ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ღვიძლი ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა. იგი უამრავ სასიცოცხლო ფუნქციას ასრულებს: ორგანიზმის დეტოქსიკაცია, მეტაბოლურ პროცესებში მონაწილეობა, ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ფერმენტების, ცილების, ვიტამინების წარმოქმნა და სხვა, ამიტომ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა მთელ ორგანიზმში სერიოზულ ცვლილებებს იწვევს. 

ღვიძლის ფუნქციური სინჯების პროფილი ან ღვიძლის ბიოქიმიური გამოკვლევა – ანალიზების ჯგუფია, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის შესახებ. ამ გამოკვლევით ხდება ღვიძლის ჯანმრთელობის შეფასება, მისი დაზიანების გამოვლენა და ასევე, იმ პაციენტების მდგომარეობის მონიტორინგი, რომელთაც უკვე დადგენილი აქვთ ღვიძლის რომელიმე დაავადება.

ალანინამინოტრანსფერაზა (ALT) და ასპარტატამინოტრანსფერაზა (AST) ღვიძლის ფერმენტებია, რომლებიც სხვადასხვა ამინომჟავას სინთეზში მონაწილეობენ. სისხლში ამ ფერმენტების რაოდენობა იმატებს მაშინ, როდესაც პათოლოგიური პროცესი ღვიძლის, ჩონჩხის ან გულის კუნთის უჯრედებს აზიანებს.

გამაგლუტამინტრანსფერაზა (GGT) ღვიძლის ყველაზე მაღალ მგრძნობიარე ფერმენტია. სისხლში მისი დონე იმატებს ღვიძლისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს. ასევე ზოგიერთი პრეპარატის მიღებისას.

ტუტე ფოსფატაზა ფერმენტია, რომელიც თითქმის ყველა ქსოვილში გვხვდება, უმთავრესად კი ღვიძლისა და სანაღვლე გზების უჯრედებსა და ძვლებში და  აქტიურად მონაწილეობს ბიოქიმიურ პროცესებში. ტუტე ფოსფატაზის მატებას იწვევს ძვლოვანი სისტემის ზოგიერთი დაავადება, სანაღვლე გზების დახშობა, მედიკამენტებით გამოწვეული ღვიძლის დაავადებები, ღვიძლის სიმსივნური დაავადებები, ფარისებრი და პარათირეოიდული ჯირკვლის დაზიანება.

საერთო ბილირუბინი  – ყვითელი პიგმენტია, რომელიც ნაღვლის შემადგენლობაში შედის. იგი ჰემოგლობინის დაშლის პროდუქტია და ე.წ. პირდაპირი და არაპირდაპირი ბილირუბინის  საერთო ოდენობას წარმოადგენს. საერთო ბილირუბინი უმთავრესად არაპირდაპირი ბილირუბინის ხარჯზე იმატებს ჰემოლიზური და პერნიციოზული ანემიების, ტრანსფუზიული რეაქციის, ღვიძლის ციროზის, ჟილბერის სინდრომის დროს.

ალბუმინი – სისხლის შრატის ძირითადი ცილაა, რომლის წარმოქმნაც ხდება ღვიძლში. სისხლში ალბუმინის რაოდენობის კლება შეიძლება გამოიწვიოს კვების ან საკვები ნივთიერებების შეწოვის დარღვევამ (მალნუტრიციამ ან მალაბსორბციამ) და ღვიძლის ან თირკმლების დაავადებამ. 

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად;
  • ღვიძლის დაზიანების გამოსავლენად. ღვიძლის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მედიკამენტმა, ალკოჰოლმა და ღვიძლის დაავადებებმა;
  • როდესაც ადამიანს ღვიძლის დაავადების ნიშნები აქვს, მაგ.სიყვითლე, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი, გულისრევა და ღებინება, ქავილი. აღსანიშნავია, რომ დაავადების ადრეულ ეტაპზე ეს სიმპტომები ყოველთვის არ იჩენს თავს;
  • როდესაც ადამიანს უკვე დადგენილი აქვს ღვიძლის დაავადება, ღვიძლის ფუნქციური სინჯები პერიოდულად ინიშნება, რათა ღვიძლის მდგომარეობა და მკურნალობის ეფექტურობა შეფასდეს;
  • ყოველწლიური პროფილაქტიკური გამოკვლევების მიზნით.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ასაღებად საჭიროა ვენური სისიხლი. 

ანალიზისთვის სისხლის აღება აუცილებელია უზმოდ (საკვების ბოლო მიღებიდან გასული უნდა იყოს არანაკლებ 12 საათი). ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტესტის შედეგებზე, ამიტომ ანალიზისთვის მოსამზადებლად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მისგან დეტალური მითითებების მიღება.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებით სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად. 

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

ღვიძლის ფუნქციური სინჯების პროფილი –  56 ლარი, ნაცვლად 93 ლარისა

Call Now Button