Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ალბუმინი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც: Albumin | Laboratory research
SKU: 1043

13.50

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

ალბუმინი არის არაგლიკოზირებული ცილა, რომელიც სინთეზირდება ღვიძლის პარენქიმული უჯრედების მიერ დღეში 12-15გ ოდენობით. იგი შეადგენს საერთო ცილის დაახლოებით 60%-ს. პლაზმაში ალბუმინი ძირითადად პასუხისმგებელია ონკოზური წნევის შენარჩუნებაზე და ასევე მონაწილეობს სხვადასხვა ნაერთების ტრანსპორტირებაში (თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები, ბილირუბინი, ჰორმონები, ლითონის იონები და მედიკამენტები), ამის გამო სისხლში ალბუმინის კონცენტრაციის დაქვეითება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს წამლების ფარმაკოკინეტიკაზე. ალბუმინი ასევე წარმოადგენს ცილის რეზერვს ორგანიზმში.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • კვებითი სტატუსის, ცილების მეტაბოლიზმის შეფასება;
  • შეშუპებითი სინდრომები;
  • პროტეინურიასთან დაკავშირებული თირკმლის დაავადება;
  • ღვიძლის ციროზი;
  • ტუბერკულოზი.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ალბუმინის მომატებული დონე:

დეჰიდრატაციის სინდრომი (ინფექციური დაავადებები (ქოლერა), ფართო დამწვრობა, მძიმე დაზიანებები).

ალბუმინის შემცირებული დონე:

ჰიპოალბუმინემია (ალბუმინის დაბალი დონე) გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით: სინთეზის დარღვევა ღვიძლის დაავადების (პირველადი) ან ცილის მიღების შემცირების გამო (მეორადი), გაზრდილი კატაბოლიზმი ქსოვილის დაზიანებისა და ანთების გამო, ამინომჟავების მალაბსორბცია და თირკმლების ექსკრეციის გაზრდა (მაგ. ნეფროზული სინდრომი).

  • გაზრდილი მოთხოვნილება: ორსულობა, ჰიპერთირეოზი;
  • ჰემოდილუცია (სისხლის გათხელება): ხსნარების ჭარბი ინფუზია, ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეცია, უშაქრო დიაბეტი, ფსიქოგენური წყლით ინტოქსიკაცია;
  • ქრონიკული ალკოჰოლიზმი;
  • მემკვიდრეობითი ანალბუმინემია;
  • გაზრდილი კატაბოლიზმი: ინფექციები, ნეოპლაზმები;
  • ჭარბი კარგვა: ნეფროზული სინდრომი, მასიური სისხლდენა, ანასარკა, ენტეროპათია ცილის დაკარგვით, ფართო დამწვრობა, მძიმე დერმატოლოგიური პათოლოგიები.

დამატებითი ინფორმაცია

შრატის ალბუმინს აქვს ნახევარგამოყოფის პერიოდი 18-20 დღე, ეს პერიოდი მცირდება გაზრდილი კატაბოლიზმის პირობებში: მძიმე ინფექციების, სისხლდენის, ქირურგიული ჩარევების დროს, ცილების დაკარგვისას თირკმლის, კუჭ-ნაწლავის და კანის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში. ამრიგად, ალბუმინი განიხილება მწვავე ფაზის “უარყოფით” რეაქტანტად (მწვავე ინფექციური და ანთებითი პროცესების საპასუხოდ მისი კონცენტრაცია მცირდება).

ალბუმინი ასევე წარმოადგენს ორგანიზმის ზოგადი კვებითი მდგომარეობის ინდიკატორს, განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ქრონიკული დაავადება. ალბუმინის დონის განსაზღვრით შესაძლებელია პაციენტის კვების მონიტორინგი და იგი წარმოადგენს შესანიშნავ ტესტს ღვიძლის ფუნქციის შესაფასებლად.

2.0-2.5 გ/დლ-ზე დაბალი ალბუმინის დონემ, რომელიც დაკავშირებულია ნეფროზულ სინდრომთან, ღვიძლის ციროზთან ან ცილოვან-დაკარგულ ენტეროპათიასთან, შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება.

 

როგორ უნდა მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სასურველია უზმოდ ყოფნა.

რეკომენდებულია ტესტამდე მინიმუმ 12 საათის განმავლობაში შეიზღუდოს ალკოჰოლის მიღება, მოწევა და მძიმე ფიზიკური აქტივობა.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button