
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾20.00 Original price was: ₾20.00.₾18.00Current price is: ₾18.00.
კვლევა აფასებს სისხლში ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები კონცენტრაციას. VLDL ღვიძლში წარმოქმნილი ლიპოპროტეინია, რომელთა ძირითადი ფუნქცია ტრიგლიცერიდების ტრანსპორტირებაა ღვიძლიდან პერიფერიულ ქსოვილებში. კვლევა გამოიყენება ლიპიდური ცვლის შესაფასებლად და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის კომპლექსური შეფასების პროცესში.
ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები მიეკუთვნება ათეროგენულ ლიპოპროტეინებს. სისხლში მისი მომატებული დონე შესაძლოა უკავშირდებოდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაზრდილ რისკს.
VLDL-ის განსაზღვრა შეიძლება დაინიშნოს:
ლიპიდური ცვლის დარღვევების შეფასებისას
ტრიგლიცერიდების მომატებული მაჩვენებლის შემთხვევაში
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შეფასებისას
დისლიპიდემიის მონიტორინგის ფარგლებში
მომატებული VLDL: შესაძლოა ასოცირებული იყოს ტრიგლიცერიდების მატებასთან და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ათეროსკლეროზული დაავადებების მომატებულ რისკთან
დაქვეითებული VLDL: ჩვეულებრივ, დამოუკიდებლად განსაკუთრებული კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
ლიპიდური პროფილის განსაზღვრისთვის უზმოდ ყოფნა ყოველთვის აუცილებელი არ არის. თუმცა, მომატებული ტრიგლიცერიდების ან მათი მეტაბოლიზმის დარღვევის ეჭვის შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა უზმოდ ჩაბარება მოითხოვოს.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტესტის შედეგებზე, ამიტომ ანალიზისთვის მოსამზადებლად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მისგან დეტალური მითითებების მიღება.
საკვლევი მასალა ვენური სისხლი
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
