ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ორსულებში | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ორსულებში

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ანუ ე.წ ვენერიული დაავადებები  ადამიანიდან ადამიანზე სქესობრივი გზით გარდამავალი ინფექციებია. ორსულებს და არაორსულებს დაინფიცირების ერთნაირი რისკი აქვთ.

ორსულობის პროცესში განვითარებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები სერიოზულ ზიანს აყენებს როგორც  ნაყოფის, ისე  დედის ორგანიზმს. ამ დაავადებების უმეტესობას უსიმპტომო მიმდინარეობა აქვს და ზოგჯერ პაციენტი ვერ აღიქვამს რომ ინფიცირებულია. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ორსულობის მიმდინარეობისას ჩატარდეს კვლევები სგგდ-ზე, მათ შორის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსზეც.

 

  • ქლამიდია –  ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბაქტერიაა, რომელიც სქესობრივი კონტაქტით გადაეცემა. ქლამიდიოზის შემთხვევათა უმეტესობა, მათ შორის ორსულებშიც, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ორსულს ზოგჯერ აღენიშნება უჩვეულო ვაგინალური გამონადენი, სისხლდენა სქესობრივი კავშირის შემდეგ, წვა ან ქავილი შარდვისას. არანამკურნალები ქლამიდიოზი ორსულებში, ხშირად ისეთი გართულებების მიზეზი ხდება, როგორიცაა: ნაადრევი მშობიარობა, პლაცენტის განშრევება, ნაყოფის წონის დეფიციტი და სხვა. ნაყოფის დასნებოვნება ხდება სამშობიარო გზების გავლისას და მოგვიანებით ფილტვის და თვალის დაზიანების სიმპტომები უვითარდება.
  • მარტივი ჰერპესი (HSV) ორი ტიპითაა წარმოდგენილი: ტიპი I და ტიპი გენიტალური (სასქესო) სისტემა ინფიცირდება ორივე ტიპით, თუმცა უფრო ხშირია ტიპი II ჰერპესით ინფიცირების შემთხვევები. გენიტალური ჰერპესის სიმპტომები ორსულებში და არაორსულ ქალებში ერთნაირია. ორსულებში მეტია როგორც დედის, ისე ნაყოფის გართულებების ალბათობა.

მიუხედავად იმისა, რომ ინფექციის გადაცემა შესაძლებელია ორსულობის დროსაც და მშობიარობის შემდეგაც, ახალშობილის ინფიცირების რისკი მაღალია მაშინ, თუ HSV-ით ინფიცირება მოხდა მშობიარობისას.  ხოლო, თუ დედას აქვს განმეორებადი ჰერპესი ან ინფექცია შეძენილი აქვს ორსულობის პირველ ნახევარში – ინფექციის განვითარების რისკი ახალშიბილში შედარებით დაბალია.

HSV ინფექციის შედეგად შესაძლოა სერიოზული გართულებების განვითარება ახალშობილში, როგორიცაა ჰერპესული ენცეფალიტი და პნევმონია. ამ გართულებების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია საკეისრო კვეთის ჩატარება.

  • გონორეა არის ინფექცია, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიით Neisseria gonorrheae. მკურნალობის გარეშე მას შეუძლია გამოიწვიოს ორსულობის სერიოზული გართულებები: თვითნებური აბორტი, ქორიოამნიონიტი, სანაყოფე გარსების ნაადრევი გასკდომა, ნაადრევი მშობიარობა და დაბალი წონის ახალშობილი, ხოლო ჩვილებში შეიძლება განვითარდეს თვალის ინფექციები.

რადგან გონორეა  პრობლემებს უქმნის როგორც დედას, ისე ახალშობილს,  მნიშვნელოვანია, რომ  სპეციალისტმა სწორად ამოიცნოს ინფექცია, ჩაატაროს ეფექტური ანტიბიოტიკოთერაპია, რათა დარწმუნდეს პაციენტის სრულ განკურნებაში.

  • B ჰეპატიტი – ამავე სახელწოდების B ჰეპატიტის ვირუსითაა  (HBV) გამოწვეული. ვირუსის გადაცემა ხდება როგორც სქესობირი გზით, ასევე ვერტიკალურად –  დედიდან ნაყოფზე. განსაკუთრებით მაღალია ნაყოფის დაინფიცირების რისკი, თუ დედის დასნებოვნება მოხდა ორსულობის მესამე ტრიმესტრში. ინფიცირებულ ახალშობილებს ძალიან მაღალი აქვთ რისკი, მომავალში იყონ ვირუსის ქრონიკული მტარებლები. ქრონიკული B ვირუსული ინფექციის მატარებელ ახალშობილებს ადრეულად უვითარდებათ ღვიძლის დაზიანება და საბოლოოდ ღვიძლის სიმსივნე. ამ გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე  ორსულთა სკრინინგით და ინფიცირებულ ახალშობილთა ნაადრევი მკურნალობით.
  • აივ – ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი – შეძენილ იმუნოდეფიციტს იწვევს. დედიდან შვილზე ვირუსის გადაცემა შესაძლებელია როგორც ორსულობის და მშობიარობის, ისე ძუძუთი კვების დროსაც.
  • ადამიანის პაპილომავირუსი HPV  ვირუსია, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ქვედა გენიტალურ ტრაქტში, მათ შორის საშვილოსნოს ყელში, საშოში და გარეთა გენიტალიებში. მაღალი რისკის შტამები შეიძლება იწვევდეს საშვილოსნოს ყელის კიბოს, ხოლო დაბალი რისკის შტამები — გენიტალურ მეჭეჭებს (კონდილომებს), რომელთა რაოდენოა და ზომა ხშირად მატულობს  ორსულობის დროს

მწვავე პაპილომავირუსული ინფექცია  შეიძლება იწვევდეს წვას ან ქავილს. თუ ქალს ორსულობის დროს აქვს გენიტალური მეჭეჭები, რეკომენდებულია მკურნალობის გადადება მშობიარობის შემდეგ.

თუ მეჭეჭები დიდი ან ფართოდ გავრცელებულია, რომლებსაც შუძლიან გაართულოს ვაგინალური მშობიარობა, ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია საკეისრო კვეთა.

ინფიცირებული დედიდან დაავადებულ ახალშობილს, შესძლოა განუვითარდეს  ხორხის პაპილომატოზი, ჰერპესული ენცეფალიტი ან პნევმონია.

  • სიფილისი არის ბაქტერიული სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, რომელიც ორსულობის დროს შეიძლება დედიდან ნაყოფზე გადაეცეს, რის შედეგადაც ნაყოფს უვითარდება თანდაყოლილი სიფილისი. ორსულობის დროს სიფილისთან ასოცირებული გართულებებია: ნაადრევი მშობიარობა, მკვდრადშობა და ახალშობილთა მაღალი სიკვდილიანობა ჩვილობაშივე. თუ  ახალშობილებში მკურნალობა დროულად არ ჩატარდა, მათ შესაძლოა განუვითარდეთ სხვადასხვა ორგანოების პათოლოგიები: თვალის, ყურის, გულის, კანის, ძვლების და სხვა.
  • ტრიქომონა ვაგინალის სქესობრივი გზით გადამდები პარაზიტია, რომელიც ორსულებსაც ისეთივე სიხშირით აავადებს, როგორც არაორსულებს. არანამკურნალებმა ტრიქომონიაზმა შესაძლოა  სხვადასხვა გართულებები გამოიწვიოს ორსულებში:  ნაადრევი მშობიარობა, ახალშობილის დაბალი წონა. ფიზიოლოგიური მშობიარობისას შესაძლებელია მდედრობითი ნაყოფის დასნებოვნებაც, რომელიც მალევე იძლევა კლინიკურ გამოვლინებას ახალშობილ გოგონებში (ვაგინალური გამონადენის სახით).

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ორსულებში  – სიმპტომები

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სიმპტომები ერთი და იგივეა ორსულებში და არაორსულებში. ზოგჯერ დაავადება პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რაც ბევრად ართულებს მდგომარეობას და ზრდის გართულებების რისკს

  • დაზიანებები ან მეჭეჭები ანუსზე, სასქესო ორგანოებზე ან პირის ღრუში;
    • მტკივნეული ან ჰიპერემიული უბანი პენისის ან ვაგინის ირგვლივ
    • გამონაყარი კანზე
    • ტკივილი შარდვის დროს
    • წონის კლება, ფაღარათი, ღამის ოფლიანობა
    • ტკივილები, ცხელება და შემცივნება
    • სიყვითლე
    • ურო-გენიტალური გამონადენი სპეციფიკური სუნით
    • მენსტრუაციებს შორის სისხლდენა
    • ტკივილი სქესობრივი აქტის დროს (დისპარეუნია)
    • ძლიერი ქავილი გენიტალიების მიდამოში.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ორსულებში  მიზეზები და რისკ-ფაქტორები

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გამომწვევებია:

  • ბაქტერიები: გონორეა, სიფილისი, ქლამიდია
  • პარაზიტები: ტრიქომონა ვაგინალისი
  • ვირუსები: HPV , გენიტალური ჰერპესი, აივ, ჰეპატიტი A, B, C
  • და სხვა

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ორსულებში  – დიაგნოსტიკა და მკურნალობა

დიაგნოსტიკა იწყება ფიზიკალური გასინჯვით, რიტაც ექიმი ადგენს ისეთ მახასიათებლებს, როგოიცაა: გამონაყარი, მეჭეჭები, გამონადენი –  რის საფუძველზეც დგება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების გეგმა.

სეროლოგიური ტესტები – სიმპტომების მიხედვით პაციენტს უტარდება კონკრეტული გამომწვევების ანტისხეულების განსაზღვრა

მოლეკულური დიაგნოსტიკა პჯრ – ურო-გენიტალური ნაცხის კვლევა გამომწვევებზე

ადამიანის პაპილომავირუსის გამოვლენა და გენოტიპირება

 

მკურნალობა დამოკიდებულია გამოვლენილი გამომწვევის ტიპზე. ორსულებში მნიშვნელოვანია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გამომწვევების გამოვლენისთანავე მკურნალობის დაწყება. ეს ამცირებს ნაყოფის ინფიცირების და გართულებების განვითარების რისკს.

 

 

 

 

ლაბორატორია “სინევო“ გთავაზობთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების  სადიაგნოსტიკო ტესტებს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

 

წყარო

http://1. https://www.who.int/en/news-room/fact-sheets/detail/sexually-transmitted-infections-(stis)

http://4. https://my.clevelandclinic.org/health/articles/10246-pregnancy–sexually-transmitted-diseases

http://6. https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/sexually-transmitted-diseases-stds/symptoms-causes/syc-20351240

 

! თუ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია არასაკმარისია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე – *7770, ან მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე, ან info@synevo.ge

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button