ღვიძლი ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა. იგი უამრავ სასიცოცხლო ფუნქციას ასრულებს: – ორგანიზმისდეტოქსიკაცია, მეტაბოლურ პროცესებში მონაწილეობა, ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ფერმენტების, ცილების,ვიტამინების წარმოქმნა და სხვა, ამიტომ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა მთელ ორგანიზმში სერიოზულ ცვლილებებს იწვევს.ღვიძლის ფუნქციური სინჯების პროფილი ან ღვიძლის ბიოქიმიური გამოკვლევა -ანალიზების ჯგუფია, რომლებიცერთად სრულდება და გვაძლევს ინფორმაციას ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის შესახებ.ამ გამოკვლევით ხდება ღვიძლის ჯანმრთელობის შეფასება, მისი დაზიანების გამოვლენა და ასევე, იმ პაციენტებისმდგომარეობის მონიტორინგი, რომელთაც უკვე დადგენილი აქვთ ღვიძლის რომელიმე დაავადების არსებობა.
ალანინამინოტრანსფერაზა (ALT) დაასპარტატამინოტრანსფერაზა (AST) ღვიძლის ფერმენტებია,რომლებიც სხვადასხვა ამინომჟავას სინთეზში მონაწილეობს. სისხლში ამ ფერმენტების რაოდენობა იმატებს, როდესაცპათოლოგიური პროცესი ღვიძლის, ჩონჩხის ან გულის კუნთის უჯრედებს აზიანებს.
გამაგლუტამინტრანსფერაზა (GGT) ღვიძლის ყველაზე მაღალ მგრძნობიარე ფერმენტია. სისხლში მისი დონე იმატებსღვიძლისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს. ასევე ზოგიერთი პრეპარატებისმიღებისას.
ტუტე ფოსფატაზა ფერმენტია, რომელიც თითქმის ყველა ქსოვილში გვხვდება, უმთავრესად კი ღვიძლისა და სანაღვლეგზების უჯრედებსა და ძვლებში იყრის თავს და იქ მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებში მონაწილეობს. ტუტე ფოსფატაზისმატებას იწვევს, ძვლოვანი სისტემის ზოგიერთი დაავადება, სანაღვლე გზების დახშობა, მედიკამენტებით გამოწვეულიღვიძლის დაავადებები, ღვიძლის სიმსივნური დაავადებები, ფარისებრი და პარათირეოიდული ჯირკვლის დაზიანება.
საერთო ბილირუბინი-ყვითელი პიგმენტია, რომელიც ნაღვლის შემადგენლობაში შედის. იგი ჰემოგლობინის დაშლისპროდუქტია და ე.წ. პირდაპირი და არაპირდაპირი ბილირუბინის საერთო ოდენობაა. საერთო ბილირუბინიუმთავრესად არაპირდაპირი ბილირუბინის ხარჯზე იმატებს ჰემოლიზური და პერნიციოზული ანემიების, ტრანსფუზიულირეაქციის, ღვიძლის ციროზის, ჟილბერის სინდრომის დროს.
ალბუმინი – სისხლის შრატის ძირითადი ცილაა, რომელის წარმოქმაც ხდება ღვიძლში. სისხლში ალბუმინის რაოდენობისკლება შეიძლება გამოიწვიოს კვების ან საკვები ნივთიერებების შეწოვის დარღვევამ (მალნუტრიციამანმალაბსორბციამ),ღვიძლის ან თირკმელების დაავადებამ.
ტესტის ასაღებად საჭიროა ვენური სისიხლი. ანალიზისთვის სისხლის აღება აუცილებელია უზმოდ.(საკვების ბოლომიღებიდან გასული უნდა იყოს არანაკლებ 12 საათისა).ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტესტის შედეგებზე, ამიტომ ანალიზისთვის მოსამზადებლადაუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მისგან დეტალური მითითებების მიღება.
თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი,სხვამეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიცსიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზისზუსტად დასასმელად.
პროფილის ჩატარებისას თქვენ ზოგავთ დროსა და თანხას
Code /კოდი | პროფილური კვლევა / Profiles | Profile Price\პროფილის ფასი | ფასი GEL/Regular price Gel | პასუხის დრო (სამუშაო დღე)**/Time to results (working days)** | ანალიზის შესრულების ლოკაცია *****/Where is performed***** |
1042 | ALT \ალანინამინოტრანსფერაზა | 12 | 1 | Georgia | |
1046 | AST \ასპარტატამინოტრანსფერაზა | 12 | 1 | Georgia | |
1068 | ALP \ ტუტე ფოსფატაზა | 12 | 1 | Georgia | |
1051 | GGT \გამაგლუტამილტრანსფერაზა | 12 | 1 | Georgia | |
1048 | Total Bilirubin \საერთო ბილირუბინი | 13 | 1 | Georgia | |
1043 | Albumin \ ალბუმინი | 15 | 1 | Georgia | |
1937 | Profile Price\პროფილის ფასი | 52 | 76 | 1 | Georgia |
3000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი, ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი ,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს>
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის პროვაიდერია, რომელიც გთავაზობთ 3000-ზე მეტ რუტინული და რთულ/სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტებს კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში. 2019 წლის ბოლოს ,,სინევო საქართველო-ს’’ ქსელი მოიცავს ერთ ცენტრალურ ლაბორატორიას, 2 რეგიონალურ ლაბორატორიას და სისხლის ასაღებ 30 პუნქტს, რომელიც ჯამში 260,000-ზე მეტ ტესტს ასრულებს.
2020 © სინევო. ყველა უფლება დაცულია
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
+(995)322 39 40 65
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. This category only includes cookies that ensures basic functionalities and security features of the website. These cookies do not store any personal information.
Any cookies that may not be particularly necessary for the website to function and is used specifically to collect user personal data via analytics, ads, other embedded contents are termed as non-necessary cookies. It is mandatory to procure user consent prior to running these cookies on your website.