აუცილებლად ითვალისწინებს კანის კიბოს ოჯახური ანამნეზის შესახებ ინფორმაციას. ამას მოსდევს კანის ყველა უბნის დათვალიერება. საჭიროების შემთხვევაში ტარდება კონკრეტული უბნების ბიოფსია. მასალის შესწავლით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მკურნალი ექიმი განსაზღვრავს შემდგომი დიაგნოსტიკური და სამკურნალო ღონისძიებების საჭიროებას.
ლაბორატორია “სინევო” გთავაზობთ კანის კიბოს გენეტიკურ კვლევას
ლაბორატორია “სინევო” გთავაზობთ კანის გენეტიკური სიმსივნეების დიაგნოსტიკას:
ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვა hf:tax:product_cat
რესურსები
https://www.eular.org/world-arthritis-day-general-information