ძუძუს კიბოს, როგორც ქალთა პოპულაციაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
გთავაზობთ საყურადღებო ნიშნების და სიმპტომების ჩამონათვალს, რომლებიც მხოლოდ ძუძუს კიბოს დიაგნოზზე არ მიუთითებს, მაგრამ მათი აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ დიაგნოსტიკური კვლევები.
ძუძუს ზომების ცვლილება
მკერდის ფორმის და ზომების ცვლილებები შესაძლოა ჰორმონულ ძვრებს უკავშირდებოდეს, თუმცა ასიმეტრიული ცვლილება საყურადღებო ნიშანია და სპეციალისტის ჩართულობას მოითხოვს.
ტკივილი და დისკომფორტი
პერიოდული ტკივილი ან დისკომფორტი მკერდის არეში, ზოგჯერ ციკლტან ან სხვა ფაქტორებთანაა დაკავშირებული, თუმცა გახანგრძლივებული ტკივილი და დისკომფორტი ერთ ან ორივე ძუძუში,საყურადღებო სიმპტომია. ეს ჩივილი შესაძლოა მოიცავდეს არამხოლოდ ძუძუს მიდამოს, არამედ მოსაზღვრე ქსოვილებსაც.
ძუძუს კანის ცვლილებები
კანის ტექსტურის, ფერის, სიმკვრივის ცვლილებები, აუხსნელი გამონაყარი, სიწითლე და სხვა სახის დაზიანებები ყოველთვის საყურადღებო სიმპტომია და ზოგჯერ კიბოს ადრეულ სტადიებსაც ახასიათებს. ასევე სიწითლე და აქერცვლა ძუძუს დვრილის ირგვლივ, – შესაძლოა ძუძუს ანთებით პროცესზე მიუთითებდეს, რაც ასევე საყურადღებოა.
ძუძუს დვრილის დეფორმაცია
ძუძუს დვრილების ასიმეტრიის ნებისმიერი ვარიანტს – ჩადრეკას, მიმართულების ცვლილებას, გაბრტყელებას, გამონადენს და სხვა, – ძუძუში მიმდინარე ცვლილებები უდევს საფუძვლად და მისი დაიგნორება შესაძლოა კრიტიკული აღმოჩნდეს.
კვანძები და ფიქსირებული უბნები
ძუძუს ქსოვილის სისქეში ნებისმიერი მოცულობითი წარმონაქმნის დაფიქსირება, განსაკუთრებით უძრავი უბნების – შესაძლოა ძუძუს კიბოს ადრეულ სიმპტომს წარმოადგენდეს. განსაკუთრებით საყურადღებოა უძრავი კვანძები, რომელიც დროთა განმავლობაში არ ქრება და არ იცვლება. არსებობს ფიბროზული კვანძებიც, რომლებიც არ არის ავტვისებიანი, თუმცა კვლევების გარეშე მათი დიფერენცირება პრაქტიკულად შეუძლებელია.
წონის კლება უმიზეზოდ
წონის სრაფი დაკვებით რაციონთან არაადექვატური კლება ნებისმიერ შემთხვევაში საყურადღებოა და თითქმის ყოველთვის ჯანმრთელობის ამა თუ იმ პრობლემაზე, მათ შორის ონკოლოგიაზე მიუთითებს.
იღლიის ფოსოს შეშუპება
შეშუპება ან კვანძები იღლიის ფოსოში, შესაძლოა ძუძუს კიბოს გავრცელებაზე მიუთითებდეს. აუცილებელია სპეციალისტთან ვიზიტი და კლინიკური გამოკვლევები, რატა იღლიის ფოსოს ადგილობრივი ანთებითი ცვლილებები, ონკოლოგიური პათოლოგიებისაგან განვასხვავოთ.
თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ გვერდებს და გაიგეთ მეტი