ვებინარი ექიმების და სამედიცინო სფეროს სპეციალისტებისთვის
12 მარტს, 15:00 საათზე ლაბორატორია “სინევო” გიწვევთ ონლაინ ვებინარზე!
ვებინარის თემაა:
პროსტატის ჯანმრთელობის ინდექსის (Prostate Health Index) გამოყენების კლინიკური გამოცდილება პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკაში
ვებინარს გაუძღვება პლზენის საუნივერსიტეტო კლინიკის იმუნოქიმიური დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, პროფესორი რადეკ კუჩერა
სემინარის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები:
• პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკის თანამედროვე მიდგომები
• PSA პანელისა და PHI ინდექსის როლი პაციენტების რისკის სტრატიფიკაციაში
• კლინიკური დიაგნოსტიკური ალგორითმები და რეალური კლინიკური შემთხვევები
• PHI-ის გავლენა არასაჭირო პროსტატის ბიოფსიების შემცირებაზე და ჯანდაცვის ხარჯების ოპტიმიზაციაზე
ვებინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე
ვებინარზე დასარეგისტრირებლად მიჰყევით ბმულს და შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა:
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: education@synevo.ge
თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ გვერდებს და გაიგეთ მეტი